დავით საგანელიძე: საქართველოს რეგიონებში არსებული საინვესტიციო პოტენციალის ათვისება აქტიურად უნდა გაგრძელდეს

„საპარტნიორო ფონდმა“აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, ადგილობრივ ბიზნეს წრეებთან და სტუდენტებთან ფონდისა და მისი შვილობილი კომპანიების პროექტების შესახებ პრეზენტაციები გამართა.

მათ შორის წარმოდგენილი იყო „სტარტაპ საქართველოსა“ და „ საქართველოს დარგობრივი და რეგიონული განვითარების კომპანიის“ (GIRDC) პროექტები.


საქართველოს რეგიონებში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა „საპარტნიორო ფონდის“, როგორც სახელმწიფოს უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტის სტრატეგიული მიმართულებაა. ქვეყნის მასშტაბით არსებული საინვესტიციო პოტენციალის ათვისების გააქტიურების მიზნით „საპარტნიორო ფონდი“ ბათუმში  შეხვედრებს მართავს.


„საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტი შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. აუდიტორიას სიტყვით „საპარტნირო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მიმართეს. სტუდენტებთან ინოვაციურ სიახლეებზე ორიენტირებული დამწყები ბიზნესის განვითარების შესახებ პრეზენტაცია „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველოს“ დირექტორმა გიორგი ლომიძემ გამართა.


დავით საგანელიძემ სტუდენტებს ფონდის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და რეგიონში არსებულ ბიზნეს შესაძლებლობებზე, მათი იმპლემენტაციის  მექანიზმებზე, ასევე, ფინანსების ხელმისაწვდომობასა და ამ მიმართულებით, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის როლზე გაამახვილა ყურადღება.


“მე მოხარული ვარ, რომ საპარტნიორო ფონდი ახორციელებს “სტარტაპ საქართველოს” პროგრამას და ამ პროექტის ფარგლებში თითოეულ თქვენგანს შეუძლია იყოს გლობალური პროგრესის ნაწილი, იყოს ინოვაციების, ტექნოლოგიების შემქმნელი და შემოქმედი. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდული ეკონომიკის ხელშეწყობა და ეს ნიშნავს იმას, რომ თითოეული თქვენგანი უნდა იყოს ჩართული და სახელმწიფოს მხრიდან შეიქმნას ყველა ის ინსტრუმენტი და პროგრამა, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი იდეების რეალიზებაში“, განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.


„საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტი აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ბათუმში ადგილობრივ ბიზნეს სექტორს შეხვდა და ის მზა საინვესტიციო პროექტები გააცნო, რომლებიც რეგიონის განვითარებასა და ადგილობრივების დასაქმებას შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე ბიზნესმენებს სიტყვით მიმართეს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ. ფონდის პროექტების შესახებ დეტალური ინფორმცია შეხვედრის მონაწილეებს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი დანელიამ მიაწოდა.


დავით საგანელიძე ადგილობრივ ბიზნესმენებს რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობებზე ესაუბრა.


„საქართველოს რეგიონებში არსებული საინვესტიციო პოტენციალის ათვისება აქტიურად უნდა გაგრძელდეს, აჭარაში მხოლოდ ტურისტული შესაძლებლობები არ უნდა განვიხილოთ. ეს რეგიონი ინვესტორებისთვის სხვადასხვა წარმოების განვითარებისთვის არის საინტერესო, მათ შორის მეთევზეობის, ციტრუსის დამამუშავებელი, ბუნებრივი რესურსების გამოყენების და სხვა. დღეს ჩვენ ჩამოვედით კვლევებზე დაფუძნებული მზა პროექტებით, რომელსაც ბიზნესს ვთავაზობთ“, განაცხადა დავით საგანელიძემ.


ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევები და კონკრეტული პროექტები ბიზნეს სექტორს   „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი „საქართველოს დარგობრივი და რეგიონული განვითარების კომპანიის“ (GIRDC ) დირექტორმა მირიან გოგიაშვილმა და კომპანიის მენეჯმენტმა გააცნო.


საუბარი ეხება, აჭარაში რამდენიმე საინვესტიციო პროექტის განხორციელების საკითხს. კერძოდ, აკვაკულტურისა და მეთევზეობის განვითარებას, მიდიების წარმოებას, ხილის დამამუშავებელი კომპლექსური წარმოების ხელშეწყობას, აჭარის მაღალმთიან რაიონებში რძის შეგროვებისა და გადამამუშავებელი საწარმოს, ასევე, სამშენებლო  მასალების ქარხნის მშენებლობის საკითხებს.


 


 


 


 


EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი: საქართველო საუკეთესო ქვეყანაა ეკონომიკური რეფორმების მეორე ტალღის მქონე ქვეყნებს შორის

საქართველო არის საუკეთესო ქვეყანა ეკონომიკური რეფორმების მეორე ტალღის მქონე ქვეყნებს შორის; ძალიან მოგვწონს რეფორმები და მათი უწყვეტი მიმდინარეობა, - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა იურგენ რიგტერინქმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას განაცხადა.

ერაყში, ე.წ. მწვანე ზონაში სამი რაკეტა ისროლეს

ერაყში, ბაღდადის მახლობლად ე.წ. მწვანე ზონაში "კატიუშას" ტიპის სამი რაკეტა ისროლეს.

 

 

აშშ-ში სამშობიაროდ ჩასვლის მსურველ ქალებზე ვიზების გაცემა, სავარაუდოდ, გამკაცრდება

თეთრი სახლის ლიდერის ადმინისტრაცია, ე.წ. სამშობიარო ტურიზმთან დაკავშირებით წესების გაამკაცრებას გეგმავს.

თბილისის ავტოპარკს 40 ახალი ავტობუსი შეემატა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას ISUZU-ს მარკის ახალი, 40 ერთეული ავტობუსი წარუდგინა.

Volvo Cars 5G საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს დანერგავს

Volvo Cars და კავშირგაბმულობის წამყვანი პროვაიდერი China Unicom ერთობლივად იმუშავებენ ჩინეთში შემდეგი თაობის - 5G მობილური ქსელის ტექნოლოგიის გამოყენებასთან დაკავშირებით ავტომობილებში, რათა გააუმჯობესონ ჩინეთის ინფრასტრუქტურა.

კარწახში არადეკლარირებული ვერცხლისწყალი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში "კარწახი", ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ქიმიური ნივთიერება - ვერცხლისწყალი 106,58 გრამი გამოავლინეს.

სახელმწიფოს მხარდაჭერით გამოფენაში "მწვანე კვირეული 2020" 16 ქართული კომპანია მონაწილეობს

ბერლინში მასშტაბური  საერთაშორისო გამოფენა "მწვანე კვირეული 2020" (Gruene Woche 2020) ოფიციალური ცერემონიით გაიხსნა. 

ზურაბ აბაშიძე რუსეთთან ფრენების აღდგენაზე: არის გარკვეული მოლოდინები

რუსეთთან ურთოიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენის გარკვეული მოოლოდინები არსებობს, თუმცა გადაწყვეტილება მოსკოვმა უნდა მიიღოს.

გაერო-ს ელჩი საქართველოში: ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფალი გადაადგილების უფლება დაცული უნდა იყოს 

გაერო-ს ელჩი ლუიზა ვინტონი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას აფასებს.

 
სებ: დერივატივების კანონის მიღებით ქართული ფინანსური ბაზრების განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო

პარლამენტმა ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა.

სოფო კილაძე: ვერ ვიტყვი, რომ სუბკულტურა მართავს ციხეებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე არ ეთანხმება სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებას, რომ ციხეებში კრიმინალური სუბკულტურა აქტიურად გამოიყენება.

ბორის ჯონსონსა და ვლადიმერ პუტინს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ბერლინის სამიტის ფარგლებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

თეა წულუკიანი ნინო ლომჯარიაზე: ეს არის სახალხო დამცველი, რომელიც პატიმრების სანახავად არ დადის

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სახალხო დამცველის მუშაობა შეაფასა და აღნიშნა, რომ ნინო ლომჯარია პატიმრების მოსანახულებლად ციხეებში არ დადის.

2019 წელს ციხეებში 16 პატიმარი გარდაიცვალა

"2019 წელს საქართველოს საპატიმროებში 16 პატიმარი გარდაიცვალა",- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

ირანის განცხადებით, უკრაინული ლაინერი ორი რაკეტით ჩამოაგდეს

ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა. 

ლიზა გეგეჭკორი: ამერიკელი კონგრესმენის ღია წერილი, ქვეშ მონიშნული მხოლოდ ორი ტელეკომპანია და დიდი გაურკვევლობა - რა ვიცით კომპანია „Frontera Resources“-ის შესახებ 

„ამერიკელი კონგრესმენი რესპუბლიკელი მარკვეინ მალინი, გარდა რიგი კომპანიებისა თუ პიროვნებებისა, წლებია, ლობირებს ამერიკული ნავთობისა და გაზის მომპოვებელი კომპანია „Frontera Resources“-ს, - ამბობს POSTV-ის „მედიარენტგენის“ ავტორი და წამყვანი ლიზა გეგეჭკორი.

სახალხო დამცველი: ციხეებში კრიმინალური სუბკულტურა დღესაც აქტიურად გამოიყენება

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გასულ წელს ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, გაირკვა, რომ საქართველოს ციხეებში არაფორმალური მმართველობის შემთხვევები აქტიურად ფიქსირდება.

თურნავა: ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება ლოგიკურია, ვერ დავუშვებთ უფრო მეტ დაგვიანებას 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სრულიად ლოგიკურია. 

პარლამენტთან მოძრაობა "შეცვალეს" წევრები საპროტესტო აქციას მართავენ

პარლამენტის შესასვლელთან ხმაურია. მოძრაობა "შეცვალეს" წევრები საკანონდებლო ორგანოში შესვლას ითხოვენ.

"ისლამური სახელმწიფოს" ახალი ლიდერი ამირ მოჰამედ აბდული გახდა

ტერორისტული დაჯგუფების "ისლამური სახელმწიფოს" ახალი ლიდერი მისი ერ-ერთი მთავარი იდეოლოგი ამირ მოჰამედ აბდულ რაჰმან ალ-მაული ალ-სალბი გახდა. 

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, გრიგოლ მანდარია წარუდგინა.