გამყიდველის მიერ ნაცემ მყიდველ ქალს ტვინის შერყევა დაუდგინეს

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე მხარეები პოლიციამ დაადგინა. ქალი კი, რომელიც გამყიდველმა სცემა, ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში ამბობენ, რომ დაზიანებები თავისა და სახის არეში აქვს მიყენებული.


"40 წლამდე ქალს კომპიუტერული ტომოგრაფიით ტვინის შერყევა დაუდგინდა. რჩება კლინიკაში და განაგრძობს მკურნალობას. როდის გავწერთ, ეს მდგომარეობაზეა დამოკიდებული", -გვითხრა კლინიკის დირექტორმა ხათუნა კეკელაშვილმა.


შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.


"ინციდენტში მონაწილე ორივე პირს გუშინვე მივაგენით. გრძელდება გამოკითხვები და საგამოძიებო მოქმედებები", - გვითხრეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.


ინციდენტი 18 სექტემბერს, ძველი ბაზრის მიმდებარედ მოხდა. გამყიდველმა ქალმა მყიდველი ქალი სცემა, რის შემდეგაც ქმართან ერთად ტერიტორია დატოვა და ხილ-ბოსტნეული მიატოვა.


სიახლეები მსგავს თემაზე

ახალციხეში გამყიდველმა მყიდველს სცემა

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე, გამყიდველმა ქალმა მყიდველი სცემა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალებს შორის შელაპარაკება ხურდის დაბრუნებას მოჰყვა.

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილმა გააჟღერა ყველა ის გზავნილი, რომელიც არის დაკავშირებული ოკუპაციასთან

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა შეაფასა.

ბრიუსელის კინოფესტივალი "შინდისის" ჩვენებით დაიხურა

ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრის მესამე ყოველწლიური ფესტივალი ქართველი რეჟისორის დიმიტრი ცინცაძის ფილმით "შინდისი" დაიხურა, რომელიც აგვისტოს ომის მოვლენებს ასახავს.

სალომე ზურაბიშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობა მუდმივად უარესდება

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ოკუპაციის საკითხზე გაამახვილა ყურადღება. 

ბრიტანელ მოგზაურს პოლიციამ მოპარული ველოსიპედი დაუბრუნა

ბრიტანელი მიოგზაურისთვის 26 იანვარს მოპარული ველოსიპედი ძველი თბილისისა და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოების თანამშრომლებმა იპოვეს და როუან კემპბელს დაუბრუნეს.

პრეზიდენტი: პოლარიზაცია ისეთივე გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, როგორც კიბოს მეტასტაზები ორგანიზმზე 

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თავისუფალ, სამართლიან არჩევნებსა და დემოკრატიას, ყველაზე დიდ საფრთხეს პოლიტიკური ცხოვრების მზარდი პოლარიზაცია უქმნის. 

სალომე ზურაბიშვილი: ჩვენი საზოგადოებისთვის უხერხულ საკითხად რჩება სექსუალური უმცირესობების მიერ უფლებების საჯაროდ დაცვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში სექსუალური უმცირესობების უფლებებზე ყურადღება გაამახვილა. 

დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას საპროცესო გაუფორმდა, გუგა ბარბაქაძის განაჩენი უცვლელი დარჩა

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული გუგა ბარბაქაძის განაჩენი კი უცვლელი დარჩა.

პრეზიდენტი: ეკონომიკურმა სიდუხჭირემ გზა გაუხსნა ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებს

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, საქართველო გენდერული თანასწორობის საკითხში პროგრესული ქვეყანაა, თუმცა ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით, არის გამოწვევები. 

პრეზიდენტი: რთული წარმოსადგენია, სად ვიყავით და როგორ სწრაფად მოხდა ეს რევოლუცია

"შარშან საქართველომ ევროპის საბჭოში თავისი წევრობის 20 წლისთავი აღნიშნა. 11 წლით ადრე კი მან დამოუკიდებლობა აღიდგინა. დღეს რთული წარმოსადგენია, სად ვიყავით და როგორ სწრაფად მოხდა ეს რევოლუცია. დიდი გზა გავიარეთ", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბესარიონ თამლიანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 

ბესარიონ თამლიანთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს.

 

კახა კალაძე ლილოს დასახლებაში საცურაო აუზის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ლილოს დასახლებაში საცურაო აუზის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.

დადასტურდა თუ არა კორონავირუსის შემთხვევა კახეთში - პაატა იმნაძის განმარტება

"22 წლის გოგონას, რომელიც ჩინეთიდან 16 იანვარს ჩამოვიდა და ვირუსული ინფექციის ნიშნები გამოუვლინდა, კორონავირუსი არ აქვს და არც ერთი საერთაშორისო სტანდარტით, კორონავირუსის შესაძლო ან საეჭვო შემთხვევად არ ითვლება", – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ  პაატა იმნაძემ განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი ანაკლიის პროექტზე: შეირჩევა ახალი ინვესტორი, რომელსაც საკმარისი ფინანსური რესურსი და გამოცდილება ექნება

"ჩვენ უკვე ვემზადებით იმისთვის, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ახალი ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადოთ", - ამის შესახებ დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ვახტანგ მახარობლიშვილმა ჩეხ ხალხს მიუსამძიმრა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტის იაროსლავ კუბერას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩეხეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

საქართველოს ელჩი ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში არჩილ ყარაულაშვილმა  ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან მარტ ჰელმესთან შეხვედრა გამართა.

მაია ცქიტიშვილი: მუნიციპალიტეტები კურორტების მართვის ორგანიზაციებს დააფუძნებენ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განმარტა, რას გულისხმობს კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა მიეცემათ, კურორტების მართვის ორგანიზაციები ჩამოაყალიბონ.

დავით ჩიხელიძე: მისასალმებელია ის თანმიმდევრული ქმედებები, რომელსაც მმართველი გუნდი ატარებს, რასაც ვერ ვიტყვით წინა მთავრობაზე

„მისასალმებელია, ის თანმიმდევრული ქმედებები, რომელსაც მმართველი გუნდი ატარებს, რასაც ვერ ვიტყვით წინა მთავრობაზე“, - ამის შესახებ "დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის" ხელმძღვანელმა დავით ჩიხელიძემ განაცხადა.

კონკურსის "სუფთა რეგიონი" გამარჯვებულები გამოვლინდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი პროექტის "დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის "სუფთა რეგიონი" დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო.

სალომე სამადაშვილი: მაჩალიკაშვილის ოჯახი ღრმად შეურაცხყოფილია

„დარწმუნებული ვარ, მაჩალიკაშვილის ოჯახი არის ღრმად შეურაცხყოფილი იმ დასკვნით, რაც დადო დღეს პროკურატურამ“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პროკურატურის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

სოფო კილაძე: რუსეთმა საქართველოს სასარგებლოდ 10 მლნ ევრო უნდა გადაიხადოს

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს.

2019 წელს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან შუახევის მუნიციპალიტეტში 12 მილიონი ლარი დაიხარჯა

2019 წელს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან შუახევის  მუნიციპალიტეტში 12 მილიონი ლარი  დაიხარჯა.