თამარ ჩუგოშვილი: ვისურვებდი, როგორც ადგილობრივ თვითმმართველობებში, ასევე პარლამენტში ქალების წარმომადგენლობა უფრო მაღალი იყოს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, თამარ ჩუგოშვილი საქართველოს საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მეექვსე ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

„კარგად მესმის, თუ რამხელა შრომა, ენერგია, თავდადება და გამბედაობა გაქვთ თითოეულ ქალს ჩადებული თქვენს საქმიანობაში და იმაში, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში იყოთ საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლები. ვისურვებდი, რომ ყოველ მომდევნო წელს, ეს შემადგენლობა იყოს უფრო დიდი, რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც საკრებულოებში, ასევე საქართველოს პარლამენტში ქალების წარმომადგენლობა იყოს უფრო მაღალი, უფრო სამართლიანი და რაც მთავარია, ნაკლები დაბრკოლებები გვხვდებოდეს ჩვენ ერთად იმ გზაზე, რასაც პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლობა ჰქვია,“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.


თამარ ჩუგოშვილმა დეტალურად ისაუბრა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის ორ მიმართულებაზე: ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობასა და ეკონომიკურ გაძლიერებაზე.


„ეს არის ორი თემა, რომელიც ჩვენთვის იყო და არის პრიორიტეტი, განსაკუთრებით ეკონომიკური გაძლიერება, რომელიც წელს შევარჩიეთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად. გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის ეს საკითხი კვლავ შეინარჩუნებს მნიშვნელობას და აქტუალობას, რადგან, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქალებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა არის ის, რომ გქონდეთ შემოსავალი, გქონდეთ სამსახური, გქონდეთ დამოუკიდებლად არსებობის წყარო და შესაძლებლობა. ეს შემდგომ განსაზღვრავს ძალიან ბევრ რამეს, მათ შორის - სურვილს, რომ აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა პოლიტიკაში,“ - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.


პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით საუბრისას, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში, ახლა უკვე, ძალიან ნათლად და მკაფიოდ არის გაწერილი სახელმწიფოს ვალდებულება არსებითი თანასწორობა უზრუნველყოს ქალებსა და კაცებს შორის.


„ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ დეკლარაციული ნორმებით და ფრაზებით არ უნდა შემოვიფარგლოთ, არამედ უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, რომ ეს თანასწორობა უზრუნველყოფილი იყოს,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.


მისივე თქმით, 2017 წლის ბოლოს, ვერ მოხერხდა პოლიტიკური შეთანხმება კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც გენდერულად დაბალანსებული საარჩევნო სიების წარდგენას შეეხებოდა, თუმცა, ახლა სხვა რეალობაა, რადგან ხდება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული.


„ჩვენ, პრინციპში, პოლიტიკურ პარტიებთან შევთანხმდით, რომ მივიღებთ მნიშვნელოვან წამახალისებელ ნორმებს. კანონმდებლობაში ჩავწერთ, რომ პარტია, რომლის საარჩევნო სიაში 30%, ანუ ყოველი მესამე კანდიდატი განსხვავებული სქესის იქნება, მიიღებს დამატებით საბიუჯეტო დაფინანსების 30%-ს, რაც საკმაოდ დიდი თანხაა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური პარტიებისთვის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ 2020 წელს არჩეული პარლამენტი იქნება ბევრად უფრო წარმომადგენლობითი ქალებისთვის, ვიდრე ეს დღეს არის და ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ ამ პროცესს მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, იმედი მაქვს, რომ საკრებულოებისთვის 30%-იანი კვოტის გატანა შესაძლებელია. ვინაიდან თვითმმართველობის არჩევნებზე შერეული სისტემა რჩება, შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ კვოტების გზით ხელი შევუწყოთ საკრებულოში ქალთა რაოდენობის გაზრდას,“ - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.


ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ წელს მიმდინარეობდა მუშაობა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ეკონომიკური პროგრამების ქალებისთვის ხელმისაწვდომობის შესწავლის მიმართულებით.


„პარლამენტი არის აქტიური და მონდომებული იმისთვის, რომ ის პროგრამები, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, რთულად კი არ იყოს ქალებისთვის ხელმისაწვდომი, არამედ იყოს გახსნილი, ღია და მომართული იმისკენ, რომ დაეხმაროს და ხელი შეუწყობს რაც შეიძლება მეტი ქალი ჩართოს ამ პროგრამებში,“ - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.


ჩუგოშვილის განმარტებით, ქალების ეკონომიკურ გაძლიერების საკითხზე მუშაობისას, ყურადღება ასევე გამახვილდა პროფესიულ გადამზადებაზე:


„პროფესიული გადამზადების კვლევა აჩვენებს, რომ თუ სწორად არის გამართული პროგრამები, მაშინ დასაქმების მაჩვენებელი არის ძალიან მაღალი - 60%-ზე მეტი და ძალიან ბევრი ქალი, რომელიც გადამზადებას გადის, შემდეგ სამსახურს შოულობს“.


ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ დაგეგმილია შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანა, რომელიც ქალებისთვის კერძო სექტორში გარემოს უფრო ხელსაყრელს გახდეს.


მან ასევე ისაუბრა სექსუალური შევიწროების შესახებ განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლის ინიციატორიც პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოა.


საქართველოს საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მეექვსე ყოველწლიური კონფერენციის სადისკუსიო პანელში - „ქალებისა და ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება ადგილობრივ დონეზე“  მონაწილეობა მიიღო პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, ნინო წილოსანმაც, რომელმაც ისაუბრა საბჭოს მიერ განხორციელებული თემატური მოკვლევის - „ქალთა ხელმისაწვდომობა სახელმწიფო ეკონომიკურ პროექტებზე” ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებზე.


"დინამო თბილისი" ლეგენდების ტურნირის ნახევარფინალშია

ლეგენდების ტურნირში "დინამო თბილისის" გუნდმა "შალკე 04" დაამარცხა და ნახევარფინალში გადავიდა.
" შალკე 04"-თან შეხვედრისას ანგარიში, "დინამო თბილისის" სასარგებლოდ, 6:3 დასრულდა.

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ელიაზიგის პროვინციაში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. 

გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ლიპყინულის გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-107კმ (გომი-ზესტაფონი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

ჩინელმა მეცნიერებმა "კორონავირუსის" პირველი ფოტო გაასაჯაროეს

ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მეცნიერებმა "კორონავირუსის" (2019-nCoV) პირველი ფოტო გამოაქვეყნეს, რომელიც ელექტრონული მიკროსკოპით არის გადაღებული. 

ირაკლი დოლაბერიძე „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ წარმომადგენლებს შეხვდა

განათლების სამინისტროში, სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი დოლაბერიძემ „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ დირექტორს, ხოსე მოია გომესსა და მარკეტინგის დირექტორს, ედუარდო ლეგენდრეს უმასპინძლა.

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო,  ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის 4-28კმ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დედოფალმა ელისაბედ II-მ ბრექსითის კანონპროექტის დამტკიცებას ხელი მოაწერა

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ ბრექსითის კანონპროექტის დამტკიცებას ხელი მოაწერა.

ცოტნე ზურაბიანი: დავოსის მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა საქართველოსთვის ახალი ინვესტიციების მოზიდვის რეალური შესაძლებლობა გააჩინა

„დავოსის მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა საქართველოსთვის ახალი ინვესტიციების მოზიდვის რეალური შესაძლებლობა გააჩინა“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ცოტნე ზურაბიანი.

გიორგი შარვაშიძე: ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების მოახლოებას უკავშირდება

„ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების მოახლოებას უკავშირდება,- ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ირაკლი ზარქუა: ლევან ხაბეიშვილი ატყუებს საზოგადოებასაც და დამლაგებლებსაც

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ საკრებულოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურების საკითხზე განმარტება გააკეთა.

ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 1–27კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

რატი იონათამიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე დადებითად იყო შეფასებული ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები დადებითად შეფასდა.

გურამ ნიკოლაშვილი: დავამ დისერტაციის ირგვლივ დატოვა აკადემიური სივრცე, მისი კამპანიური ხასიათი კი საკითხის ერთგვარმა პოლიტიზებამ გაამძაფრა

„დავამ დისერტაციის ირგვლივ დატოვა აკადემიური სივრცე და ღია განხილვის საგნად იქცა, მისი ერთგვარად კამპანიური ხასიათი კი საკითხის ერთგვარმა პოლიტიზებამ გაამძაფრა“, - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში“.

ამირან გამყრელიძე: "კორონავირუსთან" დაკავშირებით საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, "კორონავირუსთან" დაკავშირებით საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს. 

კასპიის ზღვით გადაზიდული საკონტეინერო ტვირთის 2019 წლის მაჩვენებლები რეკორდულად მაღალია

„საქართველოს რკინიგზის“ დელეგაცია გენერალური დირექტორის დავით ფერაძის ხელმძღვანელობით ყაზახეთის ქალაქ ალმათში საერთაშორისო ასოციაცია ,,ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ (TITR), ასოციაცია ТМТМ-ის შეხვედრას დაესწრო.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე: ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით საბაჟო სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით

"ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით საბაჟო სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

პირველი მარტიდან მებაჟე ოფიცრების შრომის ანაზღაურება გაიზრდება

პირველი მარტიდან მებაჟე ოფიცრებს ხელფასი გაეზრდებათ,- ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.

დავით მათიკაშვილი: პრემიერის ვიზიტი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ძალიან წარმატებული იყო და მისი შედეგები უსწრაფესად აისახება ჩვენი ქვეყნის სწორ და სტაბილურ განვითარებაზე

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი, დეპუტატი დავით მათიკაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში საქართველოს მონაწილეობას გამოეხმაურა და პრემიერ გახარიას მეთაურობით საქართველოს დელეგაციის ვიზიტი დადებითად შეაფასა.

სალომე ზურაბიშვილი: ოჯახისთვის უდიდესი წნეხია საზღვარგარეთ გამგზავრება ავადმყოფი ბავშვით

სალომე ზურაბიშვილი, ისრაელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თელავივში სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებას SHEBA MEDICAL CENTER ეწვია და ბავშვთა ონკოლოგიური დაავადების ცენტრი დაათვალიერა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.  

ლევან კაკავა: ჩვენი ქვეყნის საბაჟო სისტემას მნიშვნელოვანი როლი აქვს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით

"ჩვენი ქვეყნის საბაჟო სისტემას მნიშვნელოვანი როლი აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით", - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

გარყვნილი ქმედებისთვის და ძალადობისთვის ბრალდებულს 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედებისთვის და ძალადობისთვის ბრალდებული დ.ჯ. დამნაშავედ ცნო.