საკითხები, რომლებიც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდზე განიხილეს

საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა ძალის არგამოყენება და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები.


მათივე ცნობით, მოლაპარაკებების ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს საოკუპაციო ძალების დესტრუქციულ და პროვოკაციულ ქმედებებზე, აგრეთვე ცხინვალის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე.


სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


"2019 წლის 8-9 ოქტომბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს საოკუპაციო ძალების დესტრუქციულ და პროვოკაციულ ქმედებებზე, აგრეთვე ცხინვალის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე.


თანათავმჯდომარეებმა და აშშ-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მოცემულ მონაკვეთზე უკანონო პროცესებს პირველად ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში ჰქონდა ადგილი, როცა საოკუპაციო ძალებმა ჩორჩანას ტყეში დაიწყეს ხეების მონიშვნა და ე.წ. "ბორდერიზაციის" პროცესი.


საქართველოს წარმომადგენლებმა გამწვავებული ვითარების ფონზე, ხაზი გაუსვეს ადგილზე ვითარების დეესკალაციის მნიშვნელობას და აღნიშნეს რუსეთის მხრიდან დესტრუქციული მოქმედებების უპირობო შეწყვეტისა და მოლაპარაკებების არსებულ ფორმატებში დიალოგის გაგრძელების აუცილებლობა.   


ქართველმა მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მძიმე შედეგები უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით. მათ ყურადღება გაამახვილეს ადგილზე მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციასა და სამხედრო წვრთნებზე. მწვავედ დაისვა საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის გაგრძელება. ამ კონტექსტში აქცენტი გაკეთდა სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების პროვოკაციულ ნაბიჯებზე, რის შედეგადაც რამდენიმე ადგილობრივმა ოჯახმა დაკარგა საკუთარ კარ-მიდამოზე წვდომა. განხილულ იქნა ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოსახლეობის უკანონო დაკავებებისა და გატაცებების შემთხვევები, როგორც ვითარების დესტაბილიზაციის კიდევ ერთი ფაქტორი.


ადგილზე არსებული მყიფე უსაფრთხოების გარემო დეტალურად მიმოიხილა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, რომელმაც ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის 2008 წლის 12 აგვისტოს შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას მაშინ, როცა საქართველო პირნათლად ასრულებს შეთანხმების ყველა პირობას. 


განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უხეშ დარღვევებზე და ამ კონტექსტში ხაზი გაესვა რუსეთის, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის, პასუხისმგებლობას. საქართველოს წარმომადგენლებმა მწვავედ დასვეს ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზის განუსაზღვრელი ვადით ჩაკეტვის საკითხი, რამაც მძიმე ჰუმანიტარული შედეგები გამოიწვია ადგილობრივი მოსახლეობისთვის.


საუბარი შეეხო ასევე აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებულ ხელოვნურ შეზღუდვებს ივნის-სექტემბერში. თანათავმჯდომარეებმა, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა მოუწოდეს მონაწილეებს მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან, რომ გახსნან ყველა ე.წ. გადასასვლელი და არ შეაფერხონ ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება. 


განხილვის ერთ-ერთ მთავარ საგანს წარმოადგენდა გალისა და ახალგორის რაიონების მაცხოვრებელთა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და შევიწროება. მწვავედ დაისვა  ეთნიკური იდენტობის შეცვლაზე იქ მცხოვრები ქართველების იძულების საკითხი, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის მძიმე შედეგები. მონაწილეებმა თბილისიდან წამოწიეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის წაშლის მცდელობები, მათ შორის, სოფელ ერედვში ქართულ ნასახლარებზე ნაგავსაყრელების მოწყობის ცინიკური გადაწყვეტილება. 


საქართველოს წარმომადგენლებმა კვლავ დასვეს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა. განხილულ იქნა ასევე აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას, გარდაცვალების საკითხი. 


ადგილზე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით, თანათავმჯდომარეებმა, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს ერგნეთისა და გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, ფუძემდებლური პრინციპების დაცვით, აღდგენის საჭიროება. 


დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ თემას ტრადიციულად წარმოადგენდა ძალის არგამოყენება და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები. საქართველოს წარმომადგენლებმა რუსეთის ფედერაციას მოუწოდეს ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და შესრულებისკენ, იმ პირობებში როცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო სამხედრო ყოფნით რუსეთი აგრძელებს ძალის გამოყენებას საქართველოს წინააღმდეგ. ამ კონტექსტში ქართველმა მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად და უპირობოდ შესრულების, კერძოდ, შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანისა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობა. 


მოლაპარაკებების უმნიშვნელოვანეს თემას წარმოადგენდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს ამ ჰუმანიტარულ საკითხზე ჟენევის ფორმატში საგნობრივი განხილვისა და ხელშესახები შედეგების მიღწევის აუცილებლობაზე. თუმცა მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან კვლავ გამოიჩინეს უპასუხისმგებლო მიდგომა და დღის წესრიგის ამ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისას დატოვეს მოლაპარაკებები. 


მოლაპარაკებების წინა დღეს გაიმართა საინფორმაციო სესია თემაზე "საზოგადოებრივი ჯანდაცვა: გადამდებ დაავადებათა მართვის საუკეთესო პრაქტიკა". მოწვეული საერთაშორისო ექსპერტების პრეზენტაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მიმდინარე წლის ზამთარში გრიპის გავრცელების პრევენციის ხელოვნური საბაბით საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის აბსურდულობა. 


მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2019 წლის 10-11 დეკემბერს.


ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები", - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცახდებაში.


გია ვოლსკი: პოლიტიკურ თამაშს ჰგავს განცხადებები, რომ თურმე ვიღაც ინვესტორები წავიდნენ, რომ ხაზარაძე გააკეთებს შეხვედრებს, ოღონდ გვარებს არ დაასახელებს ვისთან, ეს სპეკულაციაა

"პოლიტიკურ თამაშს ჰგავს განცხადებები, რომ თურმე ვიღაც ინვესტორები წავიდნენ, რომ ხაზარაძე გააკეთებს შეხვედრებს, ოღონდ გვარებს არ დაასახელებს ვისთან, ეს სპეკულაციაა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

გია ვოლსკი: თუ ცქიტიშვილის სიტყვებს მოვიგონებთ ხაჭაპურსაც უკეთესად გამოაცხობს და ამ კონსორციუმის გასაკეთებელ საქმესაც უკეთესად გააკეთებდა

"ტვ პირველის" ეთერში "ქართული ოცნების" დეპუტატმა გია ვოლსკიმ ანაკლიის კონსორციუმის თემასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ლაშა ნაცვლიშვილი: დღეს ეს კრიმინალები ითხოვენ იმ ადამიანის გასამართლებას, რომელმაც მათ გამოსტაცა და ხალხს დაუბრუნა მიტაცებული ქვეყანა

„დღეს ეს კრიმინალები ითხოვენ იმ ადამიანის გასამართლებას, რომელმაც მათ გამოსტაცა და ხალხს დაუბრუნა მიტაცებული ქვეყანა, ხოლო თავისი ქონება ამ ქვეყნის კეთილდღეობას მოახმარა“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა ლაშა ნაცვლიშვილმა „იმედის“ ეთერში.

 

არჩილ მესტვირიშვილი: დოკუმენტის შესახებ ჩვენთვის ცნობილი არ იყო და არც ამჟამად არის ცნობილი, ამიტომ ვთხოვეთ „თიბისი ბანკს“ მისი წარმოდგენა

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი „თიბისი ბანკისა“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ბრალდებებს პასუხობს.

ლაშა ნაცვლიშვილი: გიგა ბოკერია მოუსყიდველის რიტორიკით რომ გველაპარაკება, ეს არის ბანალური ხაზინის ქურდი

„გიგა ბოკერია მოუსყიდველის რიტორიკით რომ გველაპარაკება, ეს არის ბანალური ხაზინის ქურდი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პიარ კონსულტანტმა ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

"აჭარის ტელევიზიის" მრჩეველთა საბჭოს წევრობისთვის 13 კანდიდატი იბრძვის

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსმრჩეველთა საბჭოს 4 ვაკანტურ თანამდებობაზე, ამ დროისთვის 13 კანდიდატი აგრძელებს ბრძოლას.

ლაშა ნაცვლიშვილი: ასეთი გამოწვევების დროს ღია მედიაში, თავისუფალ ოპოზიციაში ოპერირება ყველაზე რთულია და „ქართული ოცნება“ ამას ახერხებს

„ასეთი გამოწვევების დროს ღია მედიაში, თავისუფალ ოპოზიციაში ოპერირება ყველაზე რთულია და ქართული ოცნება ამას ახერხებს“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პიარ კონსულტანტმა ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

რუსთავში მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

რუსთავში, მოტოციკლი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

 
ლაშა ნაცვლიშვილი: მამუკა ხაზარაძემ, უკვე მერამდენედ, მორალური და პოლიტიკური ფსკერი ჩახვრიტა

„მამუკა ხაზარაძემ, უკვე მერამდენედ, მორალური და პოლიტიკური ფსკერი ჩახვრიტა“, -  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პიარ-კონსულტანტმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ხაზარაძე: ჩემთვის პროკურატურა არაკომპეტენტურია, სასამართლოში გავაგრძელებთ კომენტარების გაკეთებას

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის თქმით, გენერალური პროკურატურა მისთვის არაკომპეტენტურია. ასე გამოეხმაურა "ლელოს" დამფუძნებელი, გენერალური პროკურატურის მიერ ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას.

ლაშა ნაცვლიშვილი: ნიკა გვარამია და ზაზა ოქუაშვილი - მსხვერპლი და ჯალათი, ხალხისთვის მოპარული 80 მილიონით გვიტევენ, მედიის შეზღუდვაში გვდებენ ბრალს და ხალხზე „ზრუნვაში“ ამოსდით სული

„ნიკა გვარამია და ზაზა ოქუაშვილი - მსხვერპლი და ჯალათი, ხალხისთვის მოპარული 80 მილიონით გვიტევენ, მედიის შეზღუდვაში გვდებენ ბრალს და ხალხზე „ზრუნვაში“ ამოსდით სული“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პიარ-კონსულტანტმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ნათია თურნავა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის გენერალურ მდივანს იანგ ტაე კიმს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის გენერალურ მდივანს იანგ ტაე კიმს შეხვდა, რომელიც საქართველოში საქმიანი ვიზიტით პირველად იმყოფება.

საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის რიგით მერვე პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

თბილისში საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის რიგით მერვე პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა მინისტრის მოადგილეების დონეზე.

Independent-ის ჟურნალისტმა საქართველოს სამთო კურორტების შესახებ ვრცელი სტატია მოამზადა

რატომ არის საქართველო ექსტრემის მოყვარულთათვის  საუკეთესო სათხილამურო მიმართულება ამ სათაურით ბრიტანული გამოცემა Independent საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს.

საქართველოში გლობალური ინოვაციების ცენტრის გახსნისთვის გაერო 2 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორცილებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე საქმიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.

მამუკა ხაზარაძე: ტყუილია, თითქოს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ფინანსური ვალდებულების შესრულების ვადა კიდევ ერთხელ გაუხანგრძლივდა

ანაკლიის პორტის პროექტის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მთავრობა ტყუის, როცა ამბობს, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ფინანსური ვალდებულების შესრულების ვადა კიდევ ერთხელ გაუხანგრძლივდა.

ინგა გრიგოლია ტელეკომპანია "პირველს" უხელმძღვანელებს

დღეიდან, ტელეკომპანია "პირველსინგა გრიგოლია უხელმძღვანელებს. აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ტელეკომპანიის დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი წერს.

პროკურატურა: ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებათა შეფასებებზე მუშაობა დასრულდა

საქართველოს პროკურატურა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის შეფასების დოკუმენტს აქვეყნებს. 

თსუ-ში პირველსემესტრელ დოქტორანტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

17ოქტომბერს, 18:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით თსუ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში პირველსემესტრელ დოქტორანტებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება.

ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი: მტკიცებულებები საკმარისია ბრალდების მხარდასაჭერად და მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის პროცედურებს ამართლებს

„მტკიცებულებები საკმარისია ბრალდების მხარდასაჭერად და მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის პროცედურებს ამართლებს“, - ნათქვამია ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ გენერალური პროკურორისთვის გაგზავნილ წერილში.

ფილმის "უნიკალური ქართული გემო" ჩვენება გაიმართა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, "მსოფლიო სურსათის დღე“ აღნიშნეს.