საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან.

შეხვედრაზე ყუდაღება დაეთმო  ბოლო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს განვითარებულ უკანონო და პროვოკაციულ პროცესებს.აქცენტი გაკეთდა ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვაზე, რაც სრულ იზოლაციაში აქცევს რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას და ქმნის ადგილზე ჰუმანიტარული კრიზისის გამოწვევის საფრთხეს. განხილულ იქნა საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებები. ხაზი გაესვა, რომ მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯები წარმოადგენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობას რუსეთის ფედერაციის მხრიდან, კიდევ უფრო ძაბავს ადგილზე არსებულ ისედაც მყიფე უსაფრთხოების გარემოს და ქმნის ვითარების ესკალაციის საფრთხეს. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა ასევე სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვასა და საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და უკანონო დაკავებების გახშირებული შემთხვევებზე.


მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების რეგულარულ დარღვევებს, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციასა და სამხედრო წვრთნებს. საუბარი შეეხო რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს.


შეხვედრაზე განხილულ იქნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის  და ქართველების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის საკითხები. აღინიშნა, რომ გალში მცხოვრებ ქართველობას აიძულებენ უცხოელებად დარეგისტრირებასა და ეთნიკური იდენტობის შეცვლას. ხაზი გაესვა ასევე ახალგორში მცხოვრები ადამიანების, მათ შორის, სამოქალაქო აქტივისტების უფლებების უხეშად შელახვის ფაქტებს.


ქართულმა მხარემ კვლავ მწვავედ დააყენა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა. აღინიშნა, რომ აუცილებელია, დროულად მოეფინოს ნათელი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში რუსეთის სამხედრო ბაზაზე საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას, გარდაცვალების საქმეს.


შეხვედრაზე განხილულ იქნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარი საკითხები, როგორიცაა: ძალის არგამოყენება, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და ლტოლვილთა და იძულებთ გადაადგილებულ პირთა დაბრუნება. ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ არსებული რთული ვითარება ნათლად წარმოაჩენს დღის წესრიგის მთავარ თემებზე პროგრესის მიღწევის საჭიროებას. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას, რაც მთავარი წინაპირობაა ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ფუძმემდებლური პრინციპების თანახმად განახლების აუცილებლობას.


ლაშა დარსალიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ვითარების დეესკალაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესისადმი საქართველოს ერთგულება და თანათავმჯდომარეებს მიმართა ძალისხმევის შემდგომი გაძლიერების თხოვნით, რათა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიანი გამოყენების გზით შესაძლებელი გახდეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების გადაჭრა და გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფა.


ჟენევის მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი გაიმართება 2019 წლის 8-9 ოქტომბერს.


უმბერტო დე პრეტო აბრეშუმის გზის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის ორგანიზაციის (IRU) გენერალური მდივანი უმბერტო დე პრეტო 22 ოქტომბერს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პანელში „სატრანსპორტო კავშირები - ტრანსფორმაცია აბრეშუმის გზის გასწვრივ და მის მიღმა“ მიიღებს მონაწილეობას.

ირაკლი მირცხულავა: მინდა ჩემი წვლილი შევიტანო პროკურატურის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და მისი ეფექტიანობის ზრდაში

„მინდა ჩემი წვლილი შევიტანო პროკურატურის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და მისი ეფექტიანობის ზრდაში“, - ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატმა ირაკლი მირცხულავამ პროკურორთა კონფერენციაზე განაცხადა.

აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ხელშემწყობის ახალი პროექტი იწყება

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში ახალი პროექტი „ეროვნული პარკები და ეკოტურიზმი“ იწყება.

ეროვნული ბანკი მდგრადი საბანკო ქსელის შეფასების სისტემაში ორი ნაბიჯით დაწინაურდა

საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი საბანკო ქსელის შეფასების სისტემაში ორი ნაბიჯით დაწინაურდა.

მიხეილ ბატიაშვილმა სომხეთის განათლების მინისტრთან რეფორმებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრა

მიხეილ ბატიაშვილმა და სომხეთის განათლების მინისტრმა არაიკ არუთიუნიანი რეფორმებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

გარემოსდაცვითი განათლების კვირეულის ფარგლებში შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები გაიმართა

გარემოსდაცვითი განათლების კვირეულის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის  ორგანიზებით სკოლის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები გაიმართა.

დევდორაკის გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარატმენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ133 მონაკვეთზე მდებარე „დევდორაკის“ საავტომობილო გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

გაფრინდაულის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა

დიდუბის რაიონის გამგეობა გაფრინდაულის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.

კობა გვენეტაძემ მდგრადი დაფინანსების შესახებ მრგვალი მაგიდის სადისკუსიო პანელზე პრეზენტაცია წარადგინა

საქართველოს ეროვნული ბაკნის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და IFC-ის მხარდაჭერით შექმნილი მდგრადი საბანკო ქსელის (SBN) ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის დისკუსიაში, რომელიც ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.

EQAR-ის პრეზიდენტი: „თქვენ ჩვენი - ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის სრულუფლებიანი წევრი ხართ”

ერევანში, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის - ENQA-ს ყოველწლიურ გენერალური ასამბლეაზე საქართველო როგორც ასოციაციის წევრი ქვეყანა ოფიციალურად წარადგინეს.

კობა გვენეტაძე სსფ-ის და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მონაწილეობს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (სსფ) და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მონაწილეობს.

საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 ოქტომბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

"დაიცავი შენი შვილი" - ანა დოლიძე საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნის

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აზარტული თამაშების წინააღმდეგ საზოგადოებრივ მოძრაობას, სახელწოდებით -"დაიცავი შენი შვილი" აყალიბებს.

თალაკვაძე პრეზიდენტის პასუხისმგებლობაზე: ოპოზიციის განცხადებები სამმაგ სტანდარტს ეფუძნება

სკანდალური შეწყალებების საქმეზე პრეზიდენტის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ოპოზიციიის განცხადებები სამმაგ სტანდარტს ეფუძნება.

20 ივნისის საქმეზე დაკავებულებმა სასამართლო სხდომაზე ბრალი აღიარეს, დაცვის მხარემ კი, ბრალდების მხარის მტკიცებულებები უდავოდ ცნო

20 ივნისის საქმეზე დაკავებული გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილს საქართველოსთვის 3 მილიარდი აქვს დახარჯული, საიდანაც მოგება არ მიუღია

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, "პროგრეს ბანკთან" დაკავშირებით შესაძლო ფულის გათეთრების საკითხზე საუბრისას, საზოგადოებას ახსენებს თუ რამდენი დახარჯა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნისთვის.

ბილაინი NASA Space Apps Challenge-ის პარტნიორია

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი, ბილაინი მსოფლიო მასშტაბის ჰაკათონის ადგილობრივი კონკურსის მხარდამჭერია.

ამირან გულუაშვილი: ვიქნები თითოეული გამომძიებლისა და პროკურორის წარმომადგენელი და ნების აღმსრულებელი საპროკურორო საბჭოში

„ვიქნები თითოეული გამომძიებლისა და პროკურორის წარმომადგენელი და ნების აღმსრულებელი საპროკურორო საბჭოში“, - ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს კანდიდატმა ამირან გულუაშვილმა პროკურორთა კონფერენციაზე განაცხადა.

რე|ბანკის და Dog Organization Georgia-ს ერთობლივი პროექტი მიუსაფარი ძაღლებისთვის

რე|ბანკი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში DOG (Dog Organization Georgia) - თან ერთად ახალ, სასარგებლო პროექტს განახორციელებს: 

შსს სოციალურ ქსელში განთავსებული არასრულწლოვანის ვიდეოს შესახებ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში ბავშვის ვიდეოების გავრცელებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა "ლიბერთი ბანკის" მხარდაჭერით შეიქმნა

onoff.ge ონლაინ პლატფორმა, საყოფაცხოვრებო მსხვილი და წვრილი ტექნიკის სახლიდან გაუსვლელად შერჩევის, შეძენისა და საკურიერო მომსახურებით სარგებლობის საშუალებას წარმოადგენს.