სოფო კილაძე: მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, რათა პრობლემების იდენტიფიცირება მოვახდინოთ და აღმოვფხვრათ ისინი

„ჩვენ - ქართულმა ოცნებამ, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, ბოლო წლებში ძალიან ბევრს მივაღწიეთ ადამიანის უფლებების სფეროში და ამას  კონკრეტული ციფრები მოწმობს".

ამის შესახებ პარლამენტში საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წელის ანგარიშის მოსმენის შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.


"ეს არის სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წასული საქმეების რიცხვი წლების მიხედვით და თქვენ ხედავთ ძალიან დიდი კონტრასტს, რა იყო 2012 წლამდე და რა არის 2012 წლის შემდეგ. ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს დაახლოებით, 4-ჯერ და 5-ჯერ ნაკლები მოქალაქე მიმართავს სტრასბურგს, რაც თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ 4-ჯერ და 5-ჯერ ნაკლები მოქალაქე თვლის, რომ სახელმწიფომ მისი უფლებები დაარღვია. მაგრამ, რა თქმა უნდა, ისმის კითხვა, არის თუ არა ეს საკმარისი? რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. ჩვენ არ შეიძლება ვიყოთ თვითკმაყოფილები, როდესაც გვყავს ბავშვები, რომლებიც შიმშილობენ; ჩვენ არ შეიძლება ვიყოთ თვითკმაყოფილები, როდესაც იმდენად მაღალია მედიკამენტებზე ფასები, რომ მოხუცებს საკუთარი პენსიაც არ ჰყოფნით მედიკამენტებში; ჩვენ ვერ ვიქნებით თვითკმაყოფილები, როდესაც გვყავს უამრავი დედა, რომელიც იძულებულია, დატოვოს ოჯახი და წავიდეს ემიგრაციაში, რომ ოჯახს საარსებო წყარო გამოუგზავნოს. თუმცა მთავარია ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მოვახდინოთ იდენტიფიცირება პრობლემების და აღმოვფხვრათ ისინი",-განაცხადა სოფო კილაძემ.


მისივე განმარტებით, ერთ-ერთი  ინსტრუმენტი საქართველოს პარლამენტში არის სახალხო დამცველის ყოველწლიური მოხსენება, სადაც ხდება კონკრეტული გამოწვევების იდენტიფიცირება:


"უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ეს გამოწვევები ვაქციოთ პოზიტივად და ხალხისთვის კონკრეტულ სიკეთეებად. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თითოეულ დეპუტატს ჩვენი კომიტეტის აპარატის თითოეულ თანამშრომელს, რომელმაც ძალიან დიდი მუშაობა გაწია იმისთვის, რომ სახალხო დამცველის ეს სქელტანიანი ანგარიში დაემუშავებინა და იმ დადგენილების პროექტად ექციათ, რომელიც თქვენ წინაშე არის დარიგებული. რაც შეეხება ანგარიშს, მონიტორზე ხედავთ, რომ წელსაც ისევე, როგორც წინა წლებში გვაქვს პოზიტიური დინამიკა სახალხო დამცველის ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების გაზიარების. წელს ჩვენმა კომიტეტმა 84%-ზე მეტი გაიზიარა სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ანგარიშების და ეს უნდა შეფასდეს ცალსახად დადებითად, რადგან ეს არ არის მხოლოდ რეკომენდაციები. ამ რეკომენდაციების უკან კონკრეტული სიკეთეები, კონკრეტული რეფორმებია მიმართულებების მიხედვით ჩვენი მოქალაქეებისათვის და ამდენად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, სანამ გამოწვევებზე ვისაუბრებთ, მსმენელისთვის ობიექტური სურათის შესაქმნელად კარგი იქნება წარმოვადგინოთ ის დადებითი ტენდენციები, რომელიც სახალხო დამცველმა აღნიშნა თავის მოხსენებაში. მაგალითისთვის, ის, რომ პენიტენციურ სისტემაში იკლო მიმართვიანობამ სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით. იგივე სიტუაცია გვაქვს პოლიციაში, როდესაც იკლო მიმართვიანობამ პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით. მაგალითად, ჩვენ გვაქვს გაზრდილი დაფინანსება ონკოლოგიური პაციენტების მომსახურების კუთხით, გაზრდილი დაფინანსება ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით და ა. შ. ყველას არ ჩამოვთვლი, მაგრამ ცალსახად არის დადებითი ტენდენციები, რაც 2018 წელს დაადგინა სახალხო დამცველმა. თუმცა ჩემი გამოსვლის მთავარი საგანი არის გამოწვევები, ის ხარვეზები, რომელიც გვაქვს და რომელსაც უნდა მივხედოთ. პირველ რიგში, სერიოზული გამოწვევა გვაქვს ძალიან მაღალი ფასების კუთხით მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე. ამ მიმართულებას აუცილებლად კარგად უნდა მივხედოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში , თუ დროზე არ მივხედავთ, გვეყოლება ადამიანები, რომლებიც იძულებული იქნებიან ბოლო თეთრები გადაიხადონ წამალში და დატოვონ საკუთარი ოჯახი მშიერი. ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გვჭირდება მეტი ადგილი, რადგან არსებული ადგილები არ არის საკმარისი პაციენტებისთვის ისევე, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც აუცილებლად უნდა განვახორციელოთ, რაც, როგორც სახალხო დამცველმა თქვა, არის მართლაც კრიტიკული ზოგიერთ დაწესებულებაში. სამწუხაროდ, ჩვენი ბევრი თანამემამულე სიდუხჭირეში ცხოვრობს და ჩვენ ვერ მოვახერხეთ ეს წლები და ეს ადამიანები ვერ გამოვგლიჯეთ სიდუხჭირეს თავისი მარწუხებიდან., რა თქმა უნდა, ვერ ავუვლი გვერდს ყბადაღებულ სოციალური ქულების თემას, რომელიც დიდ გამოწვევად რჩება ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის და სოციალური ქულების თემა არის ერთ-ერთი მტკივნეული წერტილი. აუცილებლად უნდა მოვახდინოთ მობილიზება სახელმწიფო რესურსების, თანხების იმისთვის, რომ ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებამდე მივიდეთ და იმ ადამიანებამდე მივიდეთ, ვისაც რეალურად სჭირდება სახელმწიფოს დახმარება. ბავშვები - ეს არის ჩემთვის ყველაზე საყვარელი თემა, მაგრამ სამწუხაროდ აქაც გვაქვს უამრავი პრობლემა, რომელიც საჭიროებს სერიოზულ რეფორმას და ამ კუთხით ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ძალიან ბევრს. იუსტიციის სისტემაში პენიტენციურ სისტემაში ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ იმისთვის, რომ პრევენციული პროგრამები გაგვეხორციელებინა, ბევრი რამ გავაკეთეთ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია- რეაბილიტაციისთვის, მაგრამ უფრო მეტია კიდევ საჭირო და ჩვენ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც გამოვლენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან და ექნებათ მომავლის იმედი, ექნებათ პროფესია და შანსი იმისა, რომ იყვნენ რეალიზებული საზოგადოებაში და ამაზე ჩვენ ბევრი მუშაობა გვჭირდება. შსს კუთხით ვფიქრობ, რომ შეიძლება მეტი გაკეთდეს იმისთვის, რომ პოლიციამ საკუთარი და ძირითადი ფუნქცია რაც არის - პირველადი პრევენცია ჯეროვნად შეასრულოს. ჩვენ გვჭირდება პოლიცია, რომელიც ხალხს უყვარს, რომელიც ხალხს ეხმარება და იცავს მის უფლებებს. ამ კუთხით სამუშაო გვაქვს . ასევე უნდა გაგრძელდეს პოლიციაში სამხრე კამერებით აღჭურვის ტენდენცია , რაც დაიცავს როგორც მოქალაქეს არაკეთილსინდისიერი პოლიციელისგან, ასევე პოლიციელს - არაკეთილსინდისიერი მოქალაქისგან და ეს სერიოზული გარანტია იქნება, თუ ამას შესაბამისად გავაგრძელებთ. პროკურატურის კუთხით, ის 21 ტრაგედია, რომელიც მოხდა, აუცილებლად უნდა გავიზიაროთ . ეს არის მაჩალიკაშვილისა და ხორავას ქუჩის ტრაგედიები. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახებს და ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ პროკურატურამ ეს ორი საქმე აუცილებლად ბოლომდე უნდა მიიყვანოს იმისთვის, რომ სრული ჭეშმარიტება დადგინდეს, რა მოხდა სინამდვილეში და დაისაჯონ პასუხისმგებელი პირები. ჩვენი შვილების განათლება არის ერთ-ერთი დიდი თემა, სადაც ჩვენ განსაკუთრებული აქცენტი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ გვაქვს სერიოზული გამოწვევები დაწყებული სკოლების სახელმძღვანელოებიდან, სადაც ხშირად ვერც მშობელი და ვერც ბავშვი ვერ იგებს , რა წერია. დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტებით, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით ძალიან ბევრ რეგიონში, სამწუხაროდ, ბავშვებს არასათანადო პირობებში უწევთ განათლების მიღება. უმცირესობები წარმოდგენს ერთ-ერთ ძალიან დიდ გამოწვევას, ჩვენ გვაქვს გამოწვევები სხვადასხვა მიმართულებით , იქნება ეს შშმ პირები, რელიგიური, ეთნიკური თუ სხვადასხვა უმცირესობები. ეკოლოგიური საკითხები არის ერთ-ერთი მიმართულება სადაც განსაკუთრებული ძალისხმევა გვმართებს იმ ბუნების მოსავლელად, რომელიც ჩვენივე ხელით გავანადგურეთ ხშირ შემთხვევაში და მოსახლეობის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, იცხოვროს ჯანსაღ გარემოში და სახელმწიფოს ვალდებულებაა, იზრუნოს ამ მიმართულებაზე. მე ბევრი შემიძლია ვისაუბრო გამოწვევებზე, მაგრამ საბოლოო სახით შემიძლია ვთქვა, რომ ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ არ არსებობს იდეალური სახელმწიფო, ერთადერთი , რაც არსებობს, არის მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ და სწრაფვა უკეთესობისკენ. ყველას მოგიწოდებთ, კოლეგებო, რომ მხარი დავუჭიროთ. ჩვენი, ყველას პასუხისმგებლობაა, გადავდგათ ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებიც ჩვენს ქვეყანაში კონკრეტულ ადამიანებს მოუტანენ სიკეთეს და ისევ და ისევ ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ გადავდოთ გვერდზე პოლიტიკური განსხვავებები და როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებებს, ყველანი ერთად დავდგეთ და ყველამ ერთად დავიცვათ ადამიანის უფლებები. ამ შემთხვევაში თქვენი ნაბიჯი ერთ-ერთი შეიძლება იყოს მხარდაჭერა იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც ნამდვილად სიკეთეს მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა სოფო კილაძემ.


 


ზუგდიდში სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში არჩევნები მიმდინარეობს

ზუგდიდში, ქალაქის ტერიტორიაზე, ეგრისის, მაცხოვრისკარისა და კოლხეთის ზონების ოთხ უბანზე ფარული კენჭისყრა მიმდინარეობს. 

ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ფოთში, მალთაყვის უბანში, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა.

თელავში ორგანიზაციის "ქვეყნის სამსახურში" ინიციატივით დაგეგმილი საპროტესტო აქცია დაიწყო

თელავში ორგანიზაციის "ქვეყნის სამსახურში" ინიციატივით დაგეგმილი საპროტესტო აქცია დაიწყო.

პროექტის, ,,ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში GeNoC-PH“ ფარგლებში კონფერენცია გაიმართება

21-22 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ნორვეგიული ცენტრის (DIKU) მიერ დაფინანსებული პროექტის, ,,ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში GeNoC-PH“ ფარგლებში კონფერენცია გაიმართება.

ილია მეორე აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს.

ნინოწმინდის ელექტროსადგურზე "ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომელი გარდაიცვალა

ნინოწმინდის სოფელ სოფელ განძაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, "ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომელს სავარაუდოდ, დენმა დაარტყა.

საკონსულო: ბარსელონა-თბილისის რეისის გაუქმების გამო, ბარსელონას აეროპორტში ამ ეტაპზე შვიდი მოქალაქეა დარჩენილი

ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსულის ინფორმაციით, რომელიც ბარსელონას აეროპორტში იმყოფება, საქართველოს ავიახაზების 20 ოქტომბრის ბარსელონა-თბილისის რეისის გაუქმების გამო, ბარსელონას აეროპორტში ამ ეტაპზე დარჩენილია მხოლოდ 7 მოქალაქე.

საკონსულო: ავიახაზებმა მოქალაქეებს ვითარების გადაწყვეტის რამდენიმე ვარიანტი შესთავაზეს, რომლის მიხედვით, უმეტესობამ მოაგვარა საკითხი

თბილისი- ბარსელონას და ბარსელონა-თბილისის მიმართულებით შეჩერებულ ავიარეისებთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსულო ბარსელონაში განმარტებას აკეთებს.

არეულობა ჩილეში - სუპერმარკეტში გაჩენილი ხანძრის შედეგად  სამი ადამიანი დაიღუპა

ჩილეში კვლავ საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. არეულობის დროს, სანტიაგოში მდებარე სუპერმარკეტში ცეცხლი გაჩნდა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

 
დონალდ ტრამპი: ჰილარი კლინტონი გაგიჟდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი შეშლილად მოიხსენია.

21 ოქტომბერს ჯივიპი ნუცუბიძის მე-2 მიკრორაიონის, მე-2 კვარტალში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 21 ოქტომბერს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნუცუბიძის მე-2 მიკრორაიონის, მე-2 კვარტალში, გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

 

ნათია თურნავა ქართველ ავიამეთვალყურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

20 ოქტომბერს მსოფლიო ავიამეთვალყურეების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საქართველოს ეკონომიკისა და მდსგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ქართველ ავიამეთვალყურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს. 

მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებთან საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების მიზნით, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს აგრძელებს.

გუდამაყრის ხეობაში ინტერნეტი გაეშვა

გუდამაყრის ხეობაში ფართოზოლოვანი სათემო ინტერნეტი გაეშვა, ხოლო სრულად ნოემბერში დაიფარება.

ლევან დავითაშვილი: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია წარმატებულია, ჩვენ გადავარჩინეთ ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, 2019 წელს, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული ბრძოლის ღონისძიებების ანგარიში მოისმინა.

წალენჯიხაში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხვრჩვალი იპოვეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში, საცხოვრებელი სახლის უკან მდებარე სათბურში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხვრჩვალი იპოვეს.

სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი ამ ეტაპისთვის არ მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან რუსეთის საოკუპაციო ძალები პერიოდულად ჩნდებიან, თუმცა მათ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი ჯერჯერობით არ განუახლებიათ.

ორგანიზაცია "ქვეყნის სამსახურში" თელავში საპროტესტო აქციას გამართავს

მერიის აკრძალვის მიუხედავად, აქციის ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის თქმით, არ დაემორჩილებიან მერიის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და კონსტიტუციის თანახმად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მაინც შეიკრიბებიან.

კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა

გურამიშვილის გამზირზაფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმე რჩება.

ირაკლი ხელაძე: ვვარაუდობთ, რომ იმ კორპუსის მცხოვრებლების ნაწილს, სადაც აფეთქება მოხდა, თავიანთ ბინებში დაბრუნება შეეძლებათ

ნაძალადევის რაიონის გამგებელის ირაკლი ხელაძის განცხადებით, ერთ კვირაში გახდება ცნობილი, საცხოვრებლად ვარგისია თუ არა გურამიშვილის გამზირზე მდებარე კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა.

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც  აფეთქება მოხდა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა, ამ წუთებში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.