არჩილ კაიკაციშვილი: შეწყალებაზე მორატორიუმი შეცდომის აღიარებაა და უნდა გაირკვეს, ვინ დაუშვა შეცდომა პრეზიდენტამდე

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტზე საზოგადოებრივ კრიტიკას უერთდება.

არასამთავრობო ორგანიზაციის "ახალგაზრდა ადვოკატთა" შეფასებით,  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამჭვირვალე, ღია და ხელმისაწვდომი გახადოს პასუხისმგებელ პირთა წრე, რომელმაც მიზანშეწონილად მიიჩნია 28 აგვისტოს შეწყალების სიაში განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული პირებიც მოხვედრილიყო.


არჩილ კაიკაციშვილის განცახდებით, საქართველოს პრეზიდენტის საჯარო განცხადება შეწყალების პროცესზე გამოცხადდეს მორატორიუმი, დაიწყოს შეწყალების კრიტერიუმებზე მუშაობა და დაიხვეწოს პროცედურები, პრობლემის მიმართ სწორი დამოკიდებულებაა, წარმოადგენს საზოგადოების რეაქციაზე დროულ პასუხს და პრეზიდენტის მხრიდან დაშვებული შეცდომის აღიარებას, თუმცა საზოგადოებას საკითხთან მიმართებით გააჩნია სხვა შეკითხვები და ისინი უპასუხოდ არ უნდა დარჩეს.


"მნიშვნელოვანია, საჯარო გახდეს პასუხისმგებელი პირები, რომლებმაც შეწყალებაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარდგენილი განცხადებები შეისწავლეს, შეისწავლეს მსჯავრდებულთა შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებები, მოამზადეს რეკომენდაცა შეწყალებაზე უარის თქმის ან/და თანხმობის შესახებ, სია ხელმოსაწერად წარუდგინეს პრეზიდენტს, ვინაიდან გამოირიცხოს თითოეულ საქმეზე ლობირების ნიშნები თუ სავარაუდო კორუფცია.


დღეს პრეზიდენტის განცხადება შეეხებოდა მომხდარზე პირადი პასუხისმგებლობის აღებას, რაც პოლიტიკურ, სამართლებრივ, დიპლომატიის ენაზე სწორი ქმედებაა, მაგრამ დავინახეთ იმ ადამიანების თანამონაწილეობის საკითხიც, ძირითადად, იურიდიული განათლების მქონე ადმინისტრაციაში დასაქმებული პირების, რომელთა პასუხისმგებლობაც გამოკვეთილია თითოეული მსჯავრდებულის შეწყალებაზე წარდგენილი განცხადების შესწავლისა და რეკომენდაციის თვალსაზრისით. აღნიშნული იგრძნობოდა პრეზიდენტის ირიბ შეფასებებშიც, რომელმაც მომხდარზე პასუხისმგებლობა არ გადაანაწილა. სამწუხაროდ, ამ ადამიანებმა, პრეზიდენტს და პრეზიდენტის ინსტიტუტს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს და მათი თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას. პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა იყოს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული, საზოგადოების ყველა ჯგუფთან დიალოგი უნდა იყოს შეუქცევადი. სადაც გამჭვირვალობას ანგარიშვალდებულება არ მოსდევს, ჩნდება კორუფცია და პირადი გამორჩენის სურვილი, რაც ჩვენი დღევანდელი ამოცანებისთვის, შეუთავსებელია“ - აღნიშნავს არჩილ კაიკაციშვილი. 


ასევე, ორგანიზაციის ინფორმაციით, არავინ დავობს იმაზე, რომ შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილებაა, შეწყალება წარმოადგენს ჰუმანურ აქტს, მაგრამ პროცესი ვერ იქნება უკონტროლო.


"შეწყალების პროცესი უნდა პასუხობდეს საზოგადოების უსაფრთხოებისა და ფუნდამენტური უფლებების (სიცოცხლის უფლება) ხელყოფისთვის მნიშვნელოვან დათქმებს. შესაბამისად, საჭიროა დაჩაქრებული წესით დაიწყოს და პოლიტიკური ჯგუფებისა თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სპეციალისტების აქტიური მონაწილეობით წარმოდგენილ იქნეს შეწყალების ახალი წესი და მისი განჭვრეტადი კრიტერიუმები. შეწყალების ახალი კომისია დაკომპლექტდეს საზოგადოებისთვის სანდო, გამოცდილი და დარგის სპეციალისტებით",-განმარტა არჩილ კაიკაციშვილმა.


ზუგდიდში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს 

ზუგდიდში ახალგარზდა კაცი ცივი იარაღით დაჭრეს.

„Freedom Barometer-ის“ ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი გაიზარდა

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის პროექტის „freedom barometer-ის“ ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი გაიზარდა და ქვეყანა სიტყვის თავისუფლების კუთხით წამყვან პოზიციას იკავებს.

კორონავირუსით დაინფიცირებული ქალის შვილს, ინფექციაზე გამოკვლევა ჩაუტარდა

კორონავირუსით დაინფიცირებული ქალის შვილი იაშვილის კლინიკაში მოათავსეს. 

მიხეილ ჩხენკელმა უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენა დაათვალიერა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარდგენილ პროგრამებსა და აქტივობებს პირადად გაეცნო.

ელენე ხოშტარია: სამწუხაროდ მომიწია რუსეთში სწავლა იმიტომ, რომ ფული არ მქონდა ევროპაში მესწავლა

"სამწუხაროდ მომიწია რუსეთში სწავლა იმიტომ, რომ ფული არ მქონდა ევროპაში მესწავლა",- ასე უპასუხა ელენე ხოშტარიამ ახალგაზრდებს, რომლებმაც ევროპული საქართველოს ერთერთ ლიდერს კითხვა დაუსვეს, თუ რატომ ჩააბარა მან იმ უნივერსიტეტში, რომელიც "კაგებეს" დაფუძნებული იყო. 

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა და მოძრაობა აღდგა. ამ დროისთვის, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 დავით წითლიძემ და შოთა რეხვიაშვილმა ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილი სამელიორაციო პროექტები განიხილეს 

ქვემო ქართლში მიმდინარე და  დაგეგმილი სამელიორაციო ინფრასტრუქტურული სარეაბილიტაციო პროექტები და საექსპლუატაციო ღონისძიებები განიხილეს საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა, დავით წითლიძემ და ქვემო ქართლში  სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრაზე. 

 

მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 39 პაციენტია მოთავსებული

ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 39 პაციენტია მოთავსებული. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მარინა ეზუგბაია: ვფიქრობ, კორონავირუსით დაინფიცირებული ქალის თანამშრომლებს ვირუსი არ აღმოაჩნდებათ

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 31 წელის ქალს, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა, განსაკუთრებული მჭიდრო კონტაქტები არ ჰქონია.

განათლების სამინისტრო სკოლების სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას ამოწმებს 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სრულად იცავს საერთაშორისო სტანდარტითა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ რეკომენდაციებს და სასწავლო პროცესის ეფექტიანი მართვის მიზნით, საჯარო სკოლების მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს. ამის შესახებ განათლების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. 

მთაწმინდაზე, ეშმაკის ბორბალთან ხანძარია

მთაწმინდის ფერდობზე ხანძარია. 

კორონავირუსთან დაკავშირებით 112 განცხადებას ავრცელებს 

კორონავირუსთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 განცხადებას ავრცელებს. 

თამარ გაბუნია: თბილისში დამატებითი საკარანტინო ადგილები მზადდება

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, თბილისში დამატებითი საკარანტინო ადგილები მზადდება, რადგან საჭიროების შემთხვევაში, მილანიდან ჩამოსული მგზავრების გადაყვანა მოხდეს. 

საარჩევნო განვითარების სკოლის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

28 თებერვალს რვა ქალაქში საარჩევნო განვითარების სკოლების წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. 

არჩილ თალაკვაძე: თუ 40% ოპოზიციის პრინციპული მოთხოვნაა, ამისთვის მზად ვართ

„არჩევნებზე შეთანხმების მისაღწევად 40% თუ პრინციპული მოთხოვნაა, მზად ვართ“, - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის მოთხოვნას, რომლის თანახმადაც პოლიტიკურ პარტიას მინიმუმ 40%-იანი მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს მთავრობის ერთპიროვნულად შესაქმნელად.

გურამ ნიკოლაშვილი: ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ინდექსით 2019 წელს საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა

„ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ინდექსით 2019 წელს საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა, შედეგი გაიუმჯობესა და 27-ე ადგილი დაიკავა ევროპის 45 ქვეყანას შორის“, - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში“ თავისუფლების ბარომეტრის შეფასებაზე საუბრისას.

ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსზე: მინდა მოსახლეობა დავამშვიდო, სიტუაცია კონტროლირებადია

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის პრევენციისა და მკურნალობისთვის მობილიზებულია რამდენიმე სამედიცინო კლინიკა და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა "საქართველოს ბანკის" თანამშრომელია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებულ კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, "საქართველოს ბანკის" თანამშრომელია. ამის შესახებ ინფორმაციას ბანკში ადასტურებენ.

საქართველოში Waste Expo 2020 გაიმართა

USAID/CENN ნარჩენების მართვის პროგრამის, ამერიკის სავაჭრო პალატისა (AmCham) და ნარჩენების მართვის ასოციაციის (WMA) თანამშრომლობით, საქართველოში Waste Expo 2020 უკვე მეორედ გაიმართა.

ახალციხეში ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ახალციხეში, თამარ მეფის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ქალის ცხედარი იპოვეს.