გიორგი ცუცქირიძე მამუკა ხაზარაძეზე: მან კარგად იცოდა, რომ ოქტომბერში სასამართლო პროცესი ელოდა, თადარიგიც წინასწარ დაიჭირა, საზოგადო მოღვაწის მანტია მოისხა პოლიტიკური ინდულგენციისთვის

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი ცუცქირიძე საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ დღეს სასამართლო პროცესის დაწყებამდე გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მის თქმით, გუშინ საკუთარ ფეისბუკზე და დღეს უკვე სასამართლო პროცესზე გაკეთებული სკანდალური და მყვირალა განცხადებები მამუკა ხაზარაძის მხრიდან სხვა არაფერია თუ არა ამ პროცესის პოლიტიკურ დევნად წარმოსახვა!


„ისედაც ცხადი იყო, რატომ გადაწყვიტა არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ბატონმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება და ფორსირებულ რეჟიმში „თორმეტეულთა“ წარდგენის კამპანია სექტემბერ-ოქტომბერში.


ბუნებრივია, მან კარგად იცოდა, რომ ოქტომბერში სასამართლო პროცესი ელოდა და თადარიგიც წინასწარ დაიჭირა, ანუ საზოგადო მოღვაწის მანტია მოისხა პოლიტიკური ინდულგენციისთვის. გუშინ საკუთარ ფეისბუკზე და დღეს უკვე სასამართლო პროცესზე გაკეთებული სკანდალური და მყვირალა განცხადებები სხვა არაფერია თუ არა ამ პროცესის პოლიტიკურ დევნად წარმოსახვა, საზოგადოებისა და დიპკორპუსის თვალში, სხვა საქმეა, ვის რამდენად სჯერა ეს!


სწორედ ამ პოლიტიკური მოცემულობის შესაქმნელად დაჭირდა მთელი ამ პრეისტორიის განმავლობაში ამ მიმართებით ანაკლიის თემის აქტუალიზაცია მაშინ როდესაც პროკურატურა ფულის გათეთრების საქმეზე ედავება?!


ოქტომბერი კი იმ თვალსაზრისითაც არის საყურადღებო, რომ სწორედ 15 ოქტომბრამდე აქვს კონსორციუმს ბოლო ვადა მიცემული ინვესტორებთან ხელშეკრულების წარმოსადგენად, რომლის თარიღმაც უკვე მერამდენედ გადაიწია და ისიც მთავრობის კეთილი ნებიდან გამომდინარე, შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, რამდენიმე მილიონის ჯარიმის ჩამოწერაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
სასამართლო პროცესის ამგვარად წარმოჩენა კი ფულის გათეთრების საქმის ანაკლიის პორტით გადაფარვას ემსახურება, თორემ ვინ დაუშალა სამი წლის მანძილზე, სატენდერო პირობებით აღებული ვალდებულებების შესრულება - შეევსო თუნდაც კონსორციუმის საწესდებო კაპიტალი, 400-მილიონიან საინვესტიციო ნაწილს თავი რომ დავანებოთ?


მისი აშკარად რეალობას აცდენილი და ისტერიული განცხადებები კი მიმართული ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომ ის თითქოსდა ფარდას ახდის იმ ჭაობს, რომელიც ყველას და ყველაფერს წალეკვით ემუქრება, სხვა რამეზე უფრო მიუთითებს. ამ განცხადებებში ის წარმოჩნდება არა უსამართლობასთან და ქვეყანაში შექმნილ „დაჭაობებულ“ სიტუაციასთან მებრძოლ რაინდად, არამედ უფრო ჩანს ის დიდი შიში, რაც მისთვის ბრალეულობის სავარაუდო დამტკიცების პერსპექტივიდან მომდინარეობს.


ისე, რჩევის სახით, სანამ ამ ტიპის აბსურდულ განცხადებებს გააკეთებს, მას საქართველოზე ბოლოდროინდელი საერთაშორისო კვლევებისა და გამოხმაურების გაცნობასაც ვურჩევდი, რომლებიც დიამეტრალურად განსხვავდება არსებული სიტუაციის მისეული შეფასებებისგან“. - აცხადებს ცუცქირიძე.


ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. სხდომის დაწყებამდე ხაზარაძემ განცხადება გააკეთა: „ჩვენ მივიღეთ ტყუილების ქვეყანა, ჩვენ ვცხოვრობთ უკვე პრაქტიკულად ტყუილების ქვეყანაში და ეს არ ეხება მარტო ჩვენს საქმეს. ეს ტყუილები შექმნა ბიძინა ივანიშვილმა. ტყუილი სასამართლო, ტყუილი პროკურატურა, ტყუილი დიპლომი, ტყუილი ურთიერთობები, ტყუილი დაპირებები და მე ყველაფერს გავაკეთებ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რომ ეს ტყუილი დავამარცხოთ ამ ქვეყანაში, ეს ტყუილი განვდევნოთ, გავწმინდოთ და გამჭვირვალე გავხადოთ ყველა ის ურთიერთობა, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტებს სჭირდება, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენი შვილებისა და ჩვენს მომავალს სჭირდება“.


დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა: წმინდა სინოდზე ჩემს გამოკითხვას მოვითხოვ

" წმინდა სინოდზე თუ არ მოხდება ჩემი გამოკითხვა მეორე დღეს საჯარო გახდება ის ინფორმაცია, რასაც მე ვფლობ",-ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ თორნიკე მამალაძემ Tv პირველის ეთერში განაცხადა. 

თამარ ჩუგოშვილი: ბოლო საპარლამენტო არჩევნებში 49% გვქონდა და ჩვენი ამოცანაა, ეს მაჩვენებელი გავაუმჯობესოთ

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის თქმით, მმართველი გუნდის ამოცანაა 2020 წლის არჩევნებში მაქსიმალური ხმების მიღება.

თამარ ჩუგოშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის პორტი, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი აშენდეს

„მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი აშენდეს და მნიშვნელოვანია ისიც, რომ საბანკო სისტემა იყოს სანდოობის და სიმყარის მქონე, იმიტომ რომ ამის ჩამოშლას მძიმე შედეგების მოტანა შეუძლია“.

პოლიციამ ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავა

ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, 1972 წელს დაბადებულ ლ.ძ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მერაბ კოსტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

16 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენა გაიხსნება, რომელიც საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ხსოვნას ეძღვნება.

16 ოქტომბრიდან ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა შეიცვლება

ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მასშტაბური სამუშაოებიდან გამომდინარე, 16 ოქტომბრის 00:00 საათიდან ჭავჭავაძის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა ნაწილობრივ შეიცვლება.

ეკატერინე მიქაბერიძე: აგრო ტურიზმის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ შეხვედრაზე,  საქართველოში აგრო ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები და პერსპექტივები განიხილა.

ჯივიპი კრწანისის რაიონში, ქვემო ფონიჭალაში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 16 ოქტომბერს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში, ქვემო ფონიჭალაში, ვაგზლის ქუჩა N8-ს მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

მამუკა მდინარაძე: ვისაც ან აღქმის პრობლემა ჰქონდა ან უნდოდა, რომ ასე გადაეთარგმნა კობახიძის ნათქვამი, თქვა და დანარჩენებმა გაიზიარეს ეს ნათქვამი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, იმ ადამიანებს, ვინც ირაკლი კობახიძის ნათქვამი სპეკულაციურად გამოიყენა, ან აღქმის პრობლემა აქვთ ან მათ ეს ჭირდებათ საკუთრი მიზნებისთვის.

მამუკა მდინარაძე: ეს ის კომისიაა, რომლის მუშაობის პირობებშიც 10 დღეში იხსნება ტელევიზიები საქართველოში და მათ არანაირი პრობლემა არ ექმნებათ

„ეს ის კომისიაა, რომლის მუშაობის პირობებშიც 10 დღეში იხსნება ტელევიზიები საქართველოში და მათ არანაირი პრობლემა არ ექმნებათ“, - ამ სიტყვებით მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს. 

ჯი ეს ენის (GSN) პოს აღჭურვილობები

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, იხვეწება და ვითარდება სამეწარმეო საქმიანობისთვის საჭირო მოწყობილობები.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრის ეპიცენტრი ხარაგაულის რაიონში, სოფელ ჩალხეეთთან იყო.

"ევროპული საქართველო" სირიაში თურქეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით, თანაგუნდელ აჰმედ იმამკულიევის პოზიციას არ იზიარებს

როგორც "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა, იმამკულიევის მხრიდან აღნიშნული ნაბიჯი პერსონალური პოზიციის გამოხატულება იყო.

გიორგი გახარია სომხეთის პრეზიდენტსა და კათალიკოს გარეგინ მეორეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეხვდა.

ირაკლი მეზურნიშვილი: ანაკლიის განვითარების კონსორციუმი უპასუხისმგებლოდ მიუდგა პროექტს და ვალდებულებები ვერ შეასრულა

„ჩვენთვის ანაკლიის პროექტი უმნიშვნელოვანესია, როგორც კომერციულად და ეკონომიურად, ისე პოლიტიკურად“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

დავით ჯავახაძე: მთავრობა თანახმაა ინვესტორმა წერილი გაასაჯაროვოს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით ჯავახაძე აცხადებს, რომ თანახმაა გასაჯაროვდეს წერილი, რომელიც "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" მთავრობას გამოუგზავნა და სადაც, კონსორციუმის გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებით, "საუბარია პროექტის განვითარების პერსპექტივებზე".

საბა 2019-ის ფინალისტები

ლიტერატურული პრემია „საბას“ 6 ნომინაციის ფინალისტები ხვალ დასახელდება.

თბილისის უბნების ნაწილს 16 ოქტომბერს ელექტრომამარაგება შეეზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 16 ოქტომბერს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კონკრეტული უბნების ჩამონათვალს და დეტალურ ინფორმაციას თელასი ავრცელებს.

შემოსავლების სამსახური საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის წლიურ კონფერენციას უმასპინძლებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის წლიურ კონფერენციასა და ტექნოლოგიურ გამოფენას უმასპინძლებს.

ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საგრანტო პროექტები განიხილა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს შეხვდა.

16 ოქტომბრის ლარის კურსი ცნობილია

15 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელი დარჩა და 2.9701 ლარი შეადგინა.