საქართველოს თავდაცვის მინისტრი ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს, დეიმონ ვილსონსა და ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები განიხილეს.


უწყების ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აშშ-თან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებულ უპრეცედენტო თანამშრომლობაზე.


„ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი აშშ-თან სტატეგიული ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერება და მაღალ ხარისხში აყვანა იქნება. ჩვენი მიზანია, დემოკრატიული განვითარებითა და ეროვნული თავდაცვისა და მდგრადი შესაძლებლობების გაძლიერებით გავხდეთ აშშ-ის მოკავშირე რეგიონში და ნატოსა და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.  ჩვენს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას ამყარებს ქართული საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერა და ეს ასახულია კონსტიტუციაშიც, რაც ცხადყოფს ჩვენი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კურსის შეუქცევადობას,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობასა და არსებულ გამოწვევებს, რუსეთის აგრესიულ ქმედებებსა და ჰიბრიდულ საფრთხეებს.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რომელიც კვლავ აქტიურად ცდილობს მეზობელი ქვეყნები საკუთარი გავლენის სფეროს ქვეშ დააბრუნოს და დაასუსტოს მათი დემოკრატიული განვითარება.


მხარეებმა ამ გამოწვევებთან ბრძოლის გზებზეც იმსჯელეს, რაც ეროვნული თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაძლიერებასთან ერთად, საერთაშორისო მხარდაჭერით იქნება შესაძლებელი.


თავდაცვის მინისტრმა ატლანტიკური საბჭოს წევრებს სამომავლო გეგმებიც გააცნო, რაც  საქართველოს თავდაცვისუნარიანობის კიდევ უფრო გაძლიერებას ემსახურება.


ირაკლი ღარიბაშვილმა ატლანტიკურ საბჭოს  საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მათი ჩართულობა 2019 წლის კონფერენციაშიც მაღალი ხარისხის იქნება. 


შეხვედრას ქართული მხრიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლელა ჩიქოვანი დაესწრო. ატლანტიკური საბჭოდან შეხვედრას ესწრებოდნენ: ატლანტიკური საბჭოს საპატიო მკვლევარი, ელჩი დანიელ ფრიდი (აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე), ატლანტიკური საბჭოს ბორდის დირექტორი გენერალი ფილიპ ბრიდლავი (ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების ყოფილი სარდალი), ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ელჩი ჯონ ჰერბსტი (უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი),ატლანტიკური საბჭოსა და პენ ბაიდენის ცენტრის უფროსი მკვლევარი, მაიკლ კარპენტერი (თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე) და გენერალი ბენ ჰოჯესი (ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი სარდალი).


ნინოწმინდაში მამაკაცს და პირუტყვს, სავარაუდოდ, მეხი დაეცა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან, მთაში, ქართველმა მესაზღვრეებმა მამაკაცი გარდაცვლილი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი კი დახოცილი იპოვეს.

ნატახტარში, პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა

ოკუპაციის წინააღმდეგ დაგეგმილი აქცია პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.

 
ირაკლი სესიაშვილი: ევროკავშირი, გაერო, ეუთო, ნატო - ყველა კონსოლიდირებულია ჩვენი ინტერესების გარშემო და ჩვენ ვამბობთ, რომ გამოვიყენებთ ყველა საშუალებას, რომ მივაღწიოთ დეოკუპაციას

„ევროკავშირი, გაერო, ეუთო, ნატო - ყველა კონსოლიდირებულია ჩვენი ინტერესების გარშემო და ჩვენ ვამბობთ, რომ გამოვიყენებთ ყველა საშუალებას, რომ მივაღწიოთ დეოკუპაციას“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

 

ირაკლი სესიაშვილი: რუსეთს რომ პრაგმატული პოლიტიკა ჰქონდეს და ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყოს, პირიქით უნდა აწყობდეს სტაბილური და უსაფრთხო მეზობელი საქართველოს სახით

„რუსეთს რომ პრაგმატული პოლიტიკა ჰქონდეს და ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყოს, პირიქით უნდა აწყობდეს სტაბილური და უსაფრთხო მეზობელი საქართველოს სახით“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
 

ირაკლი სესიაშვილი უკანონო ბორდერიზაციაზე: ეს არის რუსების მხრიდან პოლიტიკური ჩხვლეტა და მისი მიზანი საქართველოში პოლიტიკური არასტაბილურობის გამოწვევაა

„ეს არის რუსების მხრიდან პოლიტიკური ჩხვლეტა და მისი მიზანი საქართველოში პოლიტიკური არასტაბილურობის გამოწვევაა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

სოფელ ჩოხში გოდერძი ჩოხელის მუზეუმი გაიხსნა

ქართველი მწერლის, რეჟისორის, სცენარისტისა და საზოგადო მოღვაწის გოდერძი ჩოხელის მუზეუმი მის მშობლიურ სოფელ ჩოხში აშენდა.

„დიდი და ბირთვული ქვეყანა ვართ და ჩვენს საზღვრებთან ნატო-ს ბაზების განთავსება გვაშფოთებს" - რუსეთის მუქარა საქართველოს

"ჩვენ დიდი და ბირთვული ქვეყანა ვართ და ჩვენს საზღვრებთან ნატო-ს ბაზების განთავსება გვაშფოთებს, ჩვენ ამას სამხედრო და პოლიტიკური გზით ვუპასუხებთ"

მანანა დოიჯაშვილს შანტაჟში და კლანურ მმართველობაში ადანაშაულებენ

თბილისის ივ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ორშაბათს რექტორის არჩევნებია დაგეგმილი.

ვახტანგ გომელაური: ესკალაციის საფრთხე დღესდღეობით არ არსებობს არანაირად, ვითარებას სრულად ვაკონტროლებთ

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

გორის საავტომბილო გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 20 ოქტომბერს 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, გორის საავტომობილო გვირაბის მარცხენა მხარეს (თბილისის მიმართულება) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

ნათია თურნავა: გაზის მიწოდებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს კიდევ გავამკაცრებთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მედიასთან საუბრისას კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, ხელი შეუწყონ გაზგამანაწილებელ კომპანიებს, მისცენ მათ შესაძლებლობა, შეამოწმონ გაზის მოწყობილობები და შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, გაზის მიწოდების აღდგენა თვითნებურად არ სცადონ.

ნათია თურნავამ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი დაშავებული ქალბატონი მოინახულა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გურამიშვილის გამზირზე დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალბატონი მოინახულა.

გიორგი გახარია: ღიმილს იწვევს თანმიმდევრულობაც, ლოგიკურობაც და კიდევ ბევრი რამ, აღარ შეიძლება უკვე ამ წერილზე საუბარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ის ყოველთვის ემორჩილება კანონს და საჭიროების შემთხვევაში, პროკურატურაში ჩვენებასაც მისცემს.

გაერო-ს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ბერიძე აბრეშუმის გზის ფორუმის ერთ-ერთი სპიკერი იქნება

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პანელზე „ინოვაციებით გამოწვეული ზრდა - აბრეშუმის გზა ხელოვნურ ინტელექტთან ერთად“ ერთ-ერთი სპიკერი გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის ცენტრის (UNICRI) ხელმძღვანელი ირაკლი ბერიძე იქნება.

შატილის სკოლას სასკოლო ინვენტარი გადაეცა

საქართველოს განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინიციატივით, შატილში დამწვარი სკოლა-პანსიონის მოსწავლეებისთვის სკოლას საჭირო რაოდენობის სახელმძღვანელოები, სასკოლო ჟურნალები, კომპიუტერები და საკანცელარიო ნივთები გადაეცა.

ვახტანგ გომელაური: ნდობის ჯგუფთან სამინისტროს ბიუჯეტზე, საიდუმლო შესყიდვებზე, ასევე, საზღვრის თემაზე ვისაუბრეთ

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომას დაესწრო.

გიორგი გახარია რეგიონებზე: ჩვენ მივალთ ყველა რაიონში, ყველა ქალაქში, დაველაპარაკებით ყველას

„ჩვენ მივალთ ყველა რაიონში, ყველა ქალაქში, დაველაპარაკებით ყველას. ჩვენთვის პრიორიტეტი იქნება მასწავლებელი, ექიმი, პოლიციელი, ფერმერი, სპორტსმენი - ყველა ის ხალხი, ვინც ქმნის ჩვენი ქვეყნის სახეს“

კახა კალაძე: ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ერთი შეცდომით შეიძლება ძალიან ბევრი ოჯახი გააუბედუროს

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ის ოჯახები მოინახულა, რომლებიც დროებით სასტუმრო „შაინში“ დაბინავდნენ.

გიორგი გახარია: სახელმწიფო დგამს ყველა ნაბიჯს, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა  მშვიდად განაგრძონ თავიანთ მიწაზე ცხოვრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე პროცესები მიუღებელია და ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებაა.

 
გიორგი ქობულია: ანაკლიის პროექტში, პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის ინტერესი უნდა იდოს

ამის შესახებ გიორგი ქობულიამ ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა.

გიორგი ქობულია: ჩვენ შეიძლება ავაშენოთ ანაკლიის პროექტი, მაგრამ შემდეგ აღმოვაჩინოთ, რომ ტვირთები არ მოდის

„ჩვენ რა თქმა უნდა შეგვიძლია ავაშენოთ ანაკლიის პროექტი, მაგრამ შემდეგ აღმოვაჩინოთ, რომ ტვირთები არ მოდის”, - განაცხადა ტვ „პირველის“ ეთერში ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ.