რუსეთის საოკუპაციო ძალების და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შესახვედრად სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი რუდოლფ მიხალკა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი იმყოფებოდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახა ქემოკლიძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე.
შეხვედრა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.