მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: პრორუსული ძალა კი არა, თქვენ ხართ რუსული ძალა

,,პრორუსული ძალა კი არა, თქვენ ხართ რუსული ძალა. თქვენი გუნდის მმართველობის განმავლობაში აკეთეთ რუსული საქმე",-ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა მამუკა მდიონარაძემ ოპოზიციას განუცხადა. 

"ავტოკრატიულობის მსგავსებიდან დაწყებული რუსული საქმე აკეთეთ. მოუსმინეთ რა თქვა ამ კაცმა? რაც რეზოლუციებში წერია, მხარი რომ დაუჭირეს რეზოლუციას და რაც იქ წერია და ასე იყოო, რომ დაუდასტურეს, ეს არ არის მართალი, მე რასაც ვამბობ ის არის მართალი და ის ინდა დაიჯეროთო. ეს არის ამათი დამოკიდებულება და ორმაგი სტანდარტი. აუცილებლად უნდა ვუპასუხო გიგა ბოკერიას და შევეცდები მაქსიმალურად ზრდილობიანად გავაკეთო ეს ყველაფერი. კაცი რომ იქაჩები რაღაცეებს და მერე უკანა კარიდან გადიხარ სიტყვითაც და პირდაპირი მნიშვნელობითაც, იქ დამთავრებულია ყველაფერი და ესეც ორმაგი სტანდარტია. ორმაგ სტანდარტზე გავაგრძელებ. აქ, მიკროფონში მეტს არ ვიტყვი. ორმაგი სტანდარტია, რომ თქვენი დანაყოფები, „ევროპული საქართველო“ და საკუთრივ „ნაციონალური მოძრაობა“, თავს უწოდებთ პროდასავლურს, მოუწოდებთ პროდასავლურ ძალებს კოალიციაში არ შევიდნენ 2020 წელს "ქართულ ოცნებასთან" და თქვენი გენერალური მდივანი, გიგი უგულავა ამბობს, რომ შეეკვრება პრორუსულ ძალებს, ოღონდ ეს ხელისუფლება დაამხოს და დაამარცხოს. ეს ერთი ინდიკატორი. მეორე, დადარაჯებული არიან ეს ადამიანები, რომ ვინმეს რამე წამოცდეს ომის თემაზე რომ მისი ინტერპრეტაცია მოახდინონ და მეორე მხრივ, ორივე შტო "ნაცმოძრაობის" ასე ხმაშეწყობილად რეზოლუციის მხარდაჭერას, ომის შედეგებს, თითქოს „ქართულ ოცნებას“ დაეკარგოს ტერიტორიები და „ქართულ ოცნებას“ შეეწყოს ხელი და ყველაზე საშინელ დანაშაულს ტავის მმართველობის პერიოდში ჩადენილს, აქეთ ამისამართებენ. მესამე, ვითომ ეთანხმებით პრაგმატულ პოლიტიკას და დასავლურ მხარდაჭერას ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. და ამ დროს, კვარტალში ერთხელ შემოაგდებთ ისეთ თემას, სპეკულაციურს აბსოლუტურად, რომლის შედეგები შეიძლება დამაზიანებელი იყოს მხოლოდ და მხოლოდ ქართული სახელმწიფოსთვის და არა ოკუპანტი სახელმწიფოსთვის. ემიჯნებით ვითომ ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ ერთად მავნებლობთ ტყუილებით და ტყუილებზე აგებული პიარ-სტრატეგიით. შემდეგი თემა. ერთის მხრივ ლაპარაკობთ დასავლურ ღირებულებებზე და კომიტეტზე გიგა ბოკერია შეურაცხყოფას აყენებს და განადგურებით ემუქრება სოფო ქაცარავას. მერე გამოხვალთ და დასავლურ ღირებულებებზე და მაღალ მატერიებზე ლაპარაკობთ ისეთი პათოსით, თითქოს მართლები იყოთ და გჯეროდეთ თვითონვე რასაც ლაპარაკობთ. გმობთ ხოლმე სპეკულაციურ განცხადებებს და ისეთი პათოსით გამოდიხართ აქაც, თითქოს ეს სპეკულაციები ძალიან გაღიზიანებთ და ამ დროს, რამდენიმე დღის წინ გამოვიდა პრემიერ-მინისტრი, პენსიების ზრდაზე და შესაბამის რესურსზე ილაპარაკა და მეორე თ მესამე დღეს გამოდის თქვენი ლიდერი და ხელისუფლებას უნდა ვაიძულოთ, პენსიები გავზარდოთო. სპეკულაციის მეტი ხარისხი ალბათ წარმოუდგენელია. გვარამია, თქვენი სულიერი ძმა, მეორე შტოდან, პროდასავლურობაზე ლაპარაკობს და აქაც აკრძალვებს და სამომავლო ბულინგს ეწევა, 2020 წლისთვის პრევენციას აკეთებს და ამ დროს, „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი მთავარი დამფინანსებლისგან იღებს დღეს დაფინანსებას და იმის ბაზაზე რაღაცებს აკეთებს. ჭიაბერაშვილსაც უნდა ვუპასუხო აუცილებლად. რომ გამოვიდა უსმენდით რა თქვა? შოკირებული ვარო, რაც მოვისმინე იმ განცხადებებითო. და განცხადებები შეეხებოდა განათლებას, პირველკლასელებს, რეგიონების განვითარებას და ჩვენი მოჭიდავეების გამარჯვებას და შოკი მოგვარა ამან ჭიაბერაშვილს. შოკს გვრით, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი არ არის თქვენი ინტერესის სფერო და ობიექტი. ეს ყველაფერი არის თქვენთვის ცუდი, იმიტომ, რომ ამ თემებზე თქვენ არ გინდათ ლაპარაკი, სიღრმეებზე თქვენ არ გინდათ ლაპარაკი, გჭირდებათ მხოლოდ ორმაგი სტანდარტები და ტყუილზე აგებული კამპანია, რომ რამენაირად საზოგადოებას მოატყუოთ. არ ტყუვდება ეს საზოგადოება. ყველა არჩევნებს მაინც აგებთ, ასევე წააგებთ და იცით, რა იქნება პოლიტიკური განადგურება, ბოკერიას გადატანა რომ უნდა ისრების და გამოსწორება თავისი მარგინალური საუბრების? 2020-ში მიმსგავსებულ შედეგებსაც ვერ მიიღებთ, რაც მიიღეთ აქამდე. ამიტომ გარანტიას გაძლევთ, ყველას ექნება თავისი სახელი და მართლა მისასალმებელია ეს ყველაფერი და პოლიტიკურად მართლა განადგურდებით, იმიტომ, რომ იმსახურებთ და ხალხის ხელით გაკეთდება ეს ყველაფერი", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. 


თამარ ჩუგოშვილი: საქართველოს მხარდამჭერი აქტი იქნება პირველი სრულფასოვანი კანონი, რომელსაც აშშ მიიღებს საქართველოს მხარდასაჭერად

"ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი ცოტა ხანში დაიწყებს საქართველოს მხარდამჭერი აქტის განხილვას. მიღების შემთხვევაში ეს იქნება პირველი სრულფასოვანი კანონი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანო მიიღებს საქართველოსთან დაკავშირებით",-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

შანტაჟი თაღლითობის დაბრალებით

თუ მოქალაქეს ბანკიდან, ან ნებისმიერი სხვა საკრედიტო დაწესებულებიდან აღებული აქვს სესხი და გადახდის ვადის დადგომიდან 3 წლის განმავლობაში არაფერი გადაუხდია, ვალი ვადაგასულად (სამართლებრივ ენაზე "ხანდაზმულად") ითვლება.

უანგ ლეი: საქართველო ცდილობს, წარმატებულად გახდეს გარანტირებული და უსაფრთხო ბუნებრივი აირის მიმწოდებელი ევროპული სახელმწიფოებისთვის

აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ჩინეთის ტიანჩენის საინჟინრო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა უანგ ლეიმ ენერგომომარაგების თანამედროვე ტენდენციებზე ისაუბრა.

დავით საგანელიძე: საქართველო მსოფლიოს ტოლერანტობის მაგალითს აჩვენებს და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ კონკურენტუნარიან კორიდორს წარმოადგენს

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ოფიციალურ გახსნას დაესწრო.

გიორგი გახარია ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ინვესტიციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ინვესტიციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრ საჰარ ნასრის შეხვდა.

ნიკოლოზ ალავიძე: ხელოვნური ინტელექტის შემდეგი განვითარება დაეხმარება ჩვენს რეგიონს და ქვეყნებს უფრო პროდუქტიულები იყვნენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსი მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზე, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტზე ისაუბრა.

დავით თვალაბეიშვილი: ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად საქართველო ახალ სისტემაზე გადადის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მისნიტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა "აბრეშუმის გზის ფორუმის" მონაწილეებს ახალი კანონპროექტი გააცნო, რომელიც საქართველოს ენერგოსისტემის მოდერნიზაციას გულისხმობს. 

გოგა გულორდავა: ან დადასტურდება, რომ მაღალჩინოსნები ბიზნესმენს ემუქრებოდნენ ან ხაზარაძეს მოუწევს პასუხისგება ცრუ დასმენაზე

დეპუტატი გოგა გულორდავა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გუშინ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მასალების წარმოდგენას გამოეხმაურა.

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა სოკარის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე მსხვილ პროექტებზე ისაუბრა.

ანტიკორუფციულმა სააგენტომ ახალციხის მერის კომპანიების მოგებულ ტენდერებზე გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ შესწავლის შემდეგ, ახალციხის მერთან დაკავშირებული კომპანიების მიერ მოგებული ტენდერების გამოძიება დაიწყო.

მამუკა მდინარაძე "მუქარის წერილზე": საქმე გვაქვს დაულუქავ, პროცედურული დარღვევებით წარდგენილ დოკუმენტთან, რომელზეც ხან ამბობდნენ, რომ 10, 17 და ხანაც 120 ანაბეჭდი იყო

მამუკა მდინარაძემ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გუშინ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოდგენილი მასალების თაობაზე ისაუბრა.

ანრი ოხანაშვილი ანა დოლიძის: ძალიან ცუდია, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ტყუილის ტირაჟირებას ახდენს

ანრი ოხანაშვილი დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ანა დოლიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს გამოეხმაურა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს საქართველოს მხარდამჭერ ორპარტიულ აქტს განიხილავს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ორპარტიულ "საქართველოს მხრდამჭერ აქტს" განიხილავს.

ლარი 0.09 თეთრით გაუფასურდა

22 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.9710 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9701 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.09 თეთრი შეადგინა.

გურამ მაჭარაშვილი: თუ ე.წ წერილი თვეების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში, ბევრი ადამიანისთვის იყო ხელმისაწვდომი, ეს შეამცირებს ექსპერტიზის შედეგების სანდოობას

"კარგია, რომ პროკურატურა დეტალურად შეისწავლის წარმოდგენილ მასალებს და შედეგებს დამატებით გააცნობს საზოგადოებას",- ამის შესახებ გურამ მაჭარაშვილმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გუშინ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოდგენილი მასალების თაობაზე განაცხადა.

ზუგდიდში სკრინინგ ცენტრი გაიხსნა

ზუგდიდში სკრინინგ ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა.

ირაკლი სესიაშვილი: აღარ არსებობენ პრივილეგირებული პირები, რომლებსაც არათუ გამოკითხვაზე მისვლას, არამედ კითხვის დასმასაც ვერავინ უბედავდა

"აღარ არსებობენ პრივილეგირებული პირები, რომლებსაც არათუ გამოკითხვაზე მისვლას, არამედ კითხვის დასმასაც ვერავინ უბედავდა",- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბულგარეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ როსენ ჟელიაზკოვს შეხვდა.

დავით მათიკაშვილი: მაღალჩინოსნების გამოკითხვის ფაქტში არაფერია გასაკვირი

პარლამენტის წევრი დავით მათიკაშვილი პროკურატურაში სუს-ის ყოფილი უფროსის ვახტანგ გომელაურის, მისი ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილისა და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის ირაკლი ჩიმაკაძის გამოკითხვას გამოეხმაურა.

გენადი არველაძე: ქვეყანაში გაცილებით მეტი საერთაშორისო მცირე და საშუალო საწარმოები გვჭირდება, რათა უფრო მეტი ექსპორტი განვახორციელოთ`

"აბრეშუმის გზის ფორუმზე" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ საერთაშორისო ვაჭრობასა და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

ტერაქტი ოსლოში – არიან დაჭრილები

შეიარაღებულმა კაცმა ოსლოში სასწრაფო დახმარების ავტომობილი გაიტაცა და ხალხში შევარდა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო როიტერი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით წერს.