„არანაირი საერთაშორისო დამკვირვებლები იქ არ ყოფილან და არავინ არ ცნობს, თანამედროვე მსოფლიო ამ ე.წ. არჩევნებს. ვინც რეალურად მუშაობს არჩევნების მიმართულებით, განვითარებულ ქვეყნებში ჩადიან, აკვირდებიან , ჩამოდიან საქართველოში, ასეთ ორგანიზაციებს ამ ე.წ. არჩევნებზე განცხადება არ გაუკეთებიათ“,-აღნიშნა კახა კალაძემ.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 სექტემბერს გაიმართება. ამის შესახებ გამოცემა „აიაირას“ „პარლამენტის“ სპიკერმა ვალერი კვარჩიამ განუცხადა.
ხელახალ “არჩევნებში” მონაწილოებას ორი კანდიდატი - მოქმედი ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა (23,85%) და პარტია „ამცახარას“ ლიდერი ალხას კვიცინია (21,97%) მიიღებს.