სამეგრელოს რეგიონში თხილის საშრობ-სასაწყობო ახალი საწარმო გაიხსნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თხილის საშრობ-სასაწყობო საწარმო ამოქმედდა.

საწარმოს თხილის საშრობის წარმადობა 1 000 ტონას, ხოლო შესანახი მეურნეობის - 500 ტონას შეადგენს. საწარმოში მუდმივად 17 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული. თხილის საშრობ-სასაწყობო ახალი საწარმო სამეგრელოს რეგიონში,  ყოველწლიურად,  დაახლოებით 300 ფერმერს მოემსახურება. იგეგმება  წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე გატანაც.


რეგიონში თხილის გამრჩევი, საშრობი და სასაწყობო (HDS) საწარმოს არსებობა მნიშვნელოვანია თხილის ხარისხის შესანარჩუნებლად. აღნიშნული სერვისი თხილის მცირე მწარმოებლებს საშუალებას აძლევს შეინარჩუნონ  მაღალი ხარისხისა და შესაბამისად, მაღალი ღირებულების მოსავალი.


„სოფელ კოკში გახსნილი ახალი საწარმო სახელმწიფოს, დონორ ორგანიზაციებს და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის წარმატებული მაგალითია. სამინისტრო კვლავ გააგრძელებს ფერმერებისა და მწარმოებლების მხარდაჭერას. გაგრძელდება ყველა ის პროექტი, რომელიც გადამმუშავებელი წარმოების განვითარებას ემსახურება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.


ახალი საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს, AgriGeorgia/Ferrero-სა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) მხარდაჭერით შეიქმნა. ჯამური ინვესტიცია შეადგენს 770 000 ლარს,  საიდანაც  285 000 ლარი სახელმწიფო გრანტია, ხოლო დანარჩენი თანხა დონორებისა და ბენეფიციარის წილია.


საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილთან ერთად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ დაათვალიერეს.


2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, დაფინანსდა 200 ახალი საწარმო, აქედან სამეგრელოს რეგიონში - 24. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ, მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია, ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.


ლევან ჟორჟოლიანი: არ არის ნორმალური, როცა საკრებულოს სხდომა ხელოვნური აჟიოტაჟის ფონზე მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი საკრებულოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

თედო ისაკაძე: მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობრივი ზრდა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია

დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, თედო ისაკაძემ შემუშავებული სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.

„მაზდას“ იაპონური საღამო

იაპონური პრემიუმ ბრენდის „მაზდას“ ოფიციალურმა წარმომადგენლობამ საქართველში, „მაზდა ცენტრი თეგეტამ“, თბილისში არსებულ შოურუმში მომხმარებელთათვის იაპონური საღამო გამართა.

ეროვნული სატყეო სააგენტო თანამშრომლების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს დააზღვევს

საქართველოს პარლამენტმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი მიიღო, რომლის თანახმად, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა.

დაჩი ბერაია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს": ველოდები, რომ თავისი უგუნური საქციელი გამოასწორონ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დაჩი ბერაია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" უგუნური საქციელის გამოსწორებისკენ მოუწოდებს.

გიორგი გახარია: მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ქონების მართვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრისას განცხადება გააკეთა იმ ძირითად პრიორიტეტებზე, რომლებზეც მთავრობის ძალისხმევა მიიმართება.

არჩილ თალაკვაძემ აშშ-ს საელჩოს და ამერიკელ ხალხს 25 წლიანი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ USAID-ის პროგრამის "საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერა საქართველოში“ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ამერიკის მთავრობის მხარდაჭერაზე ისაუბრა.

საქართველოში, 6 თვეში, 207 თვითმკვლელობა მოხდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2019 წლის იანვარი - ივნისის პერიოდში საქართველოში სუიციდის და სუიციდის მცდელობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

გიორგი გახარია: ნათია თურნავა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრია, სხვა ყველაფერი არის ჭორაობა

"ნათია თურნავა არის ამ კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი არის ჭორაობა და მის ცვლილებაზე საუბარი პოლიტიკური კონიუქტურიდან მოგონილი ჭორებია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე ჟურნალისტებს: არ შეგეშინდეთ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დასკვნის, არც დაუჯეროთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევას გამოეხმაურა.

შალვა ოგბაიძე: სატრანსპორტო მიმართულებით ქალაქში მიმდინარე პროცესებში ოპონენტების მხრიდან მხოლოდ ხარვეზის დანახვა სუბიექტურია

დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრი შალვა ოგბაიძე ოპოზიციის მიერ ტაქსების რეფორმის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

კახა კალაძემ 23 ოჯახს საცხოვრებელი ფართების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მუხიანის დასახლებაში, პირველ მიკრორაიონში მცხოვრებ ოჯახებს შეხვდა, რომლებსაც წლების განმავლობაში დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართები დაუკანონდათ და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა.

ირაკლი ზარქუა : ლევან ხაბეიშვილი ბოლივუდის მასხარად იქცა

"ბატონო ლევან, თქვენ წლის მასხარის ნომინაციაზე ხართ წარდგენილი" - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა ლევან ხაბეიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტები გაჩერებულია.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

18 ოქტომბერს, ჭავჭავაძის გამზირისა და თაქთაქიშვილის ქუჩების კვეთაზე, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალარინების ქსელი ავარიულად დაზიანდა.

ევროპის ადრონული თერაპიის ქსელში საქართველოს, როგორც ახალი და გამორჩეული მოთამაშის, ქსელში გაწევრიანების პროცედურას ჩაეყარა საფუძველი და მოხდა სამოქმედო გეგმის დასახვა

საქართველოს დელეგაცია პროტონული თერაპიის მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობს.

გური სულთანიშვილი, ბაჩო ოდიშარია: სიშლეგით შეგვიძლია, ავხსნათ ნაციონალების მხრიდან დაწყებული დისკუსია, რა ბედი უნდა ეწიოს ბიძინა ივანიშვილს 

„სიშლეგით შეგვიძლია ავხსნათ ნაციონალების მხრიდან დაწყებული დისკუსია, რა ბედი უნდა ეწიოს ბიძინა ივანიშვილს - დაიჭირონ თუ შეიწყალონ“, - ამბობენ ანალიტიკოსები გური სულთანიშვილი და ბაჩო ოდიშარია ინტერნეტტელევიზია POSTV-ის ანალიტიკურ გადაცემაში.

"საპარტნიორო ფონდი“ და USAID-Zrda მოსახლეობას ზუგდიდში ხვდება

"საპარტნიორო ფონდის" პროგრამა "სტარტაპ საქართველოსა" და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ერთობლივი პროექტით, საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოები შეიქმნება.

ისრაელში ქართულმა საკვირაო სკოლამ სასწავლო წელი ახალ შენობაში დაიწყო

ისრაელში საქართველოს საკონსულოს ძლისხმევით, ქალაქ ლოდის პირველ ქართულ საკვირაო სკოლაში „მამული“, ახალი სასწავლო წელი განახლებულ შენობაში დაიწყო.

კარლ ჰარცელი პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების მოსმენაზე: გამჭვირვალე პროცესი არის დადებითი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში გამჭვირვალობა ყველა მხარეს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი შთაბეჭდილება შეიქმნან კონკრეტული კანდიდატების შესახებ. 

ლარი 0.36 თეთრით გაუფასურდა

18 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.9718 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9682 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.36 თეთრი შეადგინა.
 

ირაკლი ლექვინაძე აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე საუბრობს

საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი, დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად, გეგმავს პარლამენტში ხელახლა დაარეგისტრიროს საკანონმდებლო ინიციატივა "რეკლამის შესახებ."