კრეატიული ეფექტურობა - სიახლე Ad Black Sea 2019-ზე

რამდენიმე დღე რჩება უკვე ტრადიციად ქცეული, საერთაშორისო კრეატიული ფესტივალის Ad Black Sea 2019-ის გახსნამდე.

3-დღიანი სარეკლამო ფესტივალი, რომელიც დაარსებიდან 5 წლის იუბილეს აღნიშნავს, წელს განსაკუთრებულად ემზადება და მსოფლიოს სარეკლამო ინდუსტრიის ნამდვილ ვარსკვლავებს 19-21 სექტემბერს უმასპინძლებს.


წელს პირველად საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალს ნომინაციებში ახალი კატეგორია - შემოქმედებითი ეფექტურობა დაემატება. კატეგორიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ ნამუშევრებს, რომლებსაც ჯილდო აქვთ მიღებული ან მოხვდნენ შორთლისთებში Ad Black Sea-ზე, KIAF-ზე, Cannes Lions-ზე ან სხვა საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალებზე, 2016-2019 წლებში. ნამუშევრებმა უნდა აჩვენოს ეფექტურობა, შედეგი, რასაც კრეატორებმა შემოქმედების საშუალებით მიაღწიეს. შეფასების კრიტერიუმები: 25% იდეა, 25% სტრატეგია, 50% – გავლენა და შედეგები. აღნიშნული კატეგორია ფესტივალს ბრიტანული კომპანია WARC-ის რეკომენდაციით დაემატა.


ვარსკვლავური ჟიური, რომელმაც მსოფლიოს 6-ივე კონტინენტიდან მოიყარა თავი, უკვე ყველა კატეგორიაში ცნობილია. Film, Film Craft, Advertising Campaigns, Radio & Audio-ს ნაწილს, პიუშ პანდეის ხელმძღვანელობით, შეაფასებენ:




  • ჟიურის პრეზიდენტი – პიუშ პანდეი, Ogilvy India-ს ხელმძღვანელი და კრეატივ დირექტორი

  • მიგელ სიმოესი, MullenLowe Group Western Europe, Spain-ის დირექტორი და პარტნიორი

  • ნიკლას ფრინგს-რაპი, Miami Ad School Europe, Germany-ის დირექტორი

  • ვოლკან კარაკასოღლი, TBWA Istanbul-ის კრეატივის დირექტორი

  • სერჯიო სპაჩავენტო – Conversation, Italy-ის კრეატივ დირექტორი

  • კონსტანტინ შნეიდერი Saatchi & Saatchi Ukraine-ის კრეატივ დირექტორი

  • სანდრო გაბილაია Metro Production-ის თანადამფუძნებელი და პროდუსერი, JWT Metro, Georgia-ს აღმასრულებელი პროდუსერი

  • ანტონ მელნიკოვი, e:mg group: creative and strategy, Russia-ს პარტნიორი


რაც შეეხება The Print & Pulishing, Design & Branding, Out of Home ჟიურის ჩაჩო პუებლა უხელმძღვანელებს. გუნდში აგრეთვე შედიან:




  • მარიუს ლუკოსიუსი - ლიეტუვა, Notperfect კრეატიული დირექტორი;

  • პეტერ კესერჯიევი - ბულგარეთი, Saatchi & Saatchi-ის მთავარი კრეატიული დირექტორი;

  • ადრიან რუსუ  - რუმინეთი, McCann Worldgroup, სენიორ არტ დირექტორი;

  • ოლგა ოლეინიკი - ბელარუსი, AVC მმართველი პარტნიორი, კრეატიული დირექტორი;

  • კახა კახაძე - საქართველო, ლივინგსტონი, დიზაინ დირექტორი

  • ანდრეი ბელიაევი - რუსეთი, Leo Burnett კრეატიული დირექტორი.


ჟიურის ვინაობა ასევე ცნობილია Digital & Mobile, Media, Branded Content & Visual Storytelling-ის კატეგორიებშიც. ჟიურის უხელმძღვანელებს სარეკლამო სფეროში „შვეიცარიულ დანად“ ცნობილი Hakuhodo-ს დამფუძნებელი კენტარო კიმურა, რომელმაც სახელი არანორმალური „მულტიტასკინგით“ გაითქვა. ჟიურის დანარჩენი წევრები არიან:




  • კიტი ლუნი, ჰონგ კონგი, ფეისბუქი, ფეისბუქის კრეატიული მიმართულების ხელმძღვანელი ჩინეთში

  • სამი ბასუტი - თურქეთი, Manajans J. Walter Thompson, აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი

  • მარკუს მაკზი - გერმანია, Plan.Net group, მთავარი კრეატიული ოფიცერი

  • ოლგა შევჩენკო - უკრაინა, Vintage, კრეატიული დირექტორი

  • ნიკიტა იერმოლაევი - ყაზახეთი, Kombinat, კრეატიული დირექტორი და დამფუძნებელი

  • კრისტინა დენინა, რუსეთი, Contrapunto, კრეატიული დირექტორი

  • Tokareshka - საქართველო, რედბერი, კრეატიული დირექტორი


შეგახსენებთ, სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea 19-21 სექტემბერს, ბათუმში ჩატარდება. ფესტივალი უკვე მე-5 წელია იმართება და ყოველწლიურად 15-ზე მეტი ქვეყნის 600-ზე მეტ დელეგატს აერთიანებს. ღონისძიების ფორმატი მოიცავს როგორც საგანმანათლებლო, ისე ნეთვორქინგისა და დაჯილდოების ნაწილს.


ნათია თურნავამ ICT-ის აღმასრულებელ დირექტორთან მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით თანამშრომლობა განიხილა

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრი ნათია თურნავა საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს არანჩა გონსალესს შეხვდა.

თამარ ჩუგოშვილი: საქართველოს მხარდამჭერი აქტი იქნება პირველი სრულფასოვანი კანონი, რომელსაც აშშ მიიღებს საქართველოს მხარდასაჭერად

"ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი ცოტა ხანში დაიწყებს საქართველოს მხარდამჭერი აქტის განხილვას. მიღების შემთხვევაში ეს იქნება პირველი სრულფასოვანი კანონი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანო მიიღებს საქართველოსთან დაკავშირებით",-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

შანტაჟი თაღლითობის დაბრალებით

თუ მოქალაქეს ბანკიდან, ან ნებისმიერი სხვა საკრედიტო დაწესებულებიდან აღებული აქვს სესხი და გადახდის ვადის დადგომიდან 3 წლის განმავლობაში არაფერი გადაუხდია, ვალი ვადაგასულად (სამართლებრივ ენაზე "ხანდაზმულად") ითვლება.

უანგ ლეი: საქართველო ცდილობს, წარმატებულად გახდეს გარანტირებული და უსაფრთხო ბუნებრივი აირის მიმწოდებელი ევროპული სახელმწიფოებისთვის

აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ჩინეთის ტიანჩენის საინჟინრო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა უანგ ლეიმ ენერგომომარაგების თანამედროვე ტენდენციებზე ისაუბრა.

დავით საგანელიძე: საქართველო მსოფლიოს ტოლერანტობის მაგალითს აჩვენებს და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ კონკურენტუნარიან კორიდორს წარმოადგენს

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ოფიციალურ გახსნას დაესწრო.

გიორგი გახარია ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ინვესტიციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ინვესტიციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრ საჰარ ნასრის შეხვდა.

ნიკოლოზ ალავიძე: ხელოვნური ინტელექტის შემდეგი განვითარება დაეხმარება ჩვენს რეგიონს და ქვეყნებს უფრო პროდუქტიულები იყვნენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსი მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზე, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტზე ისაუბრა.

დავით თვალაბეიშვილი: ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად საქართველო ახალ სისტემაზე გადადის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მისნიტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა "აბრეშუმის გზის ფორუმის" მონაწილეებს ახალი კანონპროექტი გააცნო, რომელიც საქართველოს ენერგოსისტემის მოდერნიზაციას გულისხმობს. 

გოგა გულორდავა: ან დადასტურდება, რომ მაღალჩინოსნები ბიზნესმენს ემუქრებოდნენ ან ხაზარაძეს მოუწევს პასუხისგება ცრუ დასმენაზე

დეპუტატი გოგა გულორდავა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გუშინ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მასალების წარმოდგენას გამოეხმაურა.

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა სოკარის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე მსხვილ პროექტებზე ისაუბრა.

ანტიკორუფციულმა სააგენტომ ახალციხის მერის კომპანიების მოგებულ ტენდერებზე გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ შესწავლის შემდეგ, ახალციხის მერთან დაკავშირებული კომპანიების მიერ მოგებული ტენდერების გამოძიება დაიწყო.

მამუკა მდინარაძე "მუქარის წერილზე": საქმე გვაქვს დაულუქავ, პროცედურული დარღვევებით წარდგენილ დოკუმენტთან, რომელზეც ხან ამბობდნენ, რომ 10, 17 და ხანაც 120 ანაბეჭდი იყო

მამუკა მდინარაძემ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გუშინ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოდგენილი მასალების თაობაზე ისაუბრა.

ანრი ოხანაშვილი ანა დოლიძის: ძალიან ცუდია, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ტყუილის ტირაჟირებას ახდენს

ანრი ოხანაშვილი დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ანა დოლიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს გამოეხმაურა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს საქართველოს მხარდამჭერ ორპარტიულ აქტს განიხილავს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ორპარტიულ "საქართველოს მხრდამჭერ აქტს" განიხილავს.

ლარი 0.09 თეთრით გაუფასურდა

22 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.9710 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9701 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.09 თეთრი შეადგინა.

გურამ მაჭარაშვილი: თუ ე.წ წერილი თვეების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში, ბევრი ადამიანისთვის იყო ხელმისაწვდომი, ეს შეამცირებს ექსპერტიზის შედეგების სანდოობას

"კარგია, რომ პროკურატურა დეტალურად შეისწავლის წარმოდგენილ მასალებს და შედეგებს დამატებით გააცნობს საზოგადოებას",- ამის შესახებ გურამ მაჭარაშვილმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გუშინ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოდგენილი მასალების თაობაზე განაცხადა.

ზუგდიდში სკრინინგ ცენტრი გაიხსნა

ზუგდიდში სკრინინგ ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა.

ირაკლი სესიაშვილი: აღარ არსებობენ პრივილეგირებული პირები, რომლებსაც არათუ გამოკითხვაზე მისვლას, არამედ კითხვის დასმასაც ვერავინ უბედავდა

"აღარ არსებობენ პრივილეგირებული პირები, რომლებსაც არათუ გამოკითხვაზე მისვლას, არამედ კითხვის დასმასაც ვერავინ უბედავდა",- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბულგარეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ როსენ ჟელიაზკოვს შეხვდა.

დავით მათიკაშვილი: მაღალჩინოსნების გამოკითხვის ფაქტში არაფერია გასაკვირი

პარლამენტის წევრი დავით მათიკაშვილი პროკურატურაში სუს-ის ყოფილი უფროსის ვახტანგ გომელაურის, მისი ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილისა და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის ირაკლი ჩიმაკაძის გამოკითხვას გამოეხმაურა.

გენადი არველაძე: ქვეყანაში გაცილებით მეტი საერთაშორისო მცირე და საშუალო საწარმოები გვჭირდება, რათა უფრო მეტი ექსპორტი განვახორციელოთ`

"აბრეშუმის გზის ფორუმზე" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ საერთაშორისო ვაჭრობასა და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.