როგორც აფხაზური მედია იუწყება, ამის შესახებ მედია ცენტრში გამართულ ბრიფინგზე ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამაზ გოგიამ განაცხადა.
უფრო ადრე დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმაც განაცხადა, რომ სტამბოლში „არჩევნები“ არ შედგა. დაურ კოვეს არ განუმარტავს, თუ რა მიზეზით არ გაიხსნა "საარჩევნო უბანი" თურქეთში.
რაც შეეხება სხვა უბნებს, ადგილობრივი გამოცემის “აბხაზია ინფორმის” ცნობით, მოსკოვსა და ჩერკესკში ხელახალი კენჭისყრისთვის საარჩევნო უბნების გახსნის შესახებ გადაწყვეტილებას ე.წ. ცესკო მიიღებს
ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 8 სექტემბერს გაიმართება, ორი კანდიდატი - მოქმედი “პრეზიდენტი“ რაულ ხაჯიმბა (23,85%) და პარტია "ამცახარას" ლიდერი ალხას კვიცინია (21,97%) მიიღებს მონაწილეობას.