კერძო ბიზნესი განათლების მხარდასაჭერად - როგორ ფინანსდებიან კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები

მაშინ როცა, ჯანსაღ და უვნებელ სურსათზე მოთხოვნა მაღალია, კვალიფიციური სურსათის ტექნოლოგის პოვნა კომპანიებისთვის მაინც სირთულეებთან არის დაკავშირებული. მათი ნაწილი ამ სირთულეს უცხოელი სპეციალისტის მოწვევით უმკლავდება.

რაც უფრო მეტად ცდილობს საქართველო ევროპას დაუახლოვდეს, სურსათის უსაფრთხოების დაცვის უფრო მეტი ვალდებულება ექმნება. მიუხედავად იმისა, რომ ეს სფერო სპეციალისტების ნაკლებობას განიცდის, ახალგაზრდების ნაწილი სამომავლო პროფესიად სწორედ კვების პროდუქტების ტექნოლოგიებს ირჩევს.


სფეროს სწავლებით სტუდენტებში პოპულარობით სარგებლობს "აგრარული უნივერსიტეტი", რომელმაც გასულ წელს, კომპანია "ნიკორასთან" 4 საუკეთესო სტუდენტის სტიპენდიით უზრუნველყოფის შესახებ მემორანდუმი გააფორმა.


სტიპენდიის დანიშვნის მიზანი სურსათის ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებული სტუდენტების წახალისება და პროფესიის პოპულარიზაციაა. ასევე, კომპანია უნივერსიტეტთან ერთად მუშაობს, საქართველოში ისეთივე მაღალკვალიფიციური სპეციალისტების შრომის ბაზარი შეიქმნას, როგორიც კვების ტექნოლოგიების მიმართულებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ.


გასულ წელს, პროგრამის 4 სტუდენტი გამოვლინდა, რომელთაც ყველაზე მაღალი GPI-ის გამო "ნიკორას" სტიპენდია მიიღეს. 2018 წელს შერჩეული 4 სტუდენტიდან  ერთ-ერთი კურსდამთავრებული მარიამ გოგელიძე "ნიკორას" თანამშრომელი გახდა.


ამ სემესტრის სტიპენდიანტები კვლავ არიან ელენე ღამბარაშვილი და ელენე ჯავახიშვილი. მათ ამ სემესტრიდან 20 წლის გიორგი კუკავა და დავით ივანიაძე შეუერთდნენ. როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ "ნიკორას" ინიციატივა მათთვის სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა.


ახალი სტიპენდიანტები მე-3 კურსზე სწავლობენ. ამბობენ, რომ კვების ტექნოლოგიების პროგრამის არჩევა მათთვის გამოწვევას წარმოადგენდა, რადგან ჩვენს ქვეყანაში ეს სფერო კარგად არ არის განვითარებული.


გიორგი განმარტავს, რომ თავდაპირველად, კვების ტექნოლოგიების პროგრამაზე სწავლა ოჯახის გამო გადაწყვიტა (მისი ოჯახი პურის მცირე საწარმოს მართავს), თუმცა შემდეგ მიხვდა, რომ სწორ ადგილზე მოხვდა და ამ მიმართულებით განვითარება უნდა გაეგრძელებინა.


"მეოთხე კურსელებისგან მაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენი სპეციალობით დასაქმება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგან ჩვენთან მაინც მცირე შრომის ბაზარია, თუმცა მოთხოვნა ნელ-ნელა იზრდება. გვყავს საკმაოდ ძლიერი კურსი და დაახლოებით, 55 სტუდენტიდან დაახლოებით 15-ს მაინც ექნება ჩემთან და დავითთან მიახლოვებული GPI", - აღნიშნავს ის.


გიორგის მიზანია, სფერო სიღრმისეულად შეისწავლოს და მომავალში პურის ან ხორცის მიმართულებით იმუშაოს. მისი თქმით, "ნიკორას" ინიციატივა მისთვის დამატებითი მოტივატორია, თავის საქმეში საუკეთესო გახდეს.


"ვფიქრობ, რადგან ასეთ დახმარებას გვიწევენ, თუ ამის საშუალება მოგვეცა, ამ კომპანიაში ჩვენს წვლილს შევიტანთ. პირველი ნაბიჯი ჩვენს ურთიერთობაში "ნიკორამ" გადმოდგა და სამომავლოდ არ გამოვრიცხავთ თუნდაც ამ კომპანიასთან თანამშრომლობას. ალბათ, თვითონ კომპანიის ინტერესიცაა, ჩვენს ქვეყანაში კვალიფიციური კვების ტექნოლოგების დასაქმების ბაზარი შეიქმნას",  - აღნიშნავს გიორგი.


დავითს ჯერ ზუსტად არჩეული არ აქვს, ბაკალავრიატის პროგრამის დამთავრების შემდეგ, როცა მეტი თავისუფალი დრო ექნება, მიღებულ ცოდნას, როგორ გამოიყენებს, თუმცა იცის, რომ საკუთარი წარმოების შექმნა სურს.


"საქართველოში ბევრ კომპანიას უცხოელი ტექნოლოგები ჰყავს დასაქმებული, რადგან ადგილზე ვაკანსიის შესაბამისი კადრი ვერ იპოვნა. ალბათ, დრო რომ გავა, ჩვენი თაობა მათ ჩაანაცვლებს და სამუშაო ადგილებიც გამოჩნდება. უნივერსიტეტში მიიჩნევა, რომ კვების ტექნოლოგობა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია გახდება და ბუნებრივია, სამუშაო ძალაც საჭირო იქნება. ზოგადად, ამ პროფესიაზე ჩვენს უნივერსიტეტში სწავლის მსურველთა რიცხვი იმატებს. სასიამოვნოა, რომ კომპანიების მხრიდანაც სეთი წამოწყება არსებობს და ვფიქრობ, "ნიკორას" მხრიდან სტუდენტების მსგავსად წახალისება ძალიან კარგი ნაბიჯია. ნამდვილად არ მქონდა სტიპენდიის მოლოდინი", - განმარტავს ის.


სტუდენტები ამბობენ, რომ მათთვის სტიპენდიანტობა ერთგვარი სტატუსია, სხვებისთვის კი დამატებითი მოტივაცია, უკეთესები გახდნენ და მომავალ წელს ეს ჯილდო თავადაც მიიღონ.


წყარო:BPN.GE


 


არჩილ თალაკვაძე: მინდა ოპოზიციას სამახსოვროდ დავუბრუნო გაჭრილი ჯაჭვი და ბოქლომი 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას იმ ჟაჭვს და ბოქლომს უბრუნებს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირების მიზნით, შესასვლელ კარებებს გაუკეთეს. 

ირმა ინაშვილი: აქციები და პროტესტი გაგრძელდება

დეპუტატმა ირმა ინაშვილმა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით "პატრიოტთა ალიანსის" პოზიცია გაავრცელა. ინაშვილის აზრით, სააკაშვილსა და ბოკერიასთან გაერთიანდება ბოროტებასთან შეკვრის ტოლფასია.

შსს აქციის დაშლისას არასრულწლოვნების დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლისას არასრულწლოვნების დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

პროტესტის მეხუთე დღე - პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება.

კახა კალაძე: სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს.

პარლამენტთან სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლისას, სულ, სამი ადამიანი დაშავდა

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებებში სულ სამი პაციენტი გადაიყვანეს - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძე: შსს-მ შეძლო ეჩვენებინა საზოგადოებისთვის როგორი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება აქვს მოქალაქეთა მიმართ

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობისთვის სამუშაო პირობების აღდგენისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა.

პარლამენტში ბიუროს სხდომა დაიწყო

პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს სხდომა რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო, მას შემდეგ რაც სპეცრაზზმა შნობის შესასვლელებთან გამაგრებული აქციის მონაწილეები დაშალა. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე პოლიცია აქტივისტების დაკავებას განაგრძობს.

სოზარ სუბარი: როდესაც პარლამენტის ბლოკირება ხდება, ხელისუფლება მოვალეა იმოქმედოს

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელის სოზარ სუბარის განცხადებით, როდესაც ხდება პარლამენტის წევრებზე თავდასხმები, შენობაზე კი ბოქლომების დადება სახელმწიფო ვალდებულია იმოქმედოს.

გიგი უგულავა აქციის დაშლაზე: გამარჯობა პუტინის ივანიშვილისეულ რუსეთს

"ევროპული საქართველოს" წევრის გიგი უგულავას განცხადებით, სანამ არ დაბრუნდება არჩევნები, ხელისუფლებას საქმიანობის წყნარი შესაძლებლობა არ ექნებათ.

პარლამენტთან აქციის დაშლის პარალელურად 18 მოქალაქეა დაკავებული

პარლამენტის შესასვლელებთან სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლის პარალელურად, პოლიციამ ჯამში 18 აქტივისტი დააკავა.

დავით ბაქრაძე: პროტესტი გაგრძელდება, სანამ ადამიანები ცოცხლები არიან

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, რუსთველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლა პროტესტის უფრო მასშტაბურ ფორმას გამოიწვევს.

ლარი 0.13 თეთრით გაუფასურდა

18 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9736 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9723 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.13 თეთრი შეადგინა.

სპეცრაზმი თავისუფლების მოედნისკენ მიემართება

სპეცდანიშნულების რაზმის წევრები თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან, სადაც აქციის მონაწილეები არიან შეკრებილები. 

წითელმა ჯვარმა ცხინვალის ციხეში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ცხინვალის იზოლატორში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა. აღნიშნულთან დაკავშირებით წჯსკ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

პარლამენტის ყველა შესასვლელს სპეცრაზმი აკონტროლებს

პარლამენტის ყველა შესასვლელთან ამ დროისთვის სპეცდანიშნულების რაზმის წევრები არიან განლაგებულები. მათ ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.

პოლიციამ რუსთაველის გამზირიდან კარვები აიღო

პოლიციამ რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილი კარვებისგან სრულად გაწმინდა. 

პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო

პარლამენთან აქციის დაშლის პარალელურად, პოლიციამ მოქალაქეების დაკავება დაიწყო. სავარაუდოდ, დაკავებულია გიგა მაქარაშვილი, ასევე ზუკა ბერძენიშვილი და აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ქვიშით სავსე ტომრებისგან სპეცტექნიკა წმენდს

პარლამენტის მიდნებარე ტერიტორიასთან აქციის დასაშლელად სპეცრაზმის წარმომადგენლებმა წყლის ჭავლი გამიყენენს, პარალელურად სპეციალური ტექნიკით მიდებარე ტრეიტორიის გაწმენდა მიმდინარეობს.

სპეცრაზმი აქციის მონაწილეეების დაშლას პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან განაგრძობს

სპეცრაზმმა და წყლის ჭავლის მანქანამ პარლამენტის გვერდით შესასვლელთან გადაინაცვლა და იქ მიმდინარეობს აქციის წევრების დაშლა და ბარიკადების მოშლა.