ევროპოლი არასრულწლოვნების პორნოგრაფიის დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის საქმეზე ინფორმაციას აქვეყნებს

ევროპოლი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრის დაკავებაზე ვებ-გვერდზე ინფორმაციას აქვეყნებს.

„ავსტრალიის, საქართველოსა და აშშ–ს სამართალდამცავმა და პროკურატურის ორგანოებმა, ევროპოლის მხარდაჭერით, გამოავლინეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელი, რომელიც ჩართული იყო ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის შემცველი მასალის დამზადებასა და გავრცელებაში. ბოლო თვის განმავლობაში საქართველოს პოლიციამ დააკავა დანაშაულებრივი ჯგუფის 11 სავარაუდო წევრი, მათ შორის იმ ფოტოგრაფიული სტუდიის მეპატრონეები და თანამშრომლები, სადაც ხდებოდა ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის შემცველი მასალის დამზადება. დაკავებულ ეჭვმიტანილთა შორის იყვნენ ასევე აშშ–სა და ავსტრალიის მოქალაქეები. ქართველ თანამზრახველთა დახმარებით, ისინი ახდენდნენ საქართველოში, კერძოდ თბილისში მდებარე დაქირავებულ ბინებში ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის შემცველი გამოსახულებების დამზადებას. ბავშვებზე ძალადობის შემცველი, დამზადებული მასალების შემდგომი გავრცელება ხდებოდა ამავე დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა მოახდინა 8–14 წლის ასაკის 10–მდე გოგონას იდენტიფიცირება, რომლებიც არიან ამ ქსელის მსხვერპლები. გოგონათა ნაწილის მსხვერპლად ქცევა განხორციელდა მათი მშობლების თანხმობით, 500–დან 3000 ლარამდე (დაახლოებით 150–დან 900 ევრომდე) თანხის სანაცვლოდ. საქართველოს პოლიციამ, ევროპოლის მხარდაჭერით, განახორციელა ჩხრეკა უკანონო ფოტოსალონებში და ამოიღო კომპიუტერები, დისკები და მეხსიერების ბარათები, რომლებიც შეიცავდა ბავშვებზე სექსუალური ძალადობის გამოსახულებებსა და ვიდეოებს. ამოღებულ იქნა ასევე ძვირფასი კამერები, განათებისა და კომპიუტერული აღჭურვილობა. ევროპოლმა აღნიშნულ გამოძიებას დახმარება აღმოუჩინა ინფორმაციის უსაფრთხო გაცვლის გაადვილების, ოპერატიულ–ანალიტიკური და ოპერატიულ–სამძებრო მხარდაჭერისა და ოპერატიული ღონისძიებების ადგილზე მხარდაჭერის მიზნით ორი ექსპერტის მივლენის გზით",-ნათქვამია ევროპილის ინფორმაციაში.


https://www.europol.europa.eu/newsroom/news/11-arrested-in-child-abuse-network-crackdown-in-georgia


"საჯარო მოხეელების 90% ბულინგის მსხვერპლია"

"თუ კი პოლიტიკოსები გადაწყვეტენ რომ უნდა ისაუბრონ მაღალ პოლიტიკურ დონეზე რუსეთის შესაბამის წარმომადგენლებს, ეს რა თქმა უნდა გაგვიიოლებს პროცესს, რომ დეოკუპაციისკენ გადავდგათ ნაბიჯები. მე ამაში ვერაფერს საბულინგოს ვერ ვხედავ, თუმცა ამ ბულინგის მსხვერპლია 90% საჯარო მოხეელებისა", - ამის შესახებ სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშილმა განაცხადა.

"დღევანდელი ხელისუფლების ძლიერი მხარეა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთადაერთი ხელისუფლებაა, რომლის დროსაც ომი არ მომხდარა"

"დღევანდელი ხელისუფლების ძლიერი მხარეა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთადაერთი ხელისუფლებაა, რომლის დროსაც ომი არ მომხდარა", - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა განაცხადა.

"ქართველ ახალგაზრდობას ეროვნულობის განცდა აკლიათ"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშილის განცხადებით, ქართველ ახალგაზრდობას ეროვნულობის განცდა აკლიათ.

"ივნისის მოვლენების დროს რისკის წინაშე იდგა ჩვენი ქვეყანა"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის განცხადებით, ივნისის მოვლენების დროს ქვეყანა ჩამოშლის საფრთხის წინაშე იდგა.

"მადლობა ღმერთს, ჩვენ მსგავსი უბედურებები არ გვქონია ქვეყანაში, რასაც ტერაქტის შედეგად მიყენებული ზიანი ჰქვია"

"საქართველო არის ძლიერი პარტნიორი აშშ-ის ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით. თუმცა ეს განწყობები არ აისახა მოქალაქეებზე, არასამთავრობო სექტორზე", - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა განაცხადა.

"ჩვენთან საიმიგრაციო პოლიტიკა სრულად დაყრდნობილია, ჰარმონიზაციაშია მოყვანილი ევროკავშირის კანონმდებლობასთან"

"ჩვენთან საიმიგრაციო პოლიტიკა სრულად დაყრდნობილია, ჰარმონიზაციაშია მოყვანილი ევროკავშირის კანონმდებლობასთან და შესაბამისად მოქმედებს ყველა რეგულაცია, რაც კი მიგრაციულ პოლიტიკას უკავშირდება", - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა განაცხადა.

"პანკისის ხეობა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს"

"პანკისის ხეობა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს",-ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.

"სირიაში მიმდინარე მოვლენები განიხილება, როგორც პოტენციური საფრთხე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, სირიაში მიმდინარე მოვლენები საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის პოტენციური საფრთხეა.

გრიგოლ ლილუაშვილი: ოკუპაცია არა მარტო სუსტი მხარე, არამედ ძალიან დიდი გამოწვევაა მთლიანად ქვეყნისთვის

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, დღეს ქვეყნისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა არის ოკუპაცია.

"მასპინძლობა ჩვენს გენშია,  ქართველები მასპინძლობით პირველები ვართ მსოფლიოში"

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა "აბრეშუმის გზის ფორუმის" მონაწილე დელეგაციების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას, ქართულ ტრადიციებსა და სტუმართმოყვარეობას გაუსვა ხაზი.

გია გაბრიჭიძე: ხაზარაძემ ჯერ იძახა გახარიაა ამ წერილის ავტორიო, ახლა კი ის და მისი იურისტი ამბობენ - ეს არ გვითქვამსო, ანუ მამლის ყივილამდე სამჯერ უარყვეს

„ხაზარაძემ ჯერ იძახა გახარიაა ამ წერილის ავტორიო, ახლა კი ის და მისი იურისტი ამბობენ - ეს არ გვითქვამსო, ანუ მამლის ყივილამდე სამჯერ უარყვეს“, - ექსპერტი გია გაბრიჭიძე  ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალერ ქსელში ეხმაურება.

 

გია აბაშიძე: გაუგებარია, რატომ არ გაატანეს უკან „ევროპელ“ ხაზარაძეს პროცედურული ნორმების დარღვევით ჩაბარებული, დაულუქავი და ათას ხელში გამოვლილი წერილი?!

„გაუგებარია, რატომ არ გაატანეს უკან „ევროპელ“ ხაზარაძეს პროცედურული ნორმების დარღვევით ჩაბარებული, დაულუქავი და ათას ხელში გამოვლილი წერილი?!“, - ანალიტიკოსი გია აბაშიძე ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებას  სოციალერ ქსელში ეხმაურება.

 

თამარ მახარობლიძე: აუცილებელია, საზოგადოებამ გაიგოს "მუქარის წერილს" რეალობასთან საერთოდ აქვს თუ არა კავშირი

''აუცილებელია, საზოგადოებამ გაიგოს "მუქარის წერილს" რეალობასთან საერთოდ აქვს თუ არა კავშირი'' - სამართალმცოდნე თამარ მახარობლიძე ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეს ეხმაურება.

"აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის განხილვა ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა"

"აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის განხილვა ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა", – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ თემის კომენტირებისას განაცხადა.

25 აგვისტოს საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მოქალაქე დღეს გაათავისუფლეს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მამაკაცი ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ნუ გადაგვაყოლეთ ამ ანაკლიის პორტის აშენების ამბავს

„ნუ გადაგვაყოლეთ ამ ანაკლიის პორტის აშენების ამბავს“, - ექპსერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი ანაკლიის კონსორციუმის გარშემო მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მამუკა ხაზარაძის წარმომადგენლის მტკიცებით, ხაზარაძემ ე.წ. მუქარის წერილის კონვერტი, თავადვე გაანადგურა

კონვერტი, რომლითაც მამუკა ხაზარაძემ ე.წ. მუქარის წერილი მიიღო, სანაგვეში გადააგდეს. აღნიშნული ინფორმაცია თეონა დოლენჯაშვილმა დაადასტურა.

ლევან ნიკოლეიშვილი: დადებითად შემიძლია შევაფასო პროკურატურის პოზიცია, რომელიც დეტალურად შეისწავლის წარმოდგენილ მასალებს

„დადებითად შემიძლია შევაფასო პროკურატურის პოზიცია, რომელიც დეტალურად შეისწავლის წარმოდგენილ მასალებს“, - ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

ავღანეთის ტრანსპორტის მინისტრი პროექტ "ლაპის ლაზურის" მნიშვნელობაზე საუბრობს

"აბრეშუმის გზის ფორუმზე" ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრმა საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის "ლაპის ლაზურის" პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

"საქართველოს მთავრობამ ინტენსიური რეფორმები განახორციელა, რათა გაძლიერებულიყო სატრანაპორტო ინფრასტრუქტურა"

კონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" პანელზე, სახელწოდებით "სატრანსპორტო კავშირები - ტრანსფორმაცია აბრეშუმის გზის გასწვრივ და მის მიღმა" განაცხადა, რომ "სატრანსპორტო კავშირები ვაჭრობის, ინვესტიციებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორია.

ახალციხის მერი მოსახლეობას და სამოქალაქო სექტორს შეხვდა

ახალციხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, ახალციხის მერმა საზოგადოებასთან შეხვედრისას ისაუბრა. ზაზა მელიქიძემ განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურისთვის წელს 17 მლნ. ლარი იხარჯება.