შალვა თადუმაძემ გიორგი მშვენიერაძის კითხვებს არ უპასუხა და არაკეთილსინდისიერი უწოდა მის საქციელს, როდესაც მშვენიერაძემ აქციაზე გიორგი გახარიას პირადი ტელეფონის ნომერი გამოაცხადა

„არ ვაპირებ თქვენს კითხვებს პასუხი გავცე“. - შალვა თადუმაძემ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) თავმჯდომარეს გიორგი მშვენიერაძეს კითხვები არ დაასმევინა.

„კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიზანი ვფიქრობ, სწორედ რომ პოლიტიკური იყო. მათ უნდათ ის კითხვის ნიშნები გაჩნდეს, რომლებიც რეალურად არ უნდა ჩნდებოდეს, მით უფრო ჩემს განათლებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თქვენ აქ შუალედი არ გაქვთ. ან კანონები არ წაიკითხეთ, ან წაიკითხეთ და ვერ გაიგეთ, რაც ნიშნავს, რომ ხართ არაკვალიფიციურები და მეორე, თუკი ეს კანონები წაიკითხეთ და გაიგეთ, ხოლო შემდეგ დამალეთ და ის კომენტარები აკეთეთ თქვენი კოალიციის წევრებმა ჩემს განათლებასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ეს არის არაკეთილსინდისიერი საქციელი კოალიციის მხრიდან“. - განაცხადა თადუმაძემ.


თადუმაძემ მშვენიერაძეს განუმარტა, რომ ის არ არის იმ კვალიფიკაციის ადამიანი, რომელმაც შეიძლება მისი კეთილსინდისიერება შეამოწმოს.


„მე აქ ვარ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი კანონით განსაზღვრული წესით და პარლამენტი უფლებამოსილია, შეამოწმოს ჩემი კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება. ჩემი კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება უნდა შეამოწმონ ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ ეს მაღალი მაჩვენებლები და შესაბამისი ლეგიტიმაცია. არ მიმაჩნია, რომ თქვენ ხართ ასეთი ადამიანი და თქვენ გაქვთ ეს თვისებები. ამ ბოლო ნაწილში არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ამ ქვეყანაში ძალიან ცოტა ადამიანი ვართ, ვინც დანაშაულის წინააღმდეგ ვიბრძვით და თქვენ, ბატონო გიორგი, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უმნიშვნელოვანესი პირის პირადი მობილური ტელეფონი გამოაცხადეთ საჯაროდ და საზოგადოებას მოუწოდეთ, მისთვის ნეგატიური მესიჯები მიეწერათ. სამოქალაქო პროტესტის ისტორიაში მსგავსი არაკეთილსინდისიერი საქციელი არ არსებობს. თქვენ არ გიფიქრიათ, ამას რა შედეგები მოჰყვებოდა. მე ზუსტად ვგრძნობ იმ კვალიფიკაციას, რომელზეც თქვენ საუბრობთ ჩემს განათლებასთან მიმართებაში და თუ ეს კვალიფიკაცია დამაკმაყოფილებელია, მაშინ ზუსტად ვგრძნობ იმ დამოკიდებულებას, რომელსაც თქვენ ახორციელებთ ამ პროცესის და კონკრეტულად ჩემ მიმართ. ამიტომ, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ მე თქვენს ვერცერთ კითხვას პასუხი ვერ გავეცი. არ ვაპირებ თქვენს კითხვებს პასუხი გავცე“. - განაცხადა თადუმაძემ.


პანკისში გვარებს შორის დაპირისპირების დროს მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება

თელავის რაიონულ სასამართლოში პანკისში მომხდარი მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით დაიწყო.

დავით ზალკალიანმა გაეროს უმაღლეს კომისართან ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლეს წარმომადგენელს ფილიპო გრანდის შეხვდა.

მიხეილ ჩხენკელმა პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩს თსუ-ს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება მიულოცა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტი ქართველ სტუდენტებს გერმანიაში საზაფხულო დასაქმების პროექტს სთავაზობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები,  რომლებმაც „პროფესიული განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“ დააფუძნეს, საქართველოში აკრედიტირებულ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს საზღვარგარეთ დასაქმებას  სთავაზობენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

WHO: ამ ეტაპზე კორონავირუსის გლობალური გავრცელების საფრთხე არ არსებობს

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ იმ ქვეყნებში სადაც კორონავირუსული ინფექცია პირველად გამოვლინდა, უფრო მეტი კონტროლია საჭირო.

ლეშეკ ბალცეროვიჩს თსუ -ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

"ჩემთვის დიდი პატივია ამ უნივერსიტეტის საპატიო დოქტორობა. ორმაგად მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ ეს ხდება საქართველოში, ვინაიდან, აქტიურად ვადევნებ თვალს საქართველოს თანამედროვე ისტორიას და დაინტერესებული ვარ იმ რეფორმებით, რაც ამ ქვეყანაში ხორციელდება",- განაცხადა  ე.წ. „შოკური თერაპიის“ ავტორმა, პოლონელმა ეკონომისტმა, სახელმწიფო მოღვაწემ და ვარშავის ეკონომიკის სკოლის პროფესორმა ლეშეკ ბალცეროვიჩმა. 

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისთვის რეკომენდაციები მუშავდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი აზიის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ინსტიტუტის (IDACA) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ექსპერტს, ტერუნუმა ჰიროშის და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) წარმომადგენლებს შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1921 წლის თებერვალში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებში დაღუპული იუნკერები კიდევ ერთხელ გაიხსენა.

დავით ზალკალიანი შვედ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი სეგმენტის სესიის ფარგლებში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ან ლინდეს შეხვდა.

ირაკლი სესიაშვილი: ქვეყანა გააძლიერებს ძალისხმევას, რომ ნატო-ში გაწევრიანება დაჩქარდეს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველო გააძლიერებს ძალისხმევას, რომ ნატო-ში გაწევრიანება კიდევ უფრო დაჩქარდეს. 

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემის გარეკანზე ტექნიკური უნივერსიტეტის ლოგო იქნება დატანილი

"საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემაში ნაშრომებისა და კვლევების გამოქვეყნების საშუალება ეძლევათ", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

 

ვოლსკი: ნატოს წევრობის გარდა, საქართველოს უსაფრთხოების სხვა გარანტია არ გააჩნია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამერიკულ გამოცემა The Washington Times-ში გამოქვეყნებული სტატიას გამოეხმაურა, სადაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მნიშვნელობაზე საუბრობს. 

პროკურორი: სასამართლომ სრულად გაიზიარა მტკიცებულებები და დადასტურებულად მიიჩნია მიხეილ კალანდიას მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენა ჯგუფურად

„სასამართლომ სრულად გაიზიარა მტკიცებულებები და დადასტურებულად მიიჩნია მიხეილ კალანდიას მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენა ჯგუფურად“, - ამის შესახებ მიხეილ კალანდიას საქმის პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპრტის მოძრაობა აღდგა.

დევნილთა მინისტრის მოადგილემ და სააგენტოს დირექტორმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

 

 

თენგიზ კალანდია: ჩემი შვილის დაპატიმრებაში ვისაც წვლილი მიუძღვის, ჯოჯოხეთში გავიყოლებ

ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას მამა თენგიზ კალანდია მის შვილთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დაკვეთად აფასებს.

მიხეილ კალანდიას ძმა: ეჭიდაონ სტრასბურგს, საქართველოში სამართალი არ არსებობს

ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდია სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მისი ძმის ლუკა კალანდიას განცხადებით ისინი საქმეს სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ.

კორონავირუსი - არსებობს თუ არა პანდემიის საფრთხე

გასულ კვირას, მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. ჩინეთში დღემდე 77 000 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 2 600 გარდაიცვალა.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.