არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნება“ საზოგადოებას, ქვეყანას და ოპოზიციურ სპექტრს სთავაზობს მშვიდ, საქმიან პოლიტიკას

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების მორიგ საყოველთაო-სახალხო განხილვას დღეს  ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

 


დისკუსია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გახსნა, რომელმაც შეკრებილებს საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების მიზანი, შინაარსი და ძირითადი არგუმენტები გააცნო. 


კონსტიტუციური კანონის პროექტების შესახებ საუბრისას, არჩილ თალაკვაძემ განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2024 წელს გადასვლის გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მიიღო. აქვე, პარლამენტის თავმჯდომარემ შეკრებილებს შეახსენა, რომ არსებობენ ქვეყნები, სადაც კარგად მუშაობს სრულად მაჟორიტარული, ან  შერეული თუ პროპორციული სისტემები, თუმცა, მტკიცება იმისა, რომ ამ საარჩევნო სისტემებიდან რომელიმე მოდელი პანაცეაა, სწორი არ იქნება. მისი შეფასებით, თითოეული მოდელი მაშინაა ეფექტური, თუ ის ქვეყნის საჭიროებებსა და სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების კუთხით არსებულ კონტექსტს არის მორგებული.


არჩილ თალაკვაძემ განხილვაზე დამსწრეებს  განუმარტა, თუ რატომ მივიდა მმართველი გუნდი შერეული საარჩევნო სისტემის შეცვლის გადაწყვეტილებამდე.


„ ცხოვრებამ მოგვცა  გაკვეთილები, სადაც აღმოჩნდა, რომ ყველა ხელისუფლება, ვისაც აქვს მანდატების მაღალი რაოდენობა, საქმიანობას კრიზისით ამთავრებს. ასე მოხდა წინა ხელისუფლების პირობებში, ასე მოხდა უფრო ადრეც. ჩვენ ეს გაკვეთილები გავითვალისწინეთ და ამიტომ, ერთი წლის წინ გადავწყვიტეთ, რომ შევქმნათ ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც არცერთ პარტიას არ მიანიჭებდა მანდატების ძალიან მაღალ რაოდენობას.


შანსი იმისა, რომ რომელიმე პარტიას ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, პროპორციული არჩევნების მოდელით პრაქტიკულად არ რჩება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



მან აღნიშნა, რომ  მმართველმა გუნდის მოსაზრებით, უფრო დაბალანსებული და წარმომადგენლობითი პარლამენტი მეტად ეფექტურად უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურობას, ხოლო გადაწყვეტილებების მიღების პროცესს - უფრო დემოკრატიულს გახდის.


„როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი და პარლამენტის თავმჯდომარე, ვაცხადებ, რომ „ქართული ოცნება“ საზოგადოებას, ქვეყანას და ოპოზიციურ სპექტრს სთავაზობს მშვიდ, საქმიან პოლიტიკას. მნიშვნელოვანია, გადავერთოთ მომავალზე და საზოგადოებას ვუთხრათ, რის გაკეთებას ვაპირებთ. ვიცით, სად ვიყავით, რა გამოვიარეთ.  ამას შეფასება ხალხმა წინა რამდენიმე არჩევნებში მისცა.  ვიცით,  სად ვიმყოფებით დღეს. ვხედავთ, რომ დღეს გვაქვს რეალური შანსი, რათა საქართველომ შეცვალოს თავისი პოლიტიკური კულტურა და პოლიტიკა არ იყოს მხოლოდ უწყვეტი დაპირისპირების რეჟიმი. გთავაზობთ ისეთ პოლიტიკურ სისტემას, სადაც შეიძლება, ქვეყნისთვის ყველაზე მთავარ საკითხებზე, პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება შედგეს და ასევე შეიძლება, რომ საკამათო პოზიციები დარჩეს სექტორულ საკითხებზე“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



არჩილ თალაკვაძემ დააზუსტა ის არგუმენტებიც, რის გამო მიიღო მმართველმა გუნდმა, ერთი წლის წინ, პროპორციული არჩევნების 2024 წელს ჩატარების გადაწყვეტილება. მისი განმარტებით, 2020 წელს  არჩევნების პროპორციული წესითა და  ბარიერით ჩატარება ვერ უზრუნველყოფდა მიზანს - პარლამენტი გახდეს მეტად წარმომადგენლობითი.



„ამიტომ, მოგვყავდა არგუმენტები, რომ 2024 წელს სჯობდა შეცვლილიყო საარჩევნო სისტემა და ასევე, მიგვაჩნდა, რომ ცვლილებები, რომელსაც ახლა ვახორციელებთ -  შეიცვალოს პარტიების დაფინანსების სისტემა, მედიაში დროის განაწილების წესები, კამპანიის ჩატარების წესები და საარჩევნო პროცესი გახდეს უფრო გამჭვირვალე და სამართლიანი, ვფიქრობდით, რომ ამ პირობებში, პარტიებს 3-4 წელი უნდა ჰქონოდათ, რათა მომზადებულიყვნენ პროპორციული არჩევნებისთვის  5 %-იანი ბარიერით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.



პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა, როგორც დემოკრატიულმა და პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალამ, საზოგადოების მოთხოვნისა და ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტის გათვალისწინების შედეგად მიიღო. არჩილ თალაკვაძემ განმარტა ნულოვანი ბარიერის არსი და მნიშვნელობაც.



„იმ პოლიტიკურ პარტიებს, ვისაც აქვთ იდეოლოგია, აქვთ პროგრამა, ჰყავთ ლიდერები და შეუძლიათ ხალხთან მისვლა და დარწმუნება, რომ მათი პოლიტიკური ძალა არის უკეთესი,  შეეძლებათ,  ნულოვანი ბარიერის პირობებში, პარლამენტში მიიღონ წარმომადგენლობა. თუ ახლა ჩავატარებთ არჩევნებს 5%-იანი ბარიერით, დიდი ალბათობით, პარლამენტში ისევ იქნება ორი ან სამი პარტია და ისევ გაგრძელდება ის დაპირისპირება, რაც ქართულ პოლიტიკაში არსებობს. ამიტომ გთავაზობთ, რომ 2020 წლის არჩევნები ერთჯერადად ნულოვანი ბარიერით ჩავატაროთ, ავწონოთ ყველა პოლიტიკური პარტიის რეალური მხარდაჭერა, აჩვენონ მათ საზოგადოებას, ვის შეუძლია მართვა, რომ მხარდაჭერის მობილიზაცია გააკეთონ, შევიდნენ პარლამენტში, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ მათ მიეცემათ დაფინანსება, მიეცემათ წვდომა მედიაში, საპარლამენტო ტრიბუნა და შესაბამისად, ოთხი წელი ექნებათ რომ მოემზადონ 2024 წლის არჩევნებისთვის“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.



სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბლოკების გაუქმების გადაწყვეტილებაზე გაამახვილა ყურადღება და ამასთან დაკავშირებით, ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა. არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ბლოკების მექანიზმი, წლების განმავლობაში, მანიპულაციისა და რესურსების უსამართლოდ მიღების საშუალება იყო.  „რეალური პოლიტიკური პარტია ფურცელზე ფორმდებოდა სხვა სუბიექტებთან ერთად, როგორც ბლოკი. სინამდვილეში, ის სუბიექტები არ იყვნენ რეალური პარტიები, იყვნენ უბრალოდ ადამიანები, ვისაც ჰქონდათ დარეგისტრირებული პარტია და ასეთი დარეგისტრირებული პარტია საქართველოში არის 400-ზე მეტი. ამ 400-იდან მხოლოდ 15 ან 20 პარტიაა, ვისი სახელებიც ხალხმა იცის. ეს არის ბლოკების კულტურა ამ ქვეყანაში და ამ ბლოკებში გაწევრიანებული პარტიები იღებენ 


დაფინანსებას თქვენი გადასახადებიდან, იღებენ კვოტებს კომისიებში, აქვთ რესურსებზე წვდომა და სინამდვილეში ისინი არ არიან პარტიები. ამიტომ, ვთავაზობთ  ოპოზიციას, რომ მოდით, თანაბარ პირობებში, ცარიელ მოედანზე გამოვიდეთ სათამაშოდ. რეალურმა პოლიტიკურმა პარტიებმა მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში. ვნახოთ ვის რა მხარდაჭერა გვაქვს, როგორც პარტიებს და არა როგორც ფიქტიურ ბლოკებს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.



პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთ საკითხზე გაამახვილა ყურადღება და იმ კითხვებს უპასუხა, რაც შესაძლოა, მოქალაქეებს მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შემდეგ  გაუჩნდეთ. არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა მმართველი გუნდის პოზიციაზეც და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტიულ სიებში აუცილებლად იქნებიან გათვალისწინებული რეგიონული ლიდერები.



„ მაჟორიტარული მანდატები უპირატესობას გვაძლევდა ჩვენ, როგორც მმართველ პარტიას. მაჟორიტარული ოლქების უმრავლესობა მოგებული აქვს „ქართულ ოცნებას“ და  დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ არჩევნებშიც, შერეული სისტემა რომ დარჩენილიყო,  კიდევ ბევრ მაჟორიტარულ ოლქს მოვიგებდით. ეს არის ჩვენი ბუნებრივი უპირატესობა დღეს და პარლამენტშიც ამიტომ გვქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა. მაგრამ მზად ვართ, უარი ვთქვათ ამ ბუნებრივ უპირატესობაზე. მზად ვართ, არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს  და ყველამ მიიღოს პარლამენტში იმდენი მანდატი და ადგილი, რამდენი ხმაც რეალურად მოიპოვა. „ქართული ოცნების“ ხედვა ასეთია, რომ ჩვენს სიებში აუცილებლად იქნებიან ის ადამიანები, ვინც საკუთარ რეგიონში თავის საქმეს ეფექტურად, ვისაც აქვს რეალური მხარდაჭერა და ვისაც ესმის, ადგილზე რა პრობლემებია“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



მისივე შეფასებით, ის პოლიტიკური პარტია, ვინც პარტიული სიების შედგენისას რეგიონებს არ გაითვალისწინებს, წარუმატებელი იქნება. არჩილ  თალაკვაძის განცხადებით, 2020 წლის არჩევნების დასრულების შემდეგ, „ქართული ოცნების“ სიით, დეპუტატის მანდატებს ბევრი რეგიონული ლიდერი მიიღებს.



საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა თელავსა და რუსთავში უკვე გაიმართა.​


ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ფოთში, მალთაყვის უბანში, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა.

თელავში ორგანიზაციის "ქვეყნის სამსახურში" ინიციატივით დაგეგმილი საპროტესტო აქცია დაიწყო

თელავში ორგანიზაციის "ქვეყნის სამსახურში" ინიციატივით დაგეგმილი საპროტესტო აქცია დაიწყო.

პროექტის, ,,ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში GeNoC-PH“ ფარგლებში კონფერენცია გაიმართება

21-22 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ნორვეგიული ცენტრის (DIKU) მიერ დაფინანსებული პროექტის, ,,ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში GeNoC-PH“ ფარგლებში კონფერენცია გაიმართება.

ილია მეორე აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს.

ნინოწმინდის ელექტროსადგურზე "ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომელი გარდაიცვალა

ნინოწმინდის სოფელ სოფელ განძაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, "ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომელს სავარაუდოდ, დენმა დაარტყა.

საკონსულო: ბარსელონა-თბილისის რეისის გაუქმების გამო, ბარსელონას აეროპორტში ამ ეტაპზე შვიდი მოქალაქეა დარჩენილი

ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსულის ინფორმაციით, რომელიც ბარსელონას აეროპორტში იმყოფება, საქართველოს ავიახაზების 20 ოქტომბრის ბარსელონა-თბილისის რეისის გაუქმების გამო, ბარსელონას აეროპორტში ამ ეტაპზე დარჩენილია მხოლოდ 7 მოქალაქე.

საკონსულო: ავიახაზებმა მოქალაქეებს ვითარების გადაწყვეტის რამდენიმე ვარიანტი შესთავაზეს, რომლის მიხედვით, უმეტესობამ მოაგვარა საკითხი

თბილისი- ბარსელონას და ბარსელონა-თბილისის მიმართულებით შეჩერებულ ავიარეისებთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსულო ბარსელონაში განმარტებას აკეთებს.

არეულობა ჩილეში - სუპერმარკეტში გაჩენილი ხანძრის შედეგად  სამი ადამიანი დაიღუპა

ჩილეში კვლავ საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. არეულობის დროს, სანტიაგოში მდებარე სუპერმარკეტში ცეცხლი გაჩნდა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

 
დონალდ ტრამპი: ჰილარი კლინტონი გაგიჟდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი შეშლილად მოიხსენია.

21 ოქტომბერს ჯივიპი ნუცუბიძის მე-2 მიკრორაიონის, მე-2 კვარტალში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 21 ოქტომბერს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნუცუბიძის მე-2 მიკრორაიონის, მე-2 კვარტალში, გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

 

ნათია თურნავა ქართველ ავიამეთვალყურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

20 ოქტომბერს მსოფლიო ავიამეთვალყურეების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საქართველოს ეკონომიკისა და მდსგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ქართველ ავიამეთვალყურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს. 

მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებთან საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების მიზნით, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს აგრძელებს.

გუდამაყრის ხეობაში ინტერნეტი გაეშვა

გუდამაყრის ხეობაში ფართოზოლოვანი სათემო ინტერნეტი გაეშვა, ხოლო სრულად ნოემბერში დაიფარება.

ლევან დავითაშვილი: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია წარმატებულია, ჩვენ გადავარჩინეთ ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, 2019 წელს, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული ბრძოლის ღონისძიებების ანგარიში მოისმინა.

წალენჯიხაში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხვრჩვალი იპოვეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში, საცხოვრებელი სახლის უკან მდებარე სათბურში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხვრჩვალი იპოვეს.

სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი ამ ეტაპისთვის არ მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან რუსეთის საოკუპაციო ძალები პერიოდულად ჩნდებიან, თუმცა მათ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი ჯერჯერობით არ განუახლებიათ.

ორგანიზაცია "ქვეყნის სამსახურში" თელავში საპროტესტო აქციას გამართავს

მერიის აკრძალვის მიუხედავად, აქციის ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის თქმით, არ დაემორჩილებიან მერიის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და კონსტიტუციის თანახმად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მაინც შეიკრიბებიან.

კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა

გურამიშვილის გამზირზაფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმე რჩება.

ირაკლი ხელაძე: ვვარაუდობთ, რომ იმ კორპუსის მცხოვრებლების ნაწილს, სადაც აფეთქება მოხდა, თავიანთ ბინებში დაბრუნება შეეძლებათ

ნაძალადევის რაიონის გამგებელის ირაკლი ხელაძის განცხადებით, ერთ კვირაში გახდება ცნობილი, საცხოვრებლად ვარგისია თუ არა გურამიშვილის გამზირზე მდებარე კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა.

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც  აფეთქება მოხდა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა, ამ წუთებში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

 
ლონდონში საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდება, რომელიც ბრექსიტის შემდეგ შევა ძალაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 20-21 ოქტომბერს გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა.