საჩხერეში სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისი გაიხსნა

საჩხერის მუნიციპალიტეტში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამსახურის თანამედროვე სტანდარტის ოფისი გაიხსნა.

ახალი ოფისი ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკური საშუალებით არის აღჭურვილი.  შენობაში განთავსებულია სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაც, სადაც შესაბამისი კვლევები ჩატარდება.


ახალი ოფისი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა,  რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან,სოზარ სუბართან  და იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულთან, ზვიად შალამბერიძესთან    ერთად გახსნა.


ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ  რეგიონებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა ხელს უწყობს არსებულ გამოწვევბთან გამკლავებას და მომხმარებლის ინტერსების და ჯანმრთელობის დაცვას.


„საჩხერის მოსახლეობას  უკვე შეუძლია თანამედროვე სტანდარტების მომსახურებით  ისარგებლოს. ჩვენ, ფაქტობრივად, ყველა რეგიონულ ცენტრში გვაქვს სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამედროვე სტანდარტის ოფისი. ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება მუნიციპალიტეტების დონეზე დავიწყეთ,  სადაც, სურსათის სამსახურთან ერთად, ჩვენი ლაბორატორიაცაა წარმოდგენილი. თანამედროვე ოფისების გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ ის გამოწვევები დავძლიოთ, რომელიც მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების ასევე, უვნებელი სურსათის კუთხით გვაქვს. გარდა ამისა, მნიშვენლოვანიამოსახლეობამდე ახალი რეგულაციებისშესახებაც მივიტანოთ ინფორმაცია. ჩვენ გვექნება რეგულარული კომუნიკაცია მოსახლეობასთან, ფერმერებთან, რათა რეგულაციების დანერგვა მაქსიმალურად უმტკივნეულო იყოს დასოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიოანობა გაიზარდოს”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


მინისტრმა,სტუმრებთანერთად,სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკაც დაათვალიერა და საჩხერის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა.


აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლს, ცხოველების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით  ვაქცინაციას სხვადასხვა დაავადებაზე, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვას მავნებლებისგან, საექსპორტო პროდუქციის სერტიფიცირებას.


საჩხერეში სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისის გახსნას  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე,სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსიზურაბ ჩეკურაშვილი, სამინისტროს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის უფროსი ირაკლი გულედანი,საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


მიმდინარე წელს სურსათის ერვნული სააგენტოს ახალი ოფისი უკვე  გაიხსნა აბაშის მუნიციპალიტეტში. თანამედროვე სტანდარტების ოფისების გახსნა იგეგმება ფოთსა და მესტიაში. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაგეგმილი მომავალ წელსაც.


 


დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა: წმინდა სინოდზე ჩემს გამოკითხვას მოვითხოვ

" წმინდა სინოდზე თუ არ მოხდება ჩემი გამოკითხვა მეორე დღეს საჯარო გახდება ის ინფორმაცია, რასაც მე ვფლობ",-ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ თორნიკე მამალაძემ Tv პირველის ეთერში განაცხადა. 

თამარ ჩუგოშვილი: ბოლო საპარლამენტო არჩევნებში 49% გვქონდა და ჩვენი ამოცანაა, ეს მაჩვენებელი გავაუმჯობესოთ

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის თქმით, მმართველი გუნდის ამოცანაა 2020 წლის არჩევნებში მაქსიმალური ხმების მიღება.

თამარ ჩუგოშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის პორტი, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი აშენდეს

„მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი აშენდეს და მნიშვნელოვანია ისიც, რომ საბანკო სისტემა იყოს სანდოობის და სიმყარის მქონე, იმიტომ რომ ამის ჩამოშლას მძიმე შედეგების მოტანა შეუძლია“.

პოლიციამ ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავა

ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, 1972 წელს დაბადებულ ლ.ძ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მერაბ კოსტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

16 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენა გაიხსნება, რომელიც საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ხსოვნას ეძღვნება.

16 ოქტომბრიდან ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა შეიცვლება

ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მასშტაბური სამუშაოებიდან გამომდინარე, 16 ოქტომბრის 00:00 საათიდან ჭავჭავაძის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა ნაწილობრივ შეიცვლება.

ეკატერინე მიქაბერიძე: აგრო ტურიზმის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ შეხვედრაზე,  საქართველოში აგრო ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები და პერსპექტივები განიხილა.

ჯივიპი კრწანისის რაიონში, ქვემო ფონიჭალაში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 16 ოქტომბერს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში, ქვემო ფონიჭალაში, ვაგზლის ქუჩა N8-ს მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

მამუკა მდინარაძე: ვისაც ან აღქმის პრობლემა ჰქონდა ან უნდოდა, რომ ასე გადაეთარგმნა კობახიძის ნათქვამი, თქვა და დანარჩენებმა გაიზიარეს ეს ნათქვამი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, იმ ადამიანებს, ვინც ირაკლი კობახიძის ნათქვამი სპეკულაციურად გამოიყენა, ან აღქმის პრობლემა აქვთ ან მათ ეს ჭირდებათ საკუთრი მიზნებისთვის.

მამუკა მდინარაძე: ეს ის კომისიაა, რომლის მუშაობის პირობებშიც 10 დღეში იხსნება ტელევიზიები საქართველოში და მათ არანაირი პრობლემა არ ექმნებათ

„ეს ის კომისიაა, რომლის მუშაობის პირობებშიც 10 დღეში იხსნება ტელევიზიები საქართველოში და მათ არანაირი პრობლემა არ ექმნებათ“, - ამ სიტყვებით მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს. 

ჯი ეს ენის (GSN) პოს აღჭურვილობები

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, იხვეწება და ვითარდება სამეწარმეო საქმიანობისთვის საჭირო მოწყობილობები.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრის ეპიცენტრი ხარაგაულის რაიონში, სოფელ ჩალხეეთთან იყო.

"ევროპული საქართველო" სირიაში თურქეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით, თანაგუნდელ აჰმედ იმამკულიევის პოზიციას არ იზიარებს

როგორც "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა, იმამკულიევის მხრიდან აღნიშნული ნაბიჯი პერსონალური პოზიციის გამოხატულება იყო.

გიორგი გახარია სომხეთის პრეზიდენტსა და კათალიკოს გარეგინ მეორეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეხვდა.

ირაკლი მეზურნიშვილი: ანაკლიის განვითარების კონსორციუმი უპასუხისმგებლოდ მიუდგა პროექტს და ვალდებულებები ვერ შეასრულა

„ჩვენთვის ანაკლიის პროექტი უმნიშვნელოვანესია, როგორც კომერციულად და ეკონომიურად, ისე პოლიტიკურად“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

დავით ჯავახაძე: მთავრობა თანახმაა ინვესტორმა წერილი გაასაჯაროვოს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით ჯავახაძე აცხადებს, რომ თანახმაა გასაჯაროვდეს წერილი, რომელიც "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" მთავრობას გამოუგზავნა და სადაც, კონსორციუმის გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებით, "საუბარია პროექტის განვითარების პერსპექტივებზე".

საბა 2019-ის ფინალისტები

ლიტერატურული პრემია „საბას“ 6 ნომინაციის ფინალისტები ხვალ დასახელდება.

თბილისის უბნების ნაწილს 16 ოქტომბერს ელექტრომამარაგება შეეზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 16 ოქტომბერს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კონკრეტული უბნების ჩამონათვალს და დეტალურ ინფორმაციას თელასი ავრცელებს.

შემოსავლების სამსახური საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის წლიურ კონფერენციას უმასპინძლებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის წლიურ კონფერენციასა და ტექნოლოგიურ გამოფენას უმასპინძლებს.

ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საგრანტო პროექტები განიხილა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს შეხვდა.

16 ოქტომბრის ლარის კურსი ცნობილია

15 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელი დარჩა და 2.9701 ლარი შეადგინა.