თამარ ხულორდავა შრომის უფლებების კანონპროექტს განმარტავს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ საქართველოს  შრომის უფლებების დაცვის კუთხით, უდიდესი ჩამორჩენა  აქვს და  აღნიშნული სფეროს რეგულირება მოქალაქეების დასაცავად არის აუცილებელი.

ამის შესახებ ხულორდავა სოციალურ ქსელში წერს, სადაც შრომის კოდექსში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას ეხმაურება.


ამასთან, დეპუტატის განმარტებით, საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორები საქართველოში ამ მხრივ არსებული მდგომარეობის სასწრაფოდ გამოსწორების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას.


„ერთ ამბავი ატყდა კანონპროექტზე შრომის უფლებების თაობაზე, რომელიც ჯერ დამუშავების პროცესშია და ინიცირებულიც კი არ არის პარლამენტში. მინდა, განვმარტო რაშია საქმე: ქვეყანაში გვაქვს უდიდესი ჩამორჩენა შრომის უფლებების დაცვის კუთხით. 21-ე საუკუნეში ადამიანები არიან ექსპლუატირებული, სწორედ იმის გამო, რომ ჩვენნაირი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში სამუშაოს პოვნა რთულია და დასაქმებულები პრაქტიკულად ყველაფერს თანხმდებიან, ოღონდ სამსახური ჰქონდეთ, არაკეთილსინდისიერი ბიზნესი კი, სამწუხაროდ სარგებლობს ამ მდგომარეობით.


ამ სფეროს რეგულირება საჭიროა ჩვენი მოქალაქეების დასაცავად. ამავე დროს, პროექტის მიზანი არ არის არაგონივრული შეზღუდვების დაწესება. მისი მიზანია თანამედროვე, ცივილიზებული შრომითი ურთიერთობების დამკვიდრება, მოქალაქეების ექსპლუატაციისგან და იძულებითი შრომისგან დაცვა.


არ დარჩა საერთაშორისო ორგანიზაცია თუ პარტნიორი ვინც არ მიგვითითებს ამ მდგომარეობის სასწრაფოდ გამოსწორების აუცილებლობაზე. ასეთია სახალხო დამცველი, ევროსაბჭო, ევროკომისია, ევროპარლამენტი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, ამერიკელი პარტნიორები. ამ თემას მწვავე ანგარიში და რეკომენდაციები ჰქონდა ცოტა ხნის წინ ორგანიზაციას  Human rights Watch“, – წერს თამარ ხულორდავა.


დეპუტატი ამბობს, რომ შრომითი უფლებების აღსრულება, სამუშაო დრო, დისკრიმინაციის აღმოფხვრა, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობის განჭვრეტადობის, თანასწორი და სამართლიანი პირობების უზრუნველყოფა, დასაქმებულებთან კონსულტაცია და სხვა საკითხები მოწესრიგებას საჭიროებს.


ამასთან, თამარ ხულორდავას განმარტებით, რეგულაციებთან დაკავშირებით ბიზნესის კრიტიკული პოზიცია არ აკვირვებს. თუმცა, ხულორდავა მიიჩნევს, რომ კეთილსინდისიერ ბიზნესს დაჩაგრული თანამშრომელი არ შეიძლება, მოსწონდეს.


„სწორედ ამ მიზნით მიმდინარეობს მუშაობა პარლამენტში ყველა დაინტერესებული მხარის – სახელმწიფო ინსტიტუტების, ექსპერტების, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნეს ასოციაციების ჩართულობით. ის, რის ირგვლივაც ატყდა აჟიოტაჟი, არის არა კანონის პარლამენტში განსახილველი ვერსია, არამედ პირველადი ვერსია, რომელზეც გრძელდება მუშაობა.


არ არის გასაკვირი, რომ ბიზნესი არ იწონებს რეგულაციებს, რომლებიც მიზნად ისახავს შრომითი ურთიერთობების რეგულირებას. ნებისმიერ ჩარევას აუცილებლად ექნება გავლენა ბიზნესზე, მაგრამ ეს იქნება  მინიმალური ზეგავლენა, რაც აუცილებელია მოქალაქეების ღირსეული შრომითი უფლებების უზრუნველსაყოფად.


ამავე დროს, კეთილსინდისიერ ბიზნესს არ შეიძლება, მოსწონდეს დაჩაგრული თანამშრომელი“, – აღნიშნავს თამარ ხულორდავა.


დეპუტატი იმედოვნებს, რომ პროცესის დისკრედიტაციის მცდელობა შეწყდება და შესაძლებელი იქნება სამართლიანი და დაბალანსებული კანონის მიღება,


„მესმის, ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიციების დაცვა გმირობას მოითხოვს, მაგრამ იმედი მაქვს, ის ორგანიზაციები, რომლებსაც ჭეშმარიტად აღელვებთ საქართველოს უკეთესი მომავალი, ადამიანის უფლებები და ევროპული ინტეგრაცია ამ პროცესში შრომის უფლებების მხარეს დადგებიან“, – აცხადებს თამარ ხულორდავა.


შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებათა პროექტის ინიციატორმა, დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით გუშინ ინფორმაცია  გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ კანონპროექტი არ კრძალავს რამდენიმე ადგილზე მუშაობას, არამედ უკრძალავს დამსაქმებელს, რომ დასაქმებულს დადგენილზე და შეთანხმებულზე მეტი დროით მუშაობა აიძულოს.


ქიბარ ხალვაში: სტრასბურგის გადაწყვეტილება არა მხოლოდ ჩემი, არამედ "რუსთავი 2"-ის ყველა გულშემატკივარის გამარჯვებაა

"დღევანდელი გადაწყვეტილება, არა მხოლოდ ჩემი, არამედ "რუსთავი2"-ის ყველა გულშემატკივარის გამარჯვებაა", - ასე ეხმაურება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

"აფხაზური კულტურა ქართული ცივილიზაციის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელსაც ზრუნვა სჭირდება"- მეცნიერების მიმართვა 

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის ინიციტივით საქართველოსა და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის დაფუძნებასთან დაკავშირებით საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების შეკრება გაიმართა.

გიორგი გიორგაძე „ევროპაბეთზე“: პასუხისმგებლიანი თამაშისკენ მოწოდება მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომპანიის მხრიდან

ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელი, გიორგი გიორგაძე კომპანია „ევროპაბეთის“ მიერ პასუხისმგებლიანი თამაშის კონცეფციის დაანონსებას დადებითად აფასებს და მოუწოდებს სხვა თამაშების კომპანიებს, რომ გაიაზრონ სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესში.

ქეთევან ციხელაშვილი: საოკუპაციო რეჟიმი ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობას მიზანმიმართულად აჭიანურებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმი ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობას მიზანმიმართულად აჭიანურებს.

პაატა სალია სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: წერტილი დაესვა სპეკულაციებს, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე

"დღეს, საბოლოოდ დაესვა წერტილი სპეკულაციებს იმის თაობაზე, იყო თუ არა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერი მაშინ, როდესაც ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილები“ ,- ასე ეხმაურება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა ნატახტარში წყლის ჩამომსხმელი საწარმო გახსნეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარში მტკნარი წყლის ჩამომსხმელი საწარმო გახსნეს. 

 
ნათია თურნავა: ჩვენ გავაანალიზეთ პრობლემები, რომელთაც მცირე მეწარმეები წიაღით სარგებლობის ნაწილში აწყდებიან და დავიწყეთ მნიშვნელოვანი რეფორმა

„მთავრობის მიერ დამტკიცებული წიაღის სექტორის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მცირე მეწარმეებისთვის პროცედურების გამარტივება და ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვაა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, წიაღით სარგებლობის ლიცენზიატებთან შეხვედრისას განაცხადა.

ნათია თურნავამ 50 მცირე მეწარმეს წყლის მოპოვების გამარტივებული წესით სარგებლობის ლიცენზიები გადასცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 50 მცირე მეწარმეს დღეს მიწისქვეშა მტკნარი წყლით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობები გადასცა.

ნათია თურნავა: 2020 წელს მცირე საწარმოები 3000-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებენ

„დღეს აქ შეკრებილი ადამიანები სათითაოდ ხართ მცირე ბიზნესი, მაგრამ მთლიანობაში დიდი დამსაქმებელი სექტორი. რამდენადაც ვიცი, უახლოეს პერიოდში ჯამში 1000-მდე ადამიანი დასაქმდება მხოლოდ თქვენი ბიზნესების ფარგლებში, - ასე მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 50 მცირე მეწარმეს, რომლებსაც მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების ლიცენზია გამარტივებული წესით გადაეცათ.

ცოტნე ზურაბიანი: უპასუხისმგებლო ოპოზიციის მხრიდან იყო უსუსური მცდელობა, მოეტყუებინათ და შეცდომაში შეეყვანათ ევროპარლამენტარები

„უპასუხისმგებლო ოპოზიციის მხრიდან იყო უსუსური მცდელობა, მოეტყუებინათ და შეცდომაში შეეყვანათ ევროპარლამენტარები. ეს არახალია ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. ესაა ის, რასაც ისინი აკეთებდნენ წლების განმავლობაში და არ ადარდებდათ ჩვენი ქვეყნის იმიჯი და საერთაშორისო რეპუტაცია. ახლაც ანალოგიური მეთოდებით ეცადნენ, რომ დეზინფორმაციის საშუალებით გარკვეული აზრი შეექმნათ, მაგრამ როგორც ბევრჯერ, ისე ახლაც, აბსოლუტურად წარუმატებელი იყო მათი მცდელობა“, - ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ცოტნე ზურაბიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილი: რატომღაც დაკომპლექსებული ერი გავხდით

„ჩვენ უზარმაზარი შესაძლებლობები გვაქვს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც საქართველოსა და კავკასიის მეცნიერებების შემსწავლელი საკოორდინაციო ცენტრის დაფუძნების შესახებ დოკუმენტს ხელი მოეწერა.

ცოტნე ზურაბიანი: ევროსტრუქტურების დამოკიდებულება, მხარდაჭერა და განწყობა ცალსახად ჩანს იმ რეზოლუციებში და გადაწყვეტილებებში, რომელიც ევრონესტზე იქნა მიღებული

„ევროსტრუქტურების დამოკიდებულება, მხარდაჭერა, განწყობა, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების გზაზე, ცალსახად ჩანს იმ რეზოლუციებში და გადაწყვეტილებებში, რომელიც იქნა მიღებული. ცალკეული დეპუტატების მოსაზრებები არის მათი პირადი მოსაზრებები, ხშირად ნაკარნახევი იმ დეზინფორმაციით, რომლითაც საზრდოობს ნაციონალური მოძრაობა წლების განმავლობაში“, - ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ცოტნე ზურაბიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.

ცოტნე ზურაბიანი: საარჩევნო სისტემის უნივერსალური მოდელი, რომლითაც შეიძლება ყველამ იხელმძღვანელოს - არ არსებობს

„საარჩევნო სისტემის უნივერსალური მოდელი, რომლითაც შეიძლება ყველამ იხელმძღვანელოს - არ არსებობს“,- ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ცოტნე ზურაბიანმა, ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში TEDxTbilisi 2019 - თან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში TEDxTbilisi 2019 დაკავშირებით 11 დეკემბერს, 12:00 საათზე პრესკონფერენცია გაიმართება.

ნათია თურნავა: ლარის გამყარების პროცესი გაგრძელდება

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ლარის გამყარების პროცესი გაგრძელდება.

ბიზნესომბუდსმენი FDI-ს ზრდაზე: რეინვესტირების ციფრები ადასტურებს, რომ ბიზნესი ენდობა ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო კლიმატს

ეს ციფრები არის  მესიჯი და დადასტურება ბიზნესის მხრიდან იმისა, რომ ბიზნესი ენდობა ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო კლიმატს - ასე აფასებს საქართველოს ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი 2019 წლის მე-3 კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 13%,7-იან ზრდას.

  

მიხეილ დაუშვილი: მიდის კონსტრუქციული მსჯელობა რა ფორმით უნდა ამოქმედდეს მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულება, რათა რეგულაცია ბიზნესისთვის დამატებით წნეხად არ იქცეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნერგავს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპს სპეციფიკური ნარჩენებისთვის.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისოდ აკრედიტებულ პროგრამებზე მიღებას აცხადებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2020-2021 სასწავლო წელს საერთაშორისოდ აკრედიტებულ პროგრამებზე მიღებას გამოაცხადებს.

მიხეილ დაუშვილი: აზარტულ და მომგებიან თამაშობების რეკლამის შეზღუდვის კანონპროექტზე პარლამენტს შენიშვნები გავუგზავნეთ

ბიზნესომბუდსმენის აპარატმა სათამაშო ბიზნესის რეკლამის შეზღუდვის შესახებ პარლამენტში დარეგისტირებულ საკანონმდებლო პაკეტზე შენიშვნები დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის დოკუმენტს გაუგზავნა.

პაატა სალია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: არ არსებობდა არანაირი გარემოება, რომ საკითხი გადახედილიყო 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე 18 ივლისს გამოტანილი ვერდიქტის გადახედვა დაუშვებლად ცნო, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი პაატა სალია გამოეხმაურა.

სტრასბურგის გადაწყვეტილება ცნობილია - "რუსთავი 2"-ის საქმე არ გადაიხედება

2019 წლის 9 დეკემბერს 5 მოსამართლისგან შემდგარმა დიდი პალატის კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება 3 საქმის დიდი პალატისთვის გადაცემის მოთხოვნაზე უარის შესახებ. "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საბოლოოა.