ბიზნესომბუდსმენის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე რამდენიმე მემორანდუმი გაფორმდა

თბილისს კონფერენციაზე „ხელშემწყობი გარემოს შექმნა ბიზნესისთვის აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში“ პოლონეთის უკრაინის, ალბანეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის და უზბეკეთის ბიზნესომბუდსმენები სტუმრობენ.

კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ბიზნესომბუდსმენტმა ირაკლი ლექვინაძემ თავის უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა.


როგორც ლექვინაძემ აღნიშნა, კონფერენციის ორგანიზება, კოლეგა ინსტიტუტების წარმომადგენლების მოწვევა და მემორანდუმის ფარგლებში მათთან თანამშრომლობის დამყარება ბიზნესომბუდსმენის აპარატის გაძლიერებისთვის განსაკუთრებით ორი მიმართულების არის მნიშვნელოვანი.


„საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიების ორგანიზატორია. ჩვენი მოწვევით საქართველოში  ბიზნესომბუდსმენები იმყოფებიან 6 ქვეყნიდან. ეს ორგანიზაციები ძირითადად საერთაშორისო მხარდაჭერითაა შექმნილი, მათ შორის ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (EBRD), საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD). ამიტომ ჩვენთვის  ძალიან საინტერესოა მათი გამოცდილება ინვესტიციების შენარჩუნებისა და ბიზნესის უფლებების დაცვის მექანიზმების საკითხებში. მეორეს მხრივ, ეს არის უცხოურ ბაზრებზე ქართული კომპანიების დაცვის ახალი ბერკეტები. პარტნიორ ბიზნესომბუდსმენებთან თანამშრომლობით უცხოურ ბაზრებზე ქართულ კომპანიებს გავაძლიერებთ. ჩვენ ვფიქრობთ, კოლეგა ბიზნესომბუდსმენების დახმარებით ვქმნით დამატებით ბერკეტებს მათ მხარდასაჭერად, იქნება ეს საკონსულტაციო მიმართულება თუ უფლებების დაცვა“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.


უზბეკეთის ბიზნესომბუდსმენი დილმურდ კასიმოვი ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის კავშირების დამყარება არა მხოლოდ ამდიდრებს ურთიერთსასარგებლო პარტნიორობას, არამედ თანამშრომლობის ახალი პერსპექტივების დადგენასაც უზრუნველყოფს.


„ამასთან დაკავშირებით, ბიზნეს სუბიექტების უფლებებისა და ინტერესების დაცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნების ტერიტორიაზე მოქმედი მეწარმეებისთვის. ეს კონფერენცია  კარგი პლატფორმაა მეწარმეთა დაცვის სფეროში გამოცდილების გაცვლისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ უზბეკეთისა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენებს შორის თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმება, ხელს შეუწყობს ბიზნესის წარმომადგენლების დაცვას ნეგატიური გავლენებისგან მათ მიერ განხორციელებულ სამეწარმეო საქმიანობაში“, - განაცხადა უზბეკეთის ბიზნესომბუდსმენმა.


კონფერენციის მიზანია ბიზნესის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმებზე მსჯელობის, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის გაცნობის და ბიზნეს სექტორის განვითარებისთვის კორპორაციული პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე მსჯელობისთვის ყოველწლიური საერთაშორისო სადისკუსიო პლატფორმის შექმნა.


ღონისძიება საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და მსოფლიო ბანკის (WB) საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFG) გლობალური საინვესტიციო ჯგუფის ხელმძღვანელმა ივან ანტონ ნიმაკმა გახსნეს.


პანელზე „ბიზნესის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმები“ მონაწილეებს სიტყვით მიმართეს კონფერენციის საპატიო სტუმრებმა პოლონეთის მცირე და საშუალო მეწარმეთა ომბუდსმენმა ადამ აბრამოვიჩმა, უკრაინის ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ ტატიანა კოროტკამ, ალბანეთის მეწარმეთა დაცვის სახელმწიფო მინისტრმა ედუარდ შალსმა, ყაზახეთის ბიზნესომბუდსმენმა ბოლათ პალიმბეტოვმა, უზბეკეთის ბიზნესომბუდსმენმა დილმურდ კასიმოვმა და ყირგიზეთის ბიზნესომბუდსმენმა რობინ ორდ-სმიტმა.


კონფერენციის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველო-ალბანეთის, საქართველო-ყაზახეთის, საქართველო-უზბეკეთის და საქართველო-პოლონეთის ბიზნესომბუდსმენების აპარატებს შორის, რაც  ბიზნესომბუდსმენის აპარატს საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით ახალ ეტაპზე გადაიყვანს.


მემორანდუმების თანახმად, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის არეალი ფართოვდება და ძლიერდება აპარატის როლი უცხოურ ბაზრებზე ქართული ბიზნესების დაცვის მიმართულებით.


ამასთან, ღონისძიების ფარგლებში, თბილისს, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) დელეგაცია ეწვია.


კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენლები.


ღონისძიების მხარდამჭერები არიან პირველი ქართული ვისკი „ჯიმშერი“ და ციფრული და მედიამარკეტინგის კომპანია „კლიპარტი“.


არჩილ თალაკვაძე: მინდა ოპოზიციას სამახსოვროდ დავუბრუნო გაჭრილი ჯაჭვი და ბოქლომი 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას იმ ჟაჭვს და ბოქლომს უბრუნებს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირების მიზნით, შესასვლელ კარებებს გაუკეთეს. 

ირმა ინაშვილი: აქციები და პროტესტი გაგრძელდება

დეპუტატმა ირმა ინაშვილმა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით "პატრიოტთა ალიანსის" პოზიცია გაავრცელა. ინაშვილის აზრით, სააკაშვილსა და ბოკერიასთან გაერთიანდება ბოროტებასთან შეკვრის ტოლფასია.

შსს აქციის დაშლისას არასრულწლოვნების დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლისას არასრულწლოვნების დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

პროტესტის მეხუთე დღე - პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება.

კახა კალაძე: სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს.

პარლამენტთან სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლისას, სულ, სამი ადამიანი დაშავდა

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებებში სულ სამი პაციენტი გადაიყვანეს - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძე: შსს-მ შეძლო ეჩვენებინა საზოგადოებისთვის როგორი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება აქვს მოქალაქეთა მიმართ

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობისთვის სამუშაო პირობების აღდგენისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა.

პარლამენტში ბიუროს სხდომა დაიწყო

პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს სხდომა რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო, მას შემდეგ რაც სპეცრაზზმა შნობის შესასვლელებთან გამაგრებული აქციის მონაწილეები დაშალა. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე პოლიცია აქტივისტების დაკავებას განაგრძობს.

სოზარ სუბარი: როდესაც პარლამენტის ბლოკირება ხდება, ხელისუფლება მოვალეა იმოქმედოს

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელის სოზარ სუბარის განცხადებით, როდესაც ხდება პარლამენტის წევრებზე თავდასხმები, შენობაზე კი ბოქლომების დადება სახელმწიფო ვალდებულია იმოქმედოს.

გიგი უგულავა აქციის დაშლაზე: გამარჯობა პუტინის ივანიშვილისეულ რუსეთს

"ევროპული საქართველოს" წევრის გიგი უგულავას განცხადებით, სანამ არ დაბრუნდება არჩევნები, ხელისუფლებას საქმიანობის წყნარი შესაძლებლობა არ ექნებათ.

პარლამენტთან აქციის დაშლის პარალელურად 18 მოქალაქეა დაკავებული

პარლამენტის შესასვლელებთან სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლის პარალელურად, პოლიციამ ჯამში 18 აქტივისტი დააკავა.

დავით ბაქრაძე: პროტესტი გაგრძელდება, სანამ ადამიანები ცოცხლები არიან

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, რუსთველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლა პროტესტის უფრო მასშტაბურ ფორმას გამოიწვევს.

ლარი 0.13 თეთრით გაუფასურდა

18 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9736 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9723 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.13 თეთრი შეადგინა.

სპეცრაზმი თავისუფლების მოედნისკენ მიემართება

სპეცდანიშნულების რაზმის წევრები თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან, სადაც აქციის მონაწილეები არიან შეკრებილები. 

წითელმა ჯვარმა ცხინვალის ციხეში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ცხინვალის იზოლატორში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა. აღნიშნულთან დაკავშირებით წჯსკ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

პარლამენტის ყველა შესასვლელს სპეცრაზმი აკონტროლებს

პარლამენტის ყველა შესასვლელთან ამ დროისთვის სპეცდანიშნულების რაზმის წევრები არიან განლაგებულები. მათ ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.

პოლიციამ რუსთაველის გამზირიდან კარვები აიღო

პოლიციამ რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილი კარვებისგან სრულად გაწმინდა. 

პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო

პარლამენთან აქციის დაშლის პარალელურად, პოლიციამ მოქალაქეების დაკავება დაიწყო. სავარაუდოდ, დაკავებულია გიგა მაქარაშვილი, ასევე ზუკა ბერძენიშვილი და აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ქვიშით სავსე ტომრებისგან სპეცტექნიკა წმენდს

პარლამენტის მიდნებარე ტერიტორიასთან აქციის დასაშლელად სპეცრაზმის წარმომადგენლებმა წყლის ჭავლი გამიყენენს, პარალელურად სპეციალური ტექნიკით მიდებარე ტრეიტორიის გაწმენდა მიმდინარეობს.

სპეცრაზმი აქციის მონაწილეეების დაშლას პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან განაგრძობს

სპეცრაზმმა და წყლის ჭავლის მანქანამ პარლამენტის გვერდით შესასვლელთან გადაინაცვლა და იქ მიმდინარეობს აქციის წევრების დაშლა და ბარიკადების მოშლა.