მამუკა ხაზარაძეს ანაკლიის პროექტში პუტინის მოკავშირეები შემოყავს

მამუკა ხაზარაძის მიერ ნახსენები „ბრიტანული სიანვესტიციო ფონდი“ რეალურად ყაზახური კომპანია აღმოჩნდა, რომელიც რუსულ ლოჯისტიკურ ბაზარზე 15 აეროპორტს ფლობს.

„ინვესტორი, რომელიც აქ იყო, გუშინ გაფრინდნენ, ეს არის ინგლისური კომპანია, ფონდი, გუშინწინ შეხვდნენ ვიცე–პრემიერ ცქიტიშვილს, ეს იყო აბსოლუტურად შოკისმომგვრელი. ოქმიც არსებობს, რომელიც გადმომცეს, სადაც ცქიტიშვილმა პირდაპირ დააფიქსირა ეს სიტყვები – ჩვენ თქვენნაირი ინვესტორები არ გვჭირდება. ეს არის კომპანია მერიდიანი, საინვესტიციო ფონდი“, – განაცხადა ხაზარაძემ ანაკლიის პროექტში ინვესტირების თემაზე.


„საერთოდ ბევრ საოცარ რამეს ამბობს, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს ბატონი ხაზარაძე. წერილი, ოქმი... მოიტანოს, გვანახოს ეს ოქმი. არ არის კარგი, როდესაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი ხდება პოლიტიკური სპეკულაციის საგანი“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მამუკა ხაზარაძის განცხადებას.


„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, რა საინვესტიციო ფონდზეა საუბარი და ვინ არიან რეალურად ხაზარაძის მიერ ნახსენები „ბრიტანელი ინვესტორები“?


Meridian Capital Limited-ის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და ინტერნეტ-რესურსებში ზემოხსენებული კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი, თუმცა მანამდე შეგახსენებთ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებას ანაკლიის პორტთან დაკავშირებით.


„იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველო დაასრულებს პორტის მშენებლობის პროექტს და ამით გაძლიერდება საქართველოს ურთიერთობა თავისუფალ ეკონომიკურ სივრცეებთან და იმავდროულად ქვეყნის პოზიცია დაცული გახდება რუსეთის, ან ჩინეთის ეკონომიკური გავლენებისგან. ეს ვითომ მეგობრები საქართველოს ინტერესებს არ იზიარებენ”, - განაცხადა მაიკ პომპეომ.


ამ განცხდაებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ღიად მიანიშნა საქართველოს, რომ თავი შეიკავოს ანაკლიის პროექტში ისეთი ინვესტორების ჩართვისგან, რომლებიც დაკავშირებულნი არიან რუსულ ეკონომიკასთან...


და არის კი რუსული გავლენისგან თავისუფალი მამუკა ხაზარაძის მიერ ნახსენები „ბრიტანული საინვესტიციო ფონდი“ Meridian Capital Limited? ამის გასარკვევად კომპანიის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტ-წყაროებში მოვიძიეთ.


ირკვევა, რომ კომპანია 2002 წელს, ბერმუდის კუნძულებზეა დარეგისტრირებული. ცენტრალური ოფისი ჰონგ-კონგში მდებარეობს, ფილიალები - ამსტერდამსა და მოსკოვში. ოფიციალური წყაროების თანახმად, კომპანიის დირექტორები და დამფუძნებლები ასკარ ალშინბაევი და ევგენი ფელდი არიან;


Meridian Capital Limited-ის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ ის გლობალური საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც ფინანსურ რესურსებს დებს, როგორც განვითარებულ ბაზრებში - ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და სკანდინავიაში, ისე განვითარებადში - ჩინეთში, რუსეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, აფრიკასა და ოკეანეთში;


2015 წელს, Panama Papers-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, კომპანიის დამაარსებლები ყახაზეთის უმდიდრესი პირები იყვნენ, მათ შორის, ყაზახეთის ყოფილი მაღალჩინოსანი საუატ მინბაევი, თუმცა ამ უკანასკნელის Meridian Capital-თან კავშირს, კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლები არ ადასტურებდნენ.


Meridian Capital-ს მომსახურებას იურიდიული კომპანია Appleby-ს ბერმუდის ფილიალი უწევდა. სწორედ ამ კომპანიიდან გაჟონილი, არასრული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ 2006 წლისთვის, აღნიშნული კომპანიის მეწილეები იყვნენ: საუატ მინბაევი, ნურჟან სუბხანბერდინი, ასკარ ალშინბაევი, აზატ აბიშევი, ევგენი ფელდი, ნინა ჟუსუპოვა, იან კონერი;


ღია წყაროებით, ასევე დგინდება, რომ 2017 წელს, გერმანულმა გამოცემა Süddeutsche Zeitung-მა საერთაშორისო საგამოძიებო ჟურნალისტურ ორგანიზაცია Organized Crime and Corruption Reporting Project-თან (OCCRP) ერთად, Meridian Capital-ის საქმიანობასთან დაკავშირებით, ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. შედეგად დადგინდა, რომ Meridian Capital-ის პირველადი ოპერირების სივრცე, ყაზახეთში ნავთობისა და გაზის ინდუსტრია იყო. კომპანია, წლების განმავლობაში საგრძნობლად გაძლიერდა. აღნიშნული დაკავშირებული იყო არა მხოლოდ მინბაევის ნავთობისა და გაზის მინისტრად დანიშვნასთან, არამედ იმასთანაც, რომ კომპანიის ორი მეწილე ყაზახეთში ყველაზე დიდი ბანკის, Казкоммерцбанк-ის აქციონერები იყვნენ. სწორედ ეს ბანკი აძლევდა Meridian-ს „მარტივ“ სესხებს, რაც კომპანიის ოპერირების სივრცის გაფართოების შესაძლებლობას განაპირობებდა.


2006 წლის მონაცემების თანახმად, ჰოლდინგ Meridian-ის ღირებულება 3 მილიარდი აშშ დოლარად ფასდებოდა, თუმცა ცხადია, სტრუქტურის გაუმჭვირვალობის გამო, აღნიშნული კომპანიის შემოსავალი, სავარაუდოდ, ბევრად უფრო დიდი იყო.


გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ Meridian Capital-ში ფინანსური რესურსი სხვადასხვა ქვეყნიდან, სულ მცირე კიდევ ორი ჰოლდინგიდან მიედინება. ესენია: Meridian Capital CIS Fund და Meridian Capital International Fund, რომლებიც კაიმანის კუნძულებზეა დარეგისტრირებული. უცხოური პრესა ვარაუდობს, რომ ეს არის ასობით შვილობილი კომპანიებისგან შემდგარი ფინანსური პირამიდა.


ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, რიგ შემთხვევებში, რთული ან შეუძლებელი იყო Meridian-ის კაპიტალის პირდაპირ იმ კომპანიებთან დაკავშირება, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში ოპერირებენ. მაგალითად, მოყვანილია ყაზახეთის გადამზიდავი კომპანია Тенгизтрансгаз-ი, რომლის Meridian-ის კაპიტალთან დაკავშირება, გამოჟონილი კონფიდენციალური ინფორმაციის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. აღნიშნული კომპანია, ყაზახეთში წამყვანი გადამზიდავია.


2005-2010 წლებში, Meridian სხვადასხვა სახის მხარდაჭერას უწევდა რუსული რძის პროდუქტების კომპანია Unimilk-ს, რომელიც რუსულ ბაზარზე სიდიდით მეორე ყველაზე დიდი კომპანია იყო, ხოლო უკრაინაში წამყვან კომპანიას წარმოადგენდა. 2010 წელს, Unimilk-ი შეუერთდა ფრანგულ კომპანია Danone-ს რუსულ წარმომადგენლობას. 2016 წელს კი, Meridian-მა Danone-ში თავისი წილი გაყიდა. გარიგების მოცულობის შესახებ, ზუსტი ინფორმაცია ცნობილი არ არის, თუმცა რუსულ ბაზარზე კომპანიის ინტერესები მხოლოდ ამით არ შემოფარგლულა.


Meridian და რუსული საინვესტიციო კომპანია AEON, რუსული კომპანია Novaport-ის აეროპორტების ქსელის თანაბარი მეწილეები არიან, რომელიც ფარავს ნოვოსიბირსკის, ბარნაულის, ჩელიაბინსკის, ჩიტას, ვოლგოგრადის, ტომსკისა და ასტრახანის აეროპორტებს. ნიშანდობლივია, რომ AEON რუსეთში სამდინარო პორტებსაც ფლობს. AEON-ის კორპორაცია, თავის მომხმარებლებს სხვადასხვა სატრანსპორტო სერვისს, მათ შორის გაზისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებას სთავაზობს.


2012 წელს, Meridian Capital-მა სანკტ-პეტერბურგში აშენებული სავაჭრო ცენტრი „გალერეა“, კომპანია Morgan Stanley Real Estate Fund-ს 1.1 მილიარდ აშშ დოლარად მიჰყიდა. იმ დროისთვის, ეს გარიგება აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში ერთ-ერთ უდიდეს ტრანზაქციას წარმოადგენდა. ასევე, Panama Papers-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ Meridian Capital-ი ყაზახეთში, უძრავი ქონების სექტორში ფართოდაა წარმოდგენილი. შვილობილი კომპანია Capital Partners-ის აშენებულია მოსკოვის „მეტროპოლისის“ სავაჭრო ცენტრი და სასტუმრო Ritz Carlton მოსკოვსა და ალმა-ატაში.


კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებულია, რომ „Meridian“-ის პარტნიორებს შორის, არიან „Goldman Sachs Group“, „Ernst & Young“, „JPMorgan Chase & Co.“ და „Credit Suisse Group“. 


ოფიციალური წყაროებით, Meridian Capital Limited-ის მფლობელებს და მმართველ რგოლს შორის ყაზახეთის გავლენიანი და ცნობილი ბიზნესმენები არიან: ევგენი ფელდი, ასკარ ალშინბაევი და ნურჟან სუბხანბერდინი. „ფორბსის“ მონაცემებით, სამივე მათგანი ყაზახეთის უმდიდრესი ადამიანების ათეულშია. 


 

წყარო: primetime.ge

ზუგდიდში სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში არჩევნები მიმდინარეობს

ზუგდიდში, ქალაქის ტერიტორიაზე, ეგრისის, მაცხოვრისკარისა და კოლხეთის ზონების ოთხ უბანზე ფარული კენჭისყრა მიმდინარეობს. 

ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ფოთში, მალთაყვის უბანში, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა.

თელავში ორგანიზაციის "ქვეყნის სამსახურში" ინიციატივით დაგეგმილი საპროტესტო აქცია დაიწყო

თელავში ორგანიზაციის "ქვეყნის სამსახურში" ინიციატივით დაგეგმილი საპროტესტო აქცია დაიწყო.

პროექტის, ,,ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში GeNoC-PH“ ფარგლებში კონფერენცია გაიმართება

21-22 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ნორვეგიული ცენტრის (DIKU) მიერ დაფინანსებული პროექტის, ,,ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში GeNoC-PH“ ფარგლებში კონფერენცია გაიმართება.

ილია მეორე აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს.

ნინოწმინდის ელექტროსადგურზე "ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომელი გარდაიცვალა

ნინოწმინდის სოფელ სოფელ განძაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, "ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომელს სავარაუდოდ, დენმა დაარტყა.

საკონსულო: ბარსელონა-თბილისის რეისის გაუქმების გამო, ბარსელონას აეროპორტში ამ ეტაპზე შვიდი მოქალაქეა დარჩენილი

ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსულის ინფორმაციით, რომელიც ბარსელონას აეროპორტში იმყოფება, საქართველოს ავიახაზების 20 ოქტომბრის ბარსელონა-თბილისის რეისის გაუქმების გამო, ბარსელონას აეროპორტში ამ ეტაპზე დარჩენილია მხოლოდ 7 მოქალაქე.

საკონსულო: ავიახაზებმა მოქალაქეებს ვითარების გადაწყვეტის რამდენიმე ვარიანტი შესთავაზეს, რომლის მიხედვით, უმეტესობამ მოაგვარა საკითხი

თბილისი- ბარსელონას და ბარსელონა-თბილისის მიმართულებით შეჩერებულ ავიარეისებთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსულო ბარსელონაში განმარტებას აკეთებს.

არეულობა ჩილეში - სუპერმარკეტში გაჩენილი ხანძრის შედეგად  სამი ადამიანი დაიღუპა

ჩილეში კვლავ საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. არეულობის დროს, სანტიაგოში მდებარე სუპერმარკეტში ცეცხლი გაჩნდა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

 
დონალდ ტრამპი: ჰილარი კლინტონი გაგიჟდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი შეშლილად მოიხსენია.

21 ოქტომბერს ჯივიპი ნუცუბიძის მე-2 მიკრორაიონის, მე-2 კვარტალში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 21 ოქტომბერს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნუცუბიძის მე-2 მიკრორაიონის, მე-2 კვარტალში, გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

 

ნათია თურნავა ქართველ ავიამეთვალყურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

20 ოქტომბერს მსოფლიო ავიამეთვალყურეების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საქართველოს ეკონომიკისა და მდსგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ქართველ ავიამეთვალყურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს. 

მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებთან საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების მიზნით, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს აგრძელებს.

გუდამაყრის ხეობაში ინტერნეტი გაეშვა

გუდამაყრის ხეობაში ფართოზოლოვანი სათემო ინტერნეტი გაეშვა, ხოლო სრულად ნოემბერში დაიფარება.

ლევან დავითაშვილი: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია წარმატებულია, ჩვენ გადავარჩინეთ ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, 2019 წელს, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული ბრძოლის ღონისძიებების ანგარიში მოისმინა.

წალენჯიხაში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხვრჩვალი იპოვეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში, საცხოვრებელი სახლის უკან მდებარე სათბურში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხვრჩვალი იპოვეს.

სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი ამ ეტაპისთვის არ მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან რუსეთის საოკუპაციო ძალები პერიოდულად ჩნდებიან, თუმცა მათ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი ჯერჯერობით არ განუახლებიათ.

ორგანიზაცია "ქვეყნის სამსახურში" თელავში საპროტესტო აქციას გამართავს

მერიის აკრძალვის მიუხედავად, აქციის ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის თქმით, არ დაემორჩილებიან მერიის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და კონსტიტუციის თანახმად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მაინც შეიკრიბებიან.

კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა

გურამიშვილის გამზირზაფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმე რჩება.

ირაკლი ხელაძე: ვვარაუდობთ, რომ იმ კორპუსის მცხოვრებლების ნაწილს, სადაც აფეთქება მოხდა, თავიანთ ბინებში დაბრუნება შეეძლებათ

ნაძალადევის რაიონის გამგებელის ირაკლი ხელაძის განცხადებით, ერთ კვირაში გახდება ცნობილი, საცხოვრებლად ვარგისია თუ არა გურამიშვილის გამზირზე მდებარე კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა.

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც  აფეთქება მოხდა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა, ამ წუთებში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.