საქართველო კორუფციის კონტროლის მიხედვით ევროპის საუკეთესო ოცეულშია

2019 წლის 1-ელ ოქტომბერს, მსოფლიო ბანკმა "მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების" გამოკვლევა გამოაქვეყნა, საქართველო კორუფციის კონტროლის მიხედვით მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულში გამწესდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, კორუფციის კონტროლის შეფასებისას, მსოფლი ბანკი დაეყრდნო 11 სხვადასხვა მაშტაბურ კვლევას და მსოფლიო წამყვანი კვლევითი ცენტრების  კვალიფიციურ ექსპერტიზას, რომელთა შორის აღსანიშნავია საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს და საფრანგეთის განვითრების სააგენტოს ერთობრივი სპეციალური ექსპერტული გამოკვლევა (Institutional Profiles Database (IPD) ინსტიტუციური პროფილების მონაცემთა ბაზა. კვლევა, რომელიც "მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების" მეთოდოლოგიით გადამუშავდა, საშუალებას იძლევა, სარეიტინგო თვალსაზრისით შეფასდეს აღმასრულებელი ხელისუფლების კორუფციისაგან თავისუფლების დონე  სამ პრობლემატურ საკითხთან მიმართებით: 1.კორუფცია ადმინისტრაციასა და ადგილობრივ ბიზნესს შორის; 2.კორუფცია ადმინისტრაციასა და უცხოურ ბიზნესს შორის; 3.წვრილმანი კორუფცია ადმინისტრაციასა და მოქალაქეებს შორის. შემაჯამებელი შეფასების 100%-ინი სკალიდან საქართველომ 75%-ი მიიღო,   მსოფლიოში 21-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მეცამეტე პოზიციაზე მოხვდა.


საქართველომ რეიტინგში გაუსწრო ისეთ მოწინავე ეკონომიკებს, როგორიცაა ირლანდია შვეიცარია, ჰონგ კონგი, სლოვენია, კვიპროსი, ჩეხეთი, პორტუგალია, პოლონეტი, მალტა, ხორვატია, იტალია, უნგრეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, ესპანეთი, საბერძნეთი, რუმინეთი,  და ა.შ. ამასთან, საქართველო რეიტინგში გაუთანაბრდა ლიეტუვას და იაპონიას.


მთლიანობაში ინსტიტუციური პროფილების მონაცემთა ბაზაში მოცემულია მრავალი ინდიკატორი 100+ განვითარებული და განვითარებადი ქვეყნის ინსტიტუციური მახასიათებლების შესახებ.


ეს სპეციალური გამოკვლევა ხორციელდება საფრანგეთის ეკონომიკის, ინდუსტრიისა და დასაქმების სამინისტროს, აგრეთვე საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ექსპერტების ჩართულობით და ამ ორივე უწყების სტაფის მონაწილეობით.


უწყების ინფორმაციით, თავის მხრივ, გლობალური მმართველობის ინდიკატორები (World Governance Indicators) წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც სრულად ეფუძნება სხვადასხვა გლობალურ რეიტინგებსა და შეფასებებს (მაგ. Freedom House, IREX Media Sustainability Index, Open Budget Index, World Justice Project და ა.შ. სულ 33 ). აღნიშნული მონაცემები თავის მხრივ ეყრდნობა კვლევით ინსტიტუტებისა და ცენტრების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ისევე როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს. არსებული გლობალური რეიტინგების აგრეგაციის გზით გლობალური მმართველობის ინდიკატორების მიერ ხდება ახალი ერთიანი მაჩვენებლების მიღება. გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს მასშტაბით ფასდება 214 ქვეყანა და ტერიტორია, მათ შორის, მსოფლიო ბანკის წევრი 189 სახელმწიფო. კვლევა მოიცავს პერიოდს 1996 წლიდან 2018 წლის ჩათვლით.


დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა: წმინდა სინოდზე ჩემს გამოკითხვას მოვითხოვ

" წმინდა სინოდზე თუ არ მოხდება ჩემი გამოკითხვა მეორე დღეს საჯარო გახდება ის ინფორმაცია, რასაც მე ვფლობ",-ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ თორნიკე მამალაძემ Tv პირველის ეთერში განაცხადა. 

თამარ ჩუგოშვილი: ბოლო საპარლამენტო არჩევნებში 49% გვქონდა და ჩვენი ამოცანაა, ეს მაჩვენებელი გავაუმჯობესოთ

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის თქმით, მმართველი გუნდის ამოცანაა 2020 წლის არჩევნებში მაქსიმალური ხმების მიღება.

თამარ ჩუგოშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის პორტი, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი აშენდეს

„მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი აშენდეს და მნიშვნელოვანია ისიც, რომ საბანკო სისტემა იყოს სანდოობის და სიმყარის მქონე, იმიტომ რომ ამის ჩამოშლას მძიმე შედეგების მოტანა შეუძლია“.

პოლიციამ ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავა

ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, 1972 წელს დაბადებულ ლ.ძ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მერაბ კოსტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

16 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენა გაიხსნება, რომელიც საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ხსოვნას ეძღვნება.

16 ოქტომბრიდან ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა შეიცვლება

ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მასშტაბური სამუშაოებიდან გამომდინარე, 16 ოქტომბრის 00:00 საათიდან ჭავჭავაძის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა ნაწილობრივ შეიცვლება.

ეკატერინე მიქაბერიძე: აგრო ტურიზმის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ შეხვედრაზე,  საქართველოში აგრო ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები და პერსპექტივები განიხილა.

ჯივიპი კრწანისის რაიონში, ქვემო ფონიჭალაში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 16 ოქტომბერს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში, ქვემო ფონიჭალაში, ვაგზლის ქუჩა N8-ს მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

მამუკა მდინარაძე: ვისაც ან აღქმის პრობლემა ჰქონდა ან უნდოდა, რომ ასე გადაეთარგმნა კობახიძის ნათქვამი, თქვა და დანარჩენებმა გაიზიარეს ეს ნათქვამი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, იმ ადამიანებს, ვინც ირაკლი კობახიძის ნათქვამი სპეკულაციურად გამოიყენა, ან აღქმის პრობლემა აქვთ ან მათ ეს ჭირდებათ საკუთრი მიზნებისთვის.

მამუკა მდინარაძე: ეს ის კომისიაა, რომლის მუშაობის პირობებშიც 10 დღეში იხსნება ტელევიზიები საქართველოში და მათ არანაირი პრობლემა არ ექმნებათ

„ეს ის კომისიაა, რომლის მუშაობის პირობებშიც 10 დღეში იხსნება ტელევიზიები საქართველოში და მათ არანაირი პრობლემა არ ექმნებათ“, - ამ სიტყვებით მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს. 

ჯი ეს ენის (GSN) პოს აღჭურვილობები

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, იხვეწება და ვითარდება სამეწარმეო საქმიანობისთვის საჭირო მოწყობილობები.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრის ეპიცენტრი ხარაგაულის რაიონში, სოფელ ჩალხეეთთან იყო.

"ევროპული საქართველო" სირიაში თურქეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით, თანაგუნდელ აჰმედ იმამკულიევის პოზიციას არ იზიარებს

როგორც "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა, იმამკულიევის მხრიდან აღნიშნული ნაბიჯი პერსონალური პოზიციის გამოხატულება იყო.

გიორგი გახარია სომხეთის პრეზიდენტსა და კათალიკოს გარეგინ მეორეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეხვდა.

ირაკლი მეზურნიშვილი: ანაკლიის განვითარების კონსორციუმი უპასუხისმგებლოდ მიუდგა პროექტს და ვალდებულებები ვერ შეასრულა

„ჩვენთვის ანაკლიის პროექტი უმნიშვნელოვანესია, როგორც კომერციულად და ეკონომიურად, ისე პოლიტიკურად“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

დავით ჯავახაძე: მთავრობა თანახმაა ინვესტორმა წერილი გაასაჯაროვოს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით ჯავახაძე აცხადებს, რომ თანახმაა გასაჯაროვდეს წერილი, რომელიც "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" მთავრობას გამოუგზავნა და სადაც, კონსორციუმის გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებით, "საუბარია პროექტის განვითარების პერსპექტივებზე".

საბა 2019-ის ფინალისტები

ლიტერატურული პრემია „საბას“ 6 ნომინაციის ფინალისტები ხვალ დასახელდება.

თბილისის უბნების ნაწილს 16 ოქტომბერს ელექტრომამარაგება შეეზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 16 ოქტომბერს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კონკრეტული უბნების ჩამონათვალს და დეტალურ ინფორმაციას თელასი ავრცელებს.

შემოსავლების სამსახური საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის წლიურ კონფერენციას უმასპინძლებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის წლიურ კონფერენციასა და ტექნოლოგიურ გამოფენას უმასპინძლებს.

ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საგრანტო პროექტები განიხილა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს შეხვდა.

16 ოქტომბრის ლარის კურსი ცნობილია

15 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელი დარჩა და 2.9701 ლარი შეადგინა.