"კიწმარიშვილმა, სააკაშვილისგან გადმოგვცა რომ თუ არ დავთმობთ ტელევიზიას ტრუსიკის ამარა დავრჩებოდით"

"ეროსი კიწმარიშვილმა, მიხეილ სააკაშვილისგან გადმოგვცა, რომ თუ არ დავთმობთ ტელევიზიაას ტრუსიკის ამარა დავრჩებოდით", - ამის შესახებ დავით დვალამა და ჯარჯი აქიმაძემ გადაცემაში "რეაქცია" ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე საუბრისას განაცხადეს.

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლებმა ჯარჯი აქიმაძემ და დავით დვალმა "ტვ პირველი" ეთერში, არხთან დაკავშრებით მათ შელახულ უფლებებზე ისაუბრეს.


ჯარჯი აქიმაძის განცხადებით, ისინი წინა ხელისუფლების მიერ დაზარალებულთა შორის ერთ-ერთი პირველები იყვნენ.


"ჩვენს წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს უმაღლესი სახელმწიფო რანგის მოღვაწეებმა, ყველა ფიგურანტი რომელიც გამოიკითხა, დაწყებული ხალვაშიდან დამთავრებული დიმიტრი ქიტოშვილამდე, ყველა ყვება ერთ ამბავს, როგორ დაიგეგმა განხორციელდა და შესრულდა ყველაფერი, პროკურატურა კი ამ საქმეს არ გვაძლევს ეს ყველაფერი თუ გასაჯაროვდა თეთრი შავზე იქნება, არავის არ გაუჭირდება თქვას რა მოხდა მაშინ და ამოავსოს ის თეთრი ლაქა. წლებია გულში გვაქვს ხინჯად ტელეკომპანიის დათმობა, დავითს ვეუბნებოდი, რომ თუ ახლა არ ვცადეთ მთელი ცხოვრება უნდა ვინანოთ რომ იყო შანსი და არ გამოვიყენეთ. ჩვენი უფლებები შეილახა ამ ტელეკომპანიასთან მიმართებაში. ეს იცის ყველამ,"- განაცხადა ჯარჯი აქიმაძემ.


თავის მხრივ დავთ დვალმა საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის მთავარ საფუძველად სამართლიანობა დაასახელა და აღნიშნა, რომ სამართლიანი სახელმწიფოს აშენება უსამართლობას ვერ დაეფუძნება.


"2012 წლიდან დავიწყეთ სამართლებრივი ბრძოლა, იმ წამიდან როდესაც შესაძლებელი გახდა დაგვეწყო განხილვა და ბრძოლა "რუსთავი 2" - ისთვის, ჩვენ მივმართეთ პროკურატურას და არ წავედით სამოქალაქო დავის გზით. ამ საქმეს ვინც მოკიდებს ხელს ნახავს, რა პირობებში, რა წნეხით, მოხდა ტელევიზიის დათმობა. გაკოტრების რეჟიმში შეყვანილი ტელევიზიის კედელთ მიყენებით მოხდა ყველაფერი და რეალური მუქარით. ჩვენ საკუთარ სახლებსაც გვმართმევდნენ და იყო ასეთი ტერემინიც, რომ ტრუსიკის ამარა დაგვტოვებდნენ. ის რომ ქიბარ ხალვაშს გადაეცა ტელევიზია ეს არ არის სამართლიანობა, მას ფსევდო სამართლიანობა ჰქვია. სამართლიანობა აღდგენა მხოლოდ მაშინ, როდესაც არხი მის დამფუძნებლებს დაუბრუნდება", - აცხდებს დავით დვალი.


18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. გადაწყვეტილების მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. 2017 წლის მარტში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.


არჩილ თალაკვაძე: მინდა ოპოზიციას სამახსოვროდ დავუბრუნო გაჭრილი ჯაჭვი და ბოქლომი 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას იმ ჟაჭვს და ბოქლომს უბრუნებს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირების მიზნით, შესასვლელ კარებებს გაუკეთეს. 

ირმა ინაშვილი: აქციები და პროტესტი გაგრძელდება

დეპუტატმა ირმა ინაშვილმა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით "პატრიოტთა ალიანსის" პოზიცია გაავრცელა. ინაშვილის აზრით, სააკაშვილსა და ბოკერიასთან გაერთიანდება ბოროტებასთან შეკვრის ტოლფასია.

შსს აქციის დაშლისას არასრულწლოვნების დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლისას არასრულწლოვნების დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

პროტესტის მეხუთე დღე - პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება.

კახა კალაძე: სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს.

პარლამენტთან სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლისას, სულ, სამი ადამიანი დაშავდა

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებებში სულ სამი პაციენტი გადაიყვანეს - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძე: შსს-მ შეძლო ეჩვენებინა საზოგადოებისთვის როგორი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება აქვს მოქალაქეთა მიმართ

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობისთვის სამუშაო პირობების აღდგენისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა.

პარლამენტში ბიუროს სხდომა დაიწყო

პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს სხდომა რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო, მას შემდეგ რაც სპეცრაზზმა შნობის შესასვლელებთან გამაგრებული აქციის მონაწილეები დაშალა. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე პოლიცია აქტივისტების დაკავებას განაგრძობს.

სოზარ სუბარი: როდესაც პარლამენტის ბლოკირება ხდება, ხელისუფლება მოვალეა იმოქმედოს

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელის სოზარ სუბარის განცხადებით, როდესაც ხდება პარლამენტის წევრებზე თავდასხმები, შენობაზე კი ბოქლომების დადება სახელმწიფო ვალდებულია იმოქმედოს.

გიგი უგულავა აქციის დაშლაზე: გამარჯობა პუტინის ივანიშვილისეულ რუსეთს

"ევროპული საქართველოს" წევრის გიგი უგულავას განცხადებით, სანამ არ დაბრუნდება არჩევნები, ხელისუფლებას საქმიანობის წყნარი შესაძლებლობა არ ექნებათ.

პარლამენტთან აქციის დაშლის პარალელურად 18 მოქალაქეა დაკავებული

პარლამენტის შესასვლელებთან სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლის პარალელურად, პოლიციამ ჯამში 18 აქტივისტი დააკავა.

დავით ბაქრაძე: პროტესტი გაგრძელდება, სანამ ადამიანები ცოცხლები არიან

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, რუსთველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლა პროტესტის უფრო მასშტაბურ ფორმას გამოიწვევს.

ლარი 0.13 თეთრით გაუფასურდა

18 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9736 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9723 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.13 თეთრი შეადგინა.

სპეცრაზმი თავისუფლების მოედნისკენ მიემართება

სპეცდანიშნულების რაზმის წევრები თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან, სადაც აქციის მონაწილეები არიან შეკრებილები. 

წითელმა ჯვარმა ცხინვალის ციხეში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ცხინვალის იზოლატორში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა. აღნიშნულთან დაკავშირებით წჯსკ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

პარლამენტის ყველა შესასვლელს სპეცრაზმი აკონტროლებს

პარლამენტის ყველა შესასვლელთან ამ დროისთვის სპეცდანიშნულების რაზმის წევრები არიან განლაგებულები. მათ ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.

პოლიციამ რუსთაველის გამზირიდან კარვები აიღო

პოლიციამ რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილი კარვებისგან სრულად გაწმინდა. 

პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო

პარლამენთან აქციის დაშლის პარალელურად, პოლიციამ მოქალაქეების დაკავება დაიწყო. სავარაუდოდ, დაკავებულია გიგა მაქარაშვილი, ასევე ზუკა ბერძენიშვილი და აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ქვიშით სავსე ტომრებისგან სპეცტექნიკა წმენდს

პარლამენტის მიდნებარე ტერიტორიასთან აქციის დასაშლელად სპეცრაზმის წარმომადგენლებმა წყლის ჭავლი გამიყენენს, პარალელურად სპეციალური ტექნიკით მიდებარე ტრეიტორიის გაწმენდა მიმდინარეობს.

სპეცრაზმი აქციის მონაწილეეების დაშლას პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან განაგრძობს

სპეცრაზმმა და წყლის ჭავლის მანქანამ პარლამენტის გვერდით შესასვლელთან გადაინაცვლა და იქ მიმდინარეობს აქციის წევრების დაშლა და ბარიკადების მოშლა.