გერმანიაში მოკლული ხანგოშვილის ახლობლები გერმანიის საელჩოსთან აქციას მართავენ

გერმანიის დედაქალაქის ცენტრში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები საქმის ობიექტური გამოძიების მოთხოვნით გერმანიის საელჩოსთან საქართველოში საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციაზე, რომელსაც მოკლულის ფოტოსურათებით და ტრანსფარანტებით აღჭურვილი დაახლოებით 60 ადამიანი ატარებს, მთავარ მოთხოვნად მკვლელობის ობიექტური გამოძიება სახელდება.


პანკისის ხეობის მკვიდრის, საქართველოს სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლის ზელიმხან ხანგოშვილის ახლობლები გერმანიის საგმოძიებო უწყებებს მოუწოდებენ, რომ მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირი და თანამზრახველები არ გადასცენ რუსულ მხარეს.


აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ, ხანგოშვილის ოჯახის წევრებისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებას.


მოკლულის ოჯახის ახლობელი ვახტან ფარეულიძე აცხადებს, რომ "ამ მკველობაში არ იქნება მხოლოდ ერთი ადამინი დამნაშავე და ეს საქმე სამართლიანადაა გამოსაძიებელი".


მისივე ინფორმაციით, "მკვლელი მოითხოვს შეხვედრას რუს დიპლომატებთან და გერმანიამ
არუნდა მისცეს უფლება შეხვდეს რუს დიპლომატეს. ზელიმანის ძმას და მის ახლობლებს შეილება ევპროპაში ემუქრებოდეთ საფრთხე და უნდა დაიცვან ეს ხალხი დანარჩენი მისი ახლობლები მსგავსი საფრთხისგან".


მკლველობა 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მდებარე სკვერში მოხდა.


გახმაურებული მკვლელობის საქმეზე რუსეთის მოქალაქეა დაკავებული, რომელმაც ხანგოშვილი რამდენიმე გასროლით მოკლე, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღი და ველოსიპედი, რითაც გადაადგილდებოდა, მდინარეში გადაყარა. მკვლელმა მიმალვა ვერ შეძლო და გერმანელმა სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს. გერმანელი სამართალდამცავების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქეა.



სიახლეები მსგავს თემაზე

ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული, სავარაუდოდ, რუსული სპეცსამსახურების თანამშრომელია

ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი შესაძლოა რუსული სპეცსამსახურების თანამშრომელი იყოს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრად ვალერი ბგანბა დაინიშნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ 14 ოქტომბერს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრემიერ-მინისტრად ვალერი ბგანბა დაინიშნა.

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მე-8 შეხვედრა, რომელიც 16 ოქტომბერს თბილისში იყო დაგეგმილი, გადაიდო.

გიორგი გახარია სომხეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ოფიციალური ვიზიტები საქართველოს მეზობელ ქვეყნებში გრძელდება. 2019 წლის 15 ოქტომბერს მთავრობის მეთაური სომხეთს ეწვევა.

პაშა ბანკის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციამ აუტიზმის ცენტრი „პირველი ნაბიჯი“ გახსნა

პაშა ბანკის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციამ აუტიზმის ცენტრი „პირველი ნაბიჯი“ გახსნა. გახსნის ოფიციალური საზეიმო ღონისძიება 9 ოქტომბერს გაიმართა.

მომავალი 3 წლის განმავლობაში, ენერგოსისტემას 500 მგვტ-მდე დამატებითი სიმძლავრე შეემატება

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა "არაგვიჰესი" მოინახულა და ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

მეუფე ანანია: ჩვენ მხარს ვუჭერთ, მაგრამ არ ვაღიარებთ უკრაინის ავტოკეფალიას

წმიდა სინოდის წევრი, მიტროპოლიტი ანანია ამბობს, რომ ქართული ეკლესია მხარს უჭერს უკრაინის ავტოკეფალიას, თუმცა არ აღიარებს.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2019“  გაიმართა

საქართველოს ბანკი ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობასა და ღვინის კულტურის პოპულარიზაციას განაგრძობს.

პოლონეთის ხელისუფლებაში კონსერვატორები რჩებიან

"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, პოლონეთში ჩატარებული არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა. ამ შედეგებით მმართველი პარტია "სამართალი და სამართლიანობა" [Law and Justice] - 43.6 პროცენტით ლიდერობს. მეორე ადგილს კი, ოპოზიციური სამოქალაქო კოალიცია 27.4%-ით იკავებს.

კენი ლარკინმა თსუ-ის სტუდენტებისთვის იმღერა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, პირველკურსელ სტუდენტებს სწავლის დაწყება კენი ლარკინის კონცერტით მიულოცა.

 
ანრი ოხანაშვილი: დაპირება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა იქნებოდა მაქსიმალურად გახსნილი, გამჭვირვალე და ხანგრძლივი პროცესი, შევასრულეთ

"ეს არის ისტორიული პროცესი. ეს პროცესი შედგა", - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ პროცედურებთან დაკავშირებით.

ანრი ოხანაშვილი: სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ნაწილმა გასაუბრების პროცესი პოლიტიკურ სეირად აქცია

„სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ნაწილმა გასაუბრების პროცესი პოლიტიკურ სეირად აქცია“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

იაპონიაში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხი 39-მდე გაიზარდა

იაპონიაში ტაიფუნი "ჰაგიბისის" მიერ გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხი 39-მდე გაიზარდა. ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს. 

დღეს სვეტიცხოვლობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.

"გრიგოლ ვაშაძე ძალიან არ მომწონდა, ათიდან რვა საკითხში არ ვეთანხმები, იმიტომ მივეცი ხმა რომ ქვეყნისთვის კატასტროფა ამეცილებინა"

"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატს, მხოლოდ იმიტომ დაუჭირა მხარი, რომ ქვეყნისთვის სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობით გამოწვეული კატატროფა აეცილებინა თავიდან.

ტაქსის მძღოლი, რომელმაც ვაკეში ტურისტზე ფიზიკურად იძალადა, დააკავეს

შსს- ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული გ.თ. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ​

"ვინც პოპულიზმში დამადანაშაულა, იმათ რა იციან მე რომელ ღმერთს ვგულისხმობდი"

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია, მისი განცხადებით საზოგადოებაში გამოწვეულ რეზონანს დიდ პატივად მიიჩნევს.

14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობა აღინიშნება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.

რეჟისორი მიხეილ კობახიძე გარდაიცვალა

ქართველი რეჟისორი მიხეილ კობახიძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ასპინძაში სატვირთო ძროხას დაეჯახა

ასპინძა-ახალქალაქის გზაზე, დაბა ასპინძის შესასვლელთან, ტრაილერი ადგილობრივის ძროხას დაეჯახა. საქონელი ადგილზე მოკვდა. შემთხვევა 13 ოქტომბერს, დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა.

ჯუთაში, მწვერვალზე, ორი მოქალაქე დაშავდა

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ სტეფანწმინდის რაიონში, სოფელ ჯუთაში, მწვერვალზე, საქართველოს ორი მოქალაქე დაშავდა და საჭირო იყო მაშველების დახმარება.

ხაშურში ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ხაშურში, ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ ირაკლი დეკანოიძეს აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.