2019 წლის 15 იანვრამდე ჩადენილი ყველა სახის ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ჯარიმა გაუქმდა

"ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ" კანონში შესული ცვლილების თანახმად 2019 წლის 15 იანვრამდე ჩადენილი ყველა სახის ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ჯარიმა გაუქმდა.

"საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი "ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ",- რომელიც ითვალისწინებს 2019 წლის 15 იანვრამდე ჩადენილი ყველა სახის ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის (გარდა ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევისა) დაკისრებული არა მხოლოდ ფულადი ჯარიმისგან, არამედ მისი გადაუხდელობით წარმოქმნილი საურავისაგან სრულად გათავისუფლებას", - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.


მისივე განმარტებით, კანონით გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდება შემდეგი კატეგორიის პირებზე: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირზე, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია; ასაკით პენსიონერ პირებზე; ამ კანონის ამოქმედების დროისთვის 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებზე; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე; ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებზე; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებზე და დევნილებზე.


კანონით გათვალისწინებული შეღავათი ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ამ კანონის ხელმოწერის შემდეგ გამოქვეყნებისთანავე.


"აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კანონპროექტი წამყვანი კომიტეტის სტატუსით, სამი მოსმენით განიხილა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა და საქართველოს მთავრობასთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად მივიღეთ ახალი კანონი, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისათვის, განსაკუთრებით, მცირე შემოსავლების მქონე პირებისა და მათი ოჯახებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათი", - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.


ნინოწმინდაში მამაკაცს და პირუტყვს, სავარაუდოდ, მეხი დაეცა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან, მთაში, ქართველმა მესაზღვრეებმა მამაკაცი გარდაცვლილი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი კი დახოცილი იპოვეს.

ნატახტარში, პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა

ოკუპაციის წინააღმდეგ დაგეგმილი აქცია პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.

 
ირაკლი სესიაშვილი: ევროკავშირი, გაერო, ეუთო, ნატო - ყველა კონსოლიდირებულია ჩვენი ინტერესების გარშემო და ჩვენ ვამბობთ, რომ გამოვიყენებთ ყველა საშუალებას, რომ მივაღწიოთ დეოკუპაციას

„ევროკავშირი, გაერო, ეუთო, ნატო - ყველა კონსოლიდირებულია ჩვენი ინტერესების გარშემო და ჩვენ ვამბობთ, რომ გამოვიყენებთ ყველა საშუალებას, რომ მივაღწიოთ დეოკუპაციას“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

 

ირაკლი სესიაშვილი: რუსეთს რომ პრაგმატული პოლიტიკა ჰქონდეს და ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყოს, პირიქით უნდა აწყობდეს სტაბილური და უსაფრთხო მეზობელი საქართველოს სახით

„რუსეთს რომ პრაგმატული პოლიტიკა ჰქონდეს და ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყოს, პირიქით უნდა აწყობდეს სტაბილური და უსაფრთხო მეზობელი საქართველოს სახით“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
 

ირაკლი სესიაშვილი უკანონო ბორდერიზაციაზე: ეს არის რუსების მხრიდან პოლიტიკური ჩხვლეტა და მისი მიზანი საქართველოში პოლიტიკური არასტაბილურობის გამოწვევაა

„ეს არის რუსების მხრიდან პოლიტიკური ჩხვლეტა და მისი მიზანი საქართველოში პოლიტიკური არასტაბილურობის გამოწვევაა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

სოფელ ჩოხში გოდერძი ჩოხელის მუზეუმი გაიხსნა

ქართველი მწერლის, რეჟისორის, სცენარისტისა და საზოგადო მოღვაწის გოდერძი ჩოხელის მუზეუმი მის მშობლიურ სოფელ ჩოხში აშენდა.

„დიდი და ბირთვული ქვეყანა ვართ და ჩვენს საზღვრებთან ნატო-ს ბაზების განთავსება გვაშფოთებს" - რუსეთის მუქარა საქართველოს

"ჩვენ დიდი და ბირთვული ქვეყანა ვართ და ჩვენს საზღვრებთან ნატო-ს ბაზების განთავსება გვაშფოთებს, ჩვენ ამას სამხედრო და პოლიტიკური გზით ვუპასუხებთ"

მანანა დოიჯაშვილს შანტაჟში და კლანურ მმართველობაში ადანაშაულებენ

თბილისის ივ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ორშაბათს რექტორის არჩევნებია დაგეგმილი.

ვახტანგ გომელაური: ესკალაციის საფრთხე დღესდღეობით არ არსებობს არანაირად, ვითარებას სრულად ვაკონტროლებთ

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

გორის საავტომბილო გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 20 ოქტომბერს 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, გორის საავტომობილო გვირაბის მარცხენა მხარეს (თბილისის მიმართულება) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

ნათია თურნავა: გაზის მიწოდებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს კიდევ გავამკაცრებთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მედიასთან საუბრისას კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, ხელი შეუწყონ გაზგამანაწილებელ კომპანიებს, მისცენ მათ შესაძლებლობა, შეამოწმონ გაზის მოწყობილობები და შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, გაზის მიწოდების აღდგენა თვითნებურად არ სცადონ.

ნათია თურნავამ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი დაშავებული ქალბატონი მოინახულა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გურამიშვილის გამზირზე დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალბატონი მოინახულა.

გიორგი გახარია: ღიმილს იწვევს თანმიმდევრულობაც, ლოგიკურობაც და კიდევ ბევრი რამ, აღარ შეიძლება უკვე ამ წერილზე საუბარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ის ყოველთვის ემორჩილება კანონს და საჭიროების შემთხვევაში, პროკურატურაში ჩვენებასაც მისცემს.

გაერო-ს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ბერიძე აბრეშუმის გზის ფორუმის ერთ-ერთი სპიკერი იქნება

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პანელზე „ინოვაციებით გამოწვეული ზრდა - აბრეშუმის გზა ხელოვნურ ინტელექტთან ერთად“ ერთ-ერთი სპიკერი გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის ცენტრის (UNICRI) ხელმძღვანელი ირაკლი ბერიძე იქნება.

შატილის სკოლას სასკოლო ინვენტარი გადაეცა

საქართველოს განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინიციატივით, შატილში დამწვარი სკოლა-პანსიონის მოსწავლეებისთვის სკოლას საჭირო რაოდენობის სახელმძღვანელოები, სასკოლო ჟურნალები, კომპიუტერები და საკანცელარიო ნივთები გადაეცა.

ვახტანგ გომელაური: ნდობის ჯგუფთან სამინისტროს ბიუჯეტზე, საიდუმლო შესყიდვებზე, ასევე, საზღვრის თემაზე ვისაუბრეთ

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომას დაესწრო.

გიორგი გახარია რეგიონებზე: ჩვენ მივალთ ყველა რაიონში, ყველა ქალაქში, დაველაპარაკებით ყველას

„ჩვენ მივალთ ყველა რაიონში, ყველა ქალაქში, დაველაპარაკებით ყველას. ჩვენთვის პრიორიტეტი იქნება მასწავლებელი, ექიმი, პოლიციელი, ფერმერი, სპორტსმენი - ყველა ის ხალხი, ვინც ქმნის ჩვენი ქვეყნის სახეს“

კახა კალაძე: ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ერთი შეცდომით შეიძლება ძალიან ბევრი ოჯახი გააუბედუროს

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ის ოჯახები მოინახულა, რომლებიც დროებით სასტუმრო „შაინში“ დაბინავდნენ.

გიორგი გახარია: სახელმწიფო დგამს ყველა ნაბიჯს, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა  მშვიდად განაგრძონ თავიანთ მიწაზე ცხოვრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე პროცესები მიუღებელია და ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებაა.

 
გიორგი ქობულია: ანაკლიის პროექტში, პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის ინტერესი უნდა იდოს

ამის შესახებ გიორგი ქობულიამ ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა.

გიორგი ქობულია: ჩვენ შეიძლება ავაშენოთ ანაკლიის პროექტი, მაგრამ შემდეგ აღმოვაჩინოთ, რომ ტვირთები არ მოდის

„ჩვენ რა თქმა უნდა შეგვიძლია ავაშენოთ ანაკლიის პროექტი, მაგრამ შემდეგ აღმოვაჩინოთ, რომ ტვირთები არ მოდის”, - განაცხადა ტვ „პირველის“ ეთერში ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ.