ბათუმი შავი ზღვის სანაპირო ქვეყნების ძებნა-გადარჩენის რიგით მე-15 კონფერენციას მასპინძლობს

ბათუმში შავი ზღვის სანაპირო ქვეყნების ძებნა-გადარჩენის რიგით მე-15 კონფერენცია (15th  Black Sea Search and Rescue Conference) გაიხსნა.

 


ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ გახსნეს. 


ღონისძიება 11-12 სექტემბერს იმართება და შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და შავ ზღვაზე ძებნა-გადარჩენის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას ემსახურება. კონფერენცია ყოველ წელს ტარდება შავი ზღვის ქვეყნების სხვადასხვა ქალაქში, საქართველო უკვე მეორედ მასპინძლობს ღონისძიებას, ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით იმართება.


 


„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ კოორდინირებულად და თანმიმდევრულად ვიმოქმედოთ ინციდენტების დროს შავ ზღვაზე. შესაბამისად, შავი ზღვის სანაპიროს ქვეყნები ყოველწლიურად მართავენ ამ კონფერენციას იმისთვის, რომ გავცვალოთ გასული წლის განმავლობაში დაგროვილი ინფორმაცია და გამოცდილება.  საქართველო მზად არის, გაუმკლავდეს გამოწვევებს შავ ზღვაზე და მაღალ დონეზე შეასრულოს ძებნა-გადარჩენის ფართომასშტაბიანი ოპერაციები“,- განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა.


კონფერენციაში მონაწილეობას იღებს „შავი ზღვის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შესახებ საზღვაო ძებნა-გადარჩენის სერვისების სფეროში“  ანკარის 1998 წლის შეთანხმების (Agreement on Cooperation Regarding Maritime Search and Rescue Services among Black Sea Coastal States, Ankara/1998) წევრი ქვეყნების: უკრაინის, რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის ზღვაზე ძებნა-გადარჩენის ოპერაციებზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლები.


საქართველოს მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, აღმასრულებელი ხელისუფლების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, შპს „საქაერონავიგაციისა“ და სახელმწიფო ჰიდროგრაფიის სააგენტოს წარმომადგენლები.


კონფერენციას საპატიო სტუმრების რანგში ესწრებიან გერმანიის ზღვაზე ძებნა-გადარჩენის სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი კაპიტანი უდო ჰელგე ფოქსი, ასევე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა (IMO) და ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს (EMSA)  წარმომადგენლები.


 


ფორსაჟის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებები გადაიდო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გაცნობებთ, რომ ცნობილი ჰოლივუდური ფილმის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გადაიდო.

Adjarabet.com-ის უნიკალური აქცია რაგბის გულშემატკივრებს

Adjarabet.com ახალ აქციას სთავაზობს რაგბის გულშემატკივრებს, რომლებიც
დადებენ ფსონს მსოფლიო თასის ფარგლებში საქართველოს ნაკრების თამაშზე.

თამარ ხულორდავა შრომის უფლებების კანონპროექტს განმარტავს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ საქართველოს  შრომის უფლებების დაცვის კუთხით, უდიდესი ჩამორჩენა  აქვს და  აღნიშნული სფეროს რეგულირება მოქალაქეების დასაცავად არის აუცილებელი.

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე კრწანისის ტყე-პარკის დასუფთავების ღონისძიებაში მონაწილეობდა

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კრწანისის ტყე-პარკში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდა.

შენობიდან ჩამოცვენილი ბათქაში, დაზიანებული ავტომობილები და დაშავებული ადამიანები - ძლიერი ქარი თბილისში

დედაქალაქში ძლიერი ქარია. უამინდობამ ქალქის სხვადასხვა უბანში პრობლემებია გამოიწვია.

უშგულში პირველი თოვლი მოვიდა

მესტიაში, უშგულის თემში პირველი თოვლი მოვიდა. უშგულში მერის წარმომადგენლის ბექა ღვაჩლიანის ინფორმაციით, თოვა ორი საათის წინ დაიწყო.

"შემთხვევით არაფერი ხდება, არ არის შემთხვევითი, რომ საქართველო წილხვედრია"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სიონის ტაძარში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურება აღევლინა.

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 2 მოქალაქეს ხე დაეცა

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წი 2 კაცს ხე დაეცა.

პრემიერ-მინისტრმა ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილა.

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და ხარისხის ახალ ეტაპზე გადავიდა.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტში ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხს დააყენებენ

ჯანდააცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, 2020 წლის  ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნება ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხი.

GWP-ის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე არსებულ საწყობში, შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

პარტია "თავისუფალი საქართველო" თვითმმართველობის კანონის გადახედვას მოითხოვს

პარტიის თანათავმჯდომარე გოგი წულაია მიიჩნევს, რომ ქალაქში არსებული ნებისმიერი შენობა-ნაგებობა თვითმმართველობას უნდა ეკუთვნოდეს და თავად განკარგავდეს.

ბათუმში თურქეთის მოქალაქე ნარკორეალიზატორი დააკავეს

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზაციის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ე.ი. დააკავეს.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს პარლამენტი პირველ ოქტომბერს მიიღებს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაში ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი მოსაზრება.

 

უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

მინისტრის მოადგილე: ადიგენის მუნიციპალიტეტში სასმელი და სარწყავი წყლის საკითხიებია მოსაგვარებელი

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების ლელოვანის, უდეს, ფხეროსა და ვარხანის მოსახლეობას  შეხვდნენ და სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს.

საქართველოში, პირველადი ჯანდაცვის განვითარების საკითხი ჯანდაცვის მინისტრმა ამერიკელ კოლეგებთან განიხილა

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელებს შეხვდა.

 

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს

21 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა შესრულდება.

KfW საქართველოს 8 მილიონი ევროს გრანტით დაეხმარება

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) საქართველოს ენერგეტიკული რეფორმების განხორციელებისთვის რვა მილიონ ოთხას ორმოცი ათასი ევროს ოდენობის გრანტით დაეხმარება.

ჟინვალში 15 თანამშრომელზე გათვლილი პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა, კახაბერ საბანაძემ და ლევან კაკავამ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დაბა ჟინვალში, პოლიციის ახალი შენობა გახსნეს.