აკაკი ზოიძე: კმაყოფილებას გამოვხატავ იმ პროფესიული, კონსტრუქციული კრიტიკისთვის, რაც მოცემულია ანგარიშში 

"კმაყოფილებას გამოვხატავ იმ კრიტიკისთვის, რაც მოცემულია ანგარიშში - კონსტრუქციული, პროფესიული კრიტიკა, რომელიც დაფუძნებულია ობიექტურ რეალობაზე და არა რაღაც წარმოდგენებზე".

ამის შესახებ პარლამენტში საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წელის ანგარიშის მოსმენის შემდეგ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა.


„კოლეგებმა მთხოვეს მადლობით არ დაიწყოო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მადლობა ითქვაო და მადლობით არ ვიწყებ. უბრალოდ გამოვხატავ კმაყოფილებას იმ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ გვქონდა მთელი წლის განმავლობაში თქვენთან, თქვენ მოადგილეებთან, თქვენი აპარატის თანამშრომლებთან, რომელსაც კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოყვა, ჩემი აზრით, საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამიტომ გამოვხატავ ამ კმაყოფილებას მადლობის გარეშე. ასევე კმაყოფილებას გამოვხატავ იმ კრიტიკისთვის, რომელსაც მუდმივად მთელ ამ პროცესში ვისმენდით თქვენი მხრიდან და ასევე ის, რაც მოცემულია ანგარიშში - კონსტრუქციული, პროფესიული კრიტიკა, რომელიც დაფუძნებულია ობიექტურ რეალობაზე და არა რაღაც წარმოდგენებზე. ამიტომ ის თემები რასაც ჩვენ, კონკრეტულად ვიტყვი შრომის უსაფრთხოების საკითხებზე, რომელზეც ჩვენ გვქონდა ორი წლის განმავლობაში თითქმის ყოველკვირეული ინტერაქცია კომიტეტებზე, ჯერ პირველი კანონის განხილვის დროს, მერე ორგანული კანონის განხილვის დროს, რომელიც გავრცელდა შემდეგ ყველა სფეროზე, შესაბამისად შრომის ინსპექციის მანდატი, შრომის უფლებების საკითხებზე ასევე, დარწმუნებული ვარ, წინ გვაქვს მთელი ეს პროცესი, რაც ეხება ამ მანდატის გაგრძელებას და გავრცელებას უკვე შრომით უფლებებზე და ეს პროცესიც ისეთივე წარმატებული და ნაყოფიერი იქნება ჩემი რწმენით, იმედით როგორიც იყო აქამდე ამ მიმართულებით.


თუმცა ბევრი რამე გვაქვს სამუშაო და პირველ ყოვლისა საპარლამენტო ზედამხედველობის მიმართულებით, რომელსაც ადამიანის უფლებათა კომიტეტი ვიცი რომ ახლა ახორციელებს ჩვენი ჩართვით. შრომის უსაფრთხოების კუთხით კანონმდებლობასთან აღსრულებასთან ეს არის ახალი ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენ შევძლებთ, რომ რამდენად ის მიზნები რომელიც ყველა ჩვენ ერთად ჩავდეთ ამ კანონში, სრულდება და ვაღწევთ, კანონმდებელმა რასაც მხარი დაუჭირა.


რამდენად ეს ყველაფერი კეთდება რეალურ ცხოვრებაში და თუ რამე არის კორექტივი შესატანი ეს კორექტივიც რომ დროულად შევიტანოთ და აქაც თქვენ ანგარიშებს გამოვიყენებთ, იმისათვის რომ ეს ზედამხედველობა განვახორციელოთ. კმაყოფილებას გამოვთქვამ ასევე იმ მიმართულებით, როდესაც აქტიური ჩართულობა იყო ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობის თანხმობით და მხარდაჭერით, მაგრამ ჩვენი ძალიან პრინციპული პოზიცია იყო ამ პროგრამის ბიუჯეტის გაზრდასთან დაკავშირებით, რაც ერთობლივი ძალისხმევით მივაღწიეთ, თუმცა ეს საკმარისი არ არის. დღეს ის 24 მილიონი ნამდვილად არ არის საკმარისი, რომ ჩვენ ყველა იმ პრობლემის გადაწყვეტა მოვახდინოთ, რომელიც ესეთი მოცულობითი ნაწილი ეთმობა თქვენ ანგარიშში. გეთანხმებით, იქ ბევრი საკითხია, რომელიც გადაჭრას საჭიროებს, რომელსაც კონკრეტული თანხები ჭირდება, მაგრამ არის ნაწილი, რომელსაც სწორედ კანონმდებლის ჩარევა უნდა და მინდა გითხრათ, რომ სწორედ ახლა დავასრულეთ ფსიქიატრიის თემთან მუშაობა და სამი დღის წინ ჯანდაცვის კომიტეტში ინიცირება გაუკეთდა ფსიქიატრიული დახმარების შესახებ კანონს, სადაც გათვალისწინებულია მთელი რიგი თქვენი რეკომენდაციები.


ანუ უკვე ამას ვასრულებთ, მათ შორის, მე-16 მუხლთან მიმართებაში. რაც მთავარია ძალიან მნიშვნელოვანი თემა გახლავთ წამლების თემა. ჩვენ ვატარებთ ახლა ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლს რა რეკომენდაციები უნდა შევიმუშაოთ, რა საკანონმდებლო ცვლილებები, რეგულირების რა მექანიზმები უნდა შემოვიღოთ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ხარისხიანი წამალი. მე ერთი რამე შემიძლია ვთქვა და ჩემს კოლეგებს შევპირდე - ამ პრობლემას ჩვენ ერთი წლის განმავლობაში მოვაგვარებთ საქართველოში ყველაზე მოწყვლადი ნაწილისთვის. ეს არის ის დაპირება, რომელსაც ჩვენ ერთობლივად განვახორციელებთ“,-აღნიშნა  აკაკი ზოიძემ.


ზუგდიდში სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში არჩევნები მიმდინარეობს

ზუგდიდში, ქალაქის ტერიტორიაზე, ეგრისის, მაცხოვრისკარისა და კოლხეთის ზონების ოთხ უბანზე ფარული კენჭისყრა მიმდინარეობს. 

ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ფოთში, მალთაყვის უბანში, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა.

თელავში ორგანიზაციის "ქვეყნის სამსახურში" ინიციატივით დაგეგმილი საპროტესტო აქცია დაიწყო

თელავში ორგანიზაციის "ქვეყნის სამსახურში" ინიციატივით დაგეგმილი საპროტესტო აქცია დაიწყო.

პროექტის, ,,ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში GeNoC-PH“ ფარგლებში კონფერენცია გაიმართება

21-22 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ნორვეგიული ცენტრის (DIKU) მიერ დაფინანსებული პროექტის, ,,ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში GeNoC-PH“ ფარგლებში კონფერენცია გაიმართება.

ილია მეორე აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს.

ნინოწმინდის ელექტროსადგურზე "ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომელი გარდაიცვალა

ნინოწმინდის სოფელ სოფელ განძაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, "ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომელს სავარაუდოდ, დენმა დაარტყა.

საკონსულო: ბარსელონა-თბილისის რეისის გაუქმების გამო, ბარსელონას აეროპორტში ამ ეტაპზე შვიდი მოქალაქეა დარჩენილი

ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსულის ინფორმაციით, რომელიც ბარსელონას აეროპორტში იმყოფება, საქართველოს ავიახაზების 20 ოქტომბრის ბარსელონა-თბილისის რეისის გაუქმების გამო, ბარსელონას აეროპორტში ამ ეტაპზე დარჩენილია მხოლოდ 7 მოქალაქე.

საკონსულო: ავიახაზებმა მოქალაქეებს ვითარების გადაწყვეტის რამდენიმე ვარიანტი შესთავაზეს, რომლის მიხედვით, უმეტესობამ მოაგვარა საკითხი

თბილისი- ბარსელონას და ბარსელონა-თბილისის მიმართულებით შეჩერებულ ავიარეისებთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსულო ბარსელონაში განმარტებას აკეთებს.

არეულობა ჩილეში - სუპერმარკეტში გაჩენილი ხანძრის შედეგად  სამი ადამიანი დაიღუპა

ჩილეში კვლავ საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. არეულობის დროს, სანტიაგოში მდებარე სუპერმარკეტში ცეცხლი გაჩნდა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

 
დონალდ ტრამპი: ჰილარი კლინტონი გაგიჟდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი შეშლილად მოიხსენია.

21 ოქტომბერს ჯივიპი ნუცუბიძის მე-2 მიკრორაიონის, მე-2 კვარტალში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 21 ოქტომბერს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნუცუბიძის მე-2 მიკრორაიონის, მე-2 კვარტალში, გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

 

ნათია თურნავა ქართველ ავიამეთვალყურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

20 ოქტომბერს მსოფლიო ავიამეთვალყურეების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საქართველოს ეკონომიკისა და მდსგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ქართველ ავიამეთვალყურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს. 

მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებთან საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების მიზნით, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს აგრძელებს.

გუდამაყრის ხეობაში ინტერნეტი გაეშვა

გუდამაყრის ხეობაში ფართოზოლოვანი სათემო ინტერნეტი გაეშვა, ხოლო სრულად ნოემბერში დაიფარება.

ლევან დავითაშვილი: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია წარმატებულია, ჩვენ გადავარჩინეთ ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, 2019 წელს, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული ბრძოლის ღონისძიებების ანგარიში მოისმინა.

წალენჯიხაში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხვრჩვალი იპოვეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში, საცხოვრებელი სახლის უკან მდებარე სათბურში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხვრჩვალი იპოვეს.

სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი ამ ეტაპისთვის არ მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან რუსეთის საოკუპაციო ძალები პერიოდულად ჩნდებიან, თუმცა მათ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი ჯერჯერობით არ განუახლებიათ.

ორგანიზაცია "ქვეყნის სამსახურში" თელავში საპროტესტო აქციას გამართავს

მერიის აკრძალვის მიუხედავად, აქციის ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის თქმით, არ დაემორჩილებიან მერიის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და კონსტიტუციის თანახმად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მაინც შეიკრიბებიან.

კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა

გურამიშვილის გამზირზაფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმე რჩება.

ირაკლი ხელაძე: ვვარაუდობთ, რომ იმ კორპუსის მცხოვრებლების ნაწილს, სადაც აფეთქება მოხდა, თავიანთ ბინებში დაბრუნება შეეძლებათ

ნაძალადევის რაიონის გამგებელის ირაკლი ხელაძის განცხადებით, ერთ კვირაში გახდება ცნობილი, საცხოვრებლად ვარგისია თუ არა გურამიშვილის გამზირზე მდებარე კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა.

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც  აფეთქება მოხდა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა, ამ წუთებში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.