ვახტანგ გომელაურმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს სანაპირო დაცვის ხომალდზე უმასპინძლა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტემიოლერს და დელეგაციის წევრებს ხომალდ "დიოსკურიაზე" უმასპინძლა. .

მან სტუმრებს ნატოს ოპერაციათა კონცეფციის შესაძლებლობების (OCC) პროცესში ჩართული სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფები წარუდგინა


„ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი ბათუმში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის მკაფიო სიგნალი და მხარდაჭერა საქართველოსთვის. მოხარული ვარ, რომ შევხვდი და გავიცანი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ქალბატონი როუზ გოტემიოლერი და ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები და ელჩები. დავათვალიერეთ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვისთვის გადმოცემული „აილენდის“ კლასის ორი ხომალდი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო ნატოს საიმედო პარტნიორია.


ჩვენ ჩართულები ვართ ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებაში. მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პასუხისმგებელ შავი ზღვის აუზის რეგიონის უსაფრთხოებაზე და ეს გემები იქნება ჩართული ამ მიმართულებით, რათა უსაფრთხოება ჩვენი ქვეყნის გავაძლიეროთ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.


სტუმრებმა საქართველოს სანაპირო დაცვის აილენდის კლასის საპატრულო ხომალდი "ოჩამჩირეც" მოინახულეს. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტემიოლერმა გემის დათვალიერების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. როუზ გოტემიოლერმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა:


“ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და საქართველოს სანაპირო დაცვის განვითარების ნახვა. მოხარული ვარ რომ მოვინახულე თქვენი სანაპირო დაცვის გემები და მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი სანაპირო დაცვის ოფიცრებს და სამხედრო მოსამსახურეებს. მქონდა საშუალება გავსაუბრებოდი აბორდაჟის გუნდის წევრებს, რომლებმაც ნატო-სთან ერთად გაიარეს წვრთნები. ასევე, ხაზი გავუსვით იმას, რომ საქართველოს სანაპირო დაცვა ემსახურება უსაფრთხოებას და უშიშროებას შავი ზღვის რეგიონში. ძალზედ მოხარული ვარ ბათუმში ყოფნით, მზიანი ამინდით, ბრიუსელში წვიმიანი ამინდის შემდეგ“.


ღამის კლუბ "შავი ვარდის" მენეჯერი დააკავეს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და თვითნებურად, ჩადენილი ძალადობით,
კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლება- ოპოზიციის  მორიგი შეხვედრა გაიმართება

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მორიგი შეხვედრა გაიმართება. შეხვედრებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

ზაზა შათირიშვილი კონგრესმენების წერილებზე: ეს წერილები საშუალო სტატისტიკურ ამომრჩეველზე არ მოქმედებს

"ეს წერილები საშუალო სტატისტიკურ ამომრჩეველზე არ მოქმედებს", - ამის შესახებ ზაზა შათირიშვილმა POSTV-ის თოქშოუში „აპოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ განაცხადა.

ცაგერში საძიებო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა - მესამე მამაკაცის ცხედარიც იპოვეს 

ცაგერში, სოფელ ჩხუტელასთან საძიებო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. მაშველებმა წყალსაცავის მიმდებარედ გადავარდნილ ავტომობილში მყოფი სამივე მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

თორნიკე მამალაძე: გორგი მამალაძის გათავისუფლების შემთხვევაში პატრიარქის კერპი დაიმსხვრევა 

თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, მისი ძმის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

ეკონომიკის სამინისტრო ბაზარზე სათამაშოების ზედამხედველობას იწყებს

ეკონომიკის სამინისტრო ბაზარზე სათამაშოების ზედამხედველობას იწყებს - საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად მომზადებული ტექნიკური რეგლამენტი სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ, რომლის მოქმედებაც ვრცელდება 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ სათამაშოებზე.

გენადი არველაძე: სათამაშოების უსაფრთხოების ზედამხედველობის დაწყება საზოგადოების დაკვეთა და ევროკავშირის ვალდებულებების შესრულებაა 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ სათამაშოების უსაფრთხოების ტექნიკურ რეგლამენტზე ისაუბრა. 

სალომე ზურაბიშვილი: თურქეთში მომხდარი მიწისძვრა საშინელი ტრაგედიაა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თურქეთში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება.  

 
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა. 

"კორონავირუსის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 56-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, "კორონავირუსის" შედეგად ჩინეთში 56 ადამიანი დაიღუპა. 

თბილისში ნარკოდანაშაულისთვის აზერბაიჯანის 2 მოქალაქე დააკავეს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ნარკოდანაშაულისთვის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2 მოქალაქე: 1985 წელს დაბადებული ხ.ნ. და 1982 წელს დაბადებული ნ.გ. თბილისში დააკავეს.

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა. 

გიორგი ვოლსკი: ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენთის საგანგებო მნიშვნელობის ქვეყანაა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში საქართველოს ხელისუფლების მისამართით აშშ-ის რამდენიმე კონგრესმენის მიერ გამოგზავნილ წერილებზე ისაუბრა და ის მიზეზები განმარტა, რომლებიც აღნიშნულ წერილებს დაედო საფუძვლად.

გიორგი ვოლსკი: „ფრონტერას“ საკითხი საერთაშორისო არბიტრაჟში გადაწყდება

გიორგი ვოლსკის მიიჩნევს, რომ „ფრონტერას“ საკითხი საერთაშორისო არბიტრაჟში გადაწყდება.

თბილისის აეროპორტში "კორონავირუსის" გავრცელების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები დაიწყო 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში “კორონავირუსის” გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებები უკვე დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინიწტო ავრცელებს. 

"არ აქვს  მნიშვნელობა  პირდაპირი  რეისით ჩამოსული მგზავრი იქნება  თუ ტრანზიტულად, სკრინინგი ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს უტარდება"

არ აქვს  მნიშვნელობა  პირდაპირი  რეისით ჩამოსული მგზავრი იქნება  თუ ტრანზიტულად, სკრინინგი ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს უტარდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. 

დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობისთვის დაკავებული ბრალს არ აღიარებს

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობისთვის დაკავებულს ზაზა მურჯიკნელს ბრალი წარედგინა. 

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე მოძრაობა თავისუფალია

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

გლდანის მერვე მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდება

გლდანის მერვე მიკრორაიონში N23 - N11 - N9 - N6 კორპუსებს შორის არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

თამარ გაბუნია "კორონავირუსზე":ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემადი ინფექციები კონტქატურად ტვირთით ან რაიმე სხვა გზით არ გადაეცემა

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, "კორონავირუსი" გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით. ამ გზით გადაცემადი ინფექციები კონტქატურად ტვირთით ან რაიმე სხვა გზით არ გადაეცემა.

თამარ გაბუნია: ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრები შემოწმდებიან 

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონა ვირუსის პრევენციის და მისი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა კომისია ყველა უწყების წარმომადგენლის მონაწილეობით.