პრემიერი: ეკონომიკის სწრაფი განვითარება დამოკიდებულია ბიზნესგარემოზე და იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეძლებს ბიზნესი სამუშაო ადგილების შექმნას

ეკონომიკის სწრაფი და რაც მთავარია მდგრადი განვითარება დამოკიდებულია პირველ რიგში ბიზნესგარემოზე,მის განვითარებაზე და შესაბამისად იმაზე, რამდენად სწრაფად და ეფექტურად შეძლებს ბიზნესი სამუშაო ადგილების შექმნას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ ინისტრმა გიორგი გახარიამ, ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა დღეიდან ბიზნესთან სექტორული შეხვედრები დაიწყო. პირველი შეხვედრა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან გაიმართა.


მთავრობის მეთაურის განცხადებით, არცერთი ნაბიჯი ტურისტულ სექტორში არ იქნება გადადგმული აღნიშნულ სექტორთან დიალოგის გარეშე.


"დავიწყეთ საუბარი ტურისტული სექტორით, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ეს იყო ყველაზე დიდი გარღვევა, ყველაზე დიდი ზრდა გვაქვს აქ და რაც მთავარია გადაცემის ეფექტი ამ დარგს აქვს ყველაზე დიდი. მოგეხსენებათ, რომ 2018 წელი ჩვენ დავამთავრეთ დაახლოებით 7 მილიონზე მეტი ვიზიტორით ქვეყანაში და დაახლოებით 3,2 – 3,3 მილიარდი დოლარი შემოსავლებით ჩვენი ეკონომიკისთვის. რა თქმა უნდა ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა გამოწვევები ძალიან ბევრია, რომელზეც დღეს ჩვენ აქ უნდა ვისაუბროთ. უნდა ვიცოდეთ, რომ არცერთი ნაბიჯი სექტორში არ იქნება გადადგმული თქვენთან საუბრის გარეშე. ეს იქნება წესი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვიმოქმედებთ. ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ, რა არის მთავრობის ფუნქცია აქ. მთავრობის ფუნქცია არის ის, რომ თქვენთან ერთად იზრუნოს ბაზრების დივერსიფიცირებაზე, ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნაზე და დარგში საუკეთესო საინვესტიციო გარემოს შექმნაზე. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა. ამისთვის მთავრობამ 2020 წლის ბიუჯეტში ტურისტული მიმართულებით მოახდინა დაახლოებით 115 მილიონი ლარის ალოკაცია, რომელიც იქნება დახარჯული ამ მიზნების მისაღწევად",- განაცხადა გახარიამ.


მისივე თქმით, მთავრობისთვის ბიზნესში დამატებითი ენერგია მნიშვნელოვანია.


"ჩვენი ამოცანაა, რომ ჩამოვყალიბდეთ მიმართულებებზე, როგორ, რანაირად, სწრაფად და ეფექტურად ვხარჯავთ ამ ფულს. კონკრეტულ შემთხვევებში თქვენ შეიძლება გქონდეთ პრობლემები, რომლის გადაჭრასაც ბიუროკრატიული იქნება, არაბიუროკრატიული, სუბიექტური თუ ობიექტური, გპირდებით, რომ ამას დასჭირდება დღეები, იქ სადაც შესაძლებელია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამატებითი ენერგია ეკონომიკაში სასწრაფოდ იყოს მობილიზებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მე მესმის ჩვენი ფუნქცია - დაგეხმაროთ და მოვახდინოთ ტურისტული ბაზრების დივერსიფიცირება, შევქმნათ ახალი ტურისტული პროდუქტები და დარგში შევქმნათ იდეალური საინვესტიციო გარემო. ეს არის ამოცანა, რომელზეც უნდა ვისაუბროთ, საბოლოო მიზანი არის ძალიან მარტივი - მეტი ტურისტი ქვეყანაში, მეტი შემოსავალი, მეტი სამუშაო ადგილი და რა თქმა უნდა, ქვეყნის მეტი ცნობადობა. იმიტომ, რომ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეკონომიკური ეფექტების გარდა ყველას კარგად გვესმის, რომ ტურიზმს აქვს არანაკლებ მნიშვნელოვანი ეფექტი გადაცემის - ეს არის ქვეყნის ცნობადობა და ამას ჩვენთვის განვითარებადი დემოკრატიისთვის, განვითარებადი ეკონომიკისთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მინდა იცოდეთ, რომ ამ მთავრობის, ჩვენი გუნდის კარიც, ტელეფონებიც, ყველაფერი იქნება წვდომადი იმისთვის, რომ სწრაფად, იქ, სადაც შესაძლებელია, სადაც პრობლემები არის ობიექტური, სადაც პრობლემების გადაწყვეტას შევძლებთ სწრაფად, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ. გთავაზობთ, რომ მაქსიმალურად ღიად ვისაუბროთ შეზღუდვების გარეშე და მზად ვართ კრიტიკისთვის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


 


შსს: ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი

"აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი",-ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 
საპატრულო პოლიციის უფროსი: განსაკუთრებული დეპარტამენტის წარმომადგენლებს არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი არ აქვთ

საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის თქმით, განსაკუთრებული დეპარტამენტის წარმომადგენლებს არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი არ აქვთ. 

ახალციხე-ადიგენის გზაზე მანქანა დაიწვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე.

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ საპროტესტო აქციას კახეთიც უერთდება

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები ჩალაუბნის პოლიციის გამშვებ პუნქტთან შეიკრიბნენ.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან ციხეში გადაიყვანეს

ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან ციხეში გადაიყვანეს. 

ბელარუსში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ბელარუსში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება.

საფრანგეთში „ყვითელჟილეტიანები“ და სამართალდამცველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

უცხოური მედიის ინფორმაციით, შეტაკება მაშინ, მოხდა როდესაც მოძრაობის წევრები  საპროტესტო აქციის ერთი წლისთავს აღნიშნავდნენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ჯარში კვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტრო თავდაცვის ძალების ხორცის მომარაგებასთან დაკავშირებით სტუდია მონიტორის მიერ მომზადებულ სიუჟეტს გამოეხმაურა.

 

ჯივიპი გლდანის მე-2 მიკრორაიონში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 18 ნოემბერს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის რაიონში, მე-2 მიკრორაიონის N36-ე კორპუსის მიმდებარედ, წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კურორტ აბასთუმანს და მიმდებარე სოფლებს გაზი არ მიეწოდება

დაბა აბასთუმანს და ადიგენის ექვს სოფელს, ბუნებრივი აირის მიწოდება 17 ნოემბერს, გამთენიისას შეუწყდა.

თბილისში „პატრიოტთა ალიანსისა“ და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციას სამეგრელოდან შემოუერთდებიან

დედაქალაქში დაგეგმილ აქციებზე დასასწრებად "ნაციონალური მოძრაობისა" და "პატრიოტთა ალიანსის" მხარდამჭერები სამეგრელოდან გაემგზავრნენ. 

 

საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ილია მეორეს თანადგომა გამოუცხადეს

15 და 16 ნოემბერს ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საპატრიარქო რეზიდენციაში საქართველოში არსებული რელიგიებისა და კონფესიების ლიდერები და მათი წარმომადგენლები მიიღო.

თბილისში დღეს ორი საპროტესტო აქცია გაიმართება

თბილისში, დღეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და ასევე რესპუბლიკის მოედანზე ორი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად „თეთრი ხალათების“ აქცია გაიმართება

 საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად ხვალ, 18 ნოემბერს "თეთრი ხალათების" აქცია გაიმართება. 

კახა კალაძე: ყველა სტრუქტურა მუშაობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს სახლში

„დე ფაქტო ცხინვალელმა ჩინოვნიკებმა თუ არ იციან, მენტორებმა აუხსნან, რომ ექიმი ხელშეუხებელია მსოფლიოს ნებისმიერ ცხელ წერტილში“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას.

 

პროტესტის მე-3 დღე - რუსთაველის გამზირზე აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა. 

ბოკერია ე.წ. გერმანულ მოდელზე: უტიფარი სიცრუეა, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

"კიდევ ერთი უტიფარი სიცრუე, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება",- ასე უპასუხა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მმართველი გუნდის განცხადებას, რომ ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან არათავსებადია. 

ციხელაშვილი: ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს

„ამ ძალიან რთულ პირობებში ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს,  რათა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და ინტერესი დაიცვას. ამ შემთხვევაში, ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის, რათა ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. ამაზე მაღალი ინტერესი, ამ ეტაპზე, არ გვაქვს“ – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა  საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრიდაშვილის ოჯახში სტუმრობის შემდეგ განაცხადა.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. 

ირმა ინაშვილი: ჩვენი შეკრებით ხვალ პოლიტიკურ სპექტაკლებს და მელაკუდობას გავაპროტესტებთ

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა მრავალაათასიანი აქცია დაანონსა.

დავით უსუფაშვილი ე.წ. გერმანულ მოდელზე: კონსტიტუციასთან არანაირი წინააღმდეგობა არ არის

„ეს არის თითიდან გამოწოვილი არგუმენტი, არანაირი წინააღმდეგობა კონსტიტუციასთან არ არის“, - ასე გამოეხმაურა „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან არათავსებადია.