ზაქარეიშვილი: ის ფაქტი, რომ თურქეთი ღრმად არ ჩაება ომში და მისი ეკონომიკა დარჩა მყარი, საქართველოსთვის პოზიტიური მოვლენაა

ექსპერტ პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, სირიაში თურქეთის მიერ სამხედრო ოპერაციის შეჩერება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან თუ მეზობელი ქვეყნის ეკონომიკა დასუსტდებოდა, ამას გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე აუცილებლად ექნებოდა.

როგორც "პირველს" ზაქარეიშვილმა განუცხადა, თუ ვინმეს გაუჩნდება სურვილი ლარის გაუფასურება მომავალში თურქეთის სირიაში შეჭრას დაუკავშიროს, ეს არ გამოუვა.


"თურქეთი რომ ძალიან ღრმად ჩაფლულიყო ომში შეიძლებოდა მისი ეკონომიკა დაზარალებულიყო და ეს უკვე, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენდა საქართველოზე. ისედაც სუსტი გვაქვს ეკონომიკა და საქართველო ამ გადაწყვეტილებით უბრალოდ არ დაზარალდა. თუ ვინმეს გაუჩნდება სურვილი ლარის გაუფასურება მომავალში თურქეთის სირიაში შეჭრას დაუკავშიროს, ეს არ გამოუვა, რადგან ძალიან სწრაფად დასრულდა ყველაფერი. თუ კი, რა თქმა უნდა, არ განახლდა საბრძოლო მოქმედებები",- განაცხადა "პირველთან" პაატა ზაქარეიშვილმა.


მისი თქმით, საქართველოსთვის მთავარია რა მდგომარეობაში იქნება თურქეთის ეკონომიკა ამ პროცესების განმავლობაში.  


"თურქეთში საინტერესო პროცესები მიმდინარეობს, მან პრაქტიკულად უსისხლოდ მოახერხა მიეღო ის, რისთვისაც სირიაში შევიდა და რასაც მოჰყვებოდა მსხვერპლი და კიდევ უფრო დიდი საომარი შეტაკებები. ამერიკას მოუწია უკან დახევა და თავისი ხალხის გაყვანა, ასე ვთქვათ, ბუფერული ზონიდან. თურქეთმა უბრძოლველად მიიღო ის, რისთვისაც ომი დაიწყო. გაძლიერდა რუსეთი, იმიტომ რომ მან საერთო ენა იპოვა ბაშარ ალ ასადთან, რომელსაც ვერასდროს რომ ვერ დაესიზმრებოდა ისე უბრძოლველად აიღო სირია. ეს რა თქმა უნდა, რუსეთის დამსახურებაა. ირანის პოზოციები გაძლიერდა, რადგან ისიც მხარს უჭერს ბაშარ ალ ასადს. პრაქტიკულად, შესუსტდა ამერიკის პოზიციები, უბრალოდ მან სახე შეინარჩუნდა, რადგან ცოცხლად გადაარჩინა თავისი მოკავშირე ქურთები, რომლებიც იძულებულები არიან დატოვონ ტერიტორიები. თუმცა, ისინი ცოცხლები და ასე ვთქვათ, ბრძოლისუნარიანები არიან და მომავალში შეიძლება რამე დაგეგმონ. მისი შეფასებით, საქართველოსთან ამ პროცესებს პირდაპირი კავშირი არ აქვს, თუმცა ის ფაქტი, რომ თურქეთი ღრმად არ ჩაება ომში და მისი ეკონომიკა დარჩა მყარი, საქართველოსთვის პოზიტიური მოვლენაა",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.


ცნობისთვის, გუშინ, თურქეთი და ამერიკა სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.


თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში სამხედრო ოპერაცია "მშვიდობის წყარო" 9 ოქტომბერს დაიწყო. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ოპერაციის მიზანი იყო ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" და ქურთთა დანაყოფების წინააღმდეგ ბრძოლა და თურქეთ-სირიის საზღვარზე უსაფრთხოების ზონის ჩამოყალიბება, რომელიც სირიელ ლტოლვილებს საკუთარ სახლებში დაბრუნების საშუალებას მისცემს.


 


არჩილ თალაკვაძე: მინდა ოპოზიციას სამახსოვროდ დავუბრუნო გაჭრილი ჯაჭვი და ბოქლომი 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას იმ ჟაჭვს და ბოქლომს უბრუნებს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირების მიზნით, შესასვლელ კარებებს გაუკეთეს. 

ირმა ინაშვილი: აქციები და პროტესტი გაგრძელდება

დეპუტატმა ირმა ინაშვილმა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით "პატრიოტთა ალიანსის" პოზიცია გაავრცელა. ინაშვილის აზრით, სააკაშვილსა და ბოკერიასთან გაერთიანდება ბოროტებასთან შეკვრის ტოლფასია.

შსს აქციის დაშლისას არასრულწლოვნების დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლისას არასრულწლოვნების დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

პროტესტის მეხუთე დღე - პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება.

კახა კალაძე: სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს.

პარლამენტთან სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლისას, სულ, სამი ადამიანი დაშავდა

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებებში სულ სამი პაციენტი გადაიყვანეს - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძე: შსს-მ შეძლო ეჩვენებინა საზოგადოებისთვის როგორი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება აქვს მოქალაქეთა მიმართ

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობისთვის სამუშაო პირობების აღდგენისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა.

პარლამენტში ბიუროს სხდომა დაიწყო

პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს სხდომა რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო, მას შემდეგ რაც სპეცრაზზმა შნობის შესასვლელებთან გამაგრებული აქციის მონაწილეები დაშალა. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე პოლიცია აქტივისტების დაკავებას განაგრძობს.

სოზარ სუბარი: როდესაც პარლამენტის ბლოკირება ხდება, ხელისუფლება მოვალეა იმოქმედოს

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელის სოზარ სუბარის განცხადებით, როდესაც ხდება პარლამენტის წევრებზე თავდასხმები, შენობაზე კი ბოქლომების დადება სახელმწიფო ვალდებულია იმოქმედოს.

გიგი უგულავა აქციის დაშლაზე: გამარჯობა პუტინის ივანიშვილისეულ რუსეთს

"ევროპული საქართველოს" წევრის გიგი უგულავას განცხადებით, სანამ არ დაბრუნდება არჩევნები, ხელისუფლებას საქმიანობის წყნარი შესაძლებლობა არ ექნებათ.

პარლამენტთან აქციის დაშლის პარალელურად 18 მოქალაქეა დაკავებული

პარლამენტის შესასვლელებთან სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლის პარალელურად, პოლიციამ ჯამში 18 აქტივისტი დააკავა.

დავით ბაქრაძე: პროტესტი გაგრძელდება, სანამ ადამიანები ცოცხლები არიან

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, რუსთველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლა პროტესტის უფრო მასშტაბურ ფორმას გამოიწვევს.

ლარი 0.13 თეთრით გაუფასურდა

18 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9736 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9723 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.13 თეთრი შეადგინა.

სპეცრაზმი თავისუფლების მოედნისკენ მიემართება

სპეცდანიშნულების რაზმის წევრები თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან, სადაც აქციის მონაწილეები არიან შეკრებილები. 

წითელმა ჯვარმა ცხინვალის ციხეში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ცხინვალის იზოლატორში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა. აღნიშნულთან დაკავშირებით წჯსკ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

პარლამენტის ყველა შესასვლელს სპეცრაზმი აკონტროლებს

პარლამენტის ყველა შესასვლელთან ამ დროისთვის სპეცდანიშნულების რაზმის წევრები არიან განლაგებულები. მათ ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.

პოლიციამ რუსთაველის გამზირიდან კარვები აიღო

პოლიციამ რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილი კარვებისგან სრულად გაწმინდა. 

პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო

პარლამენთან აქციის დაშლის პარალელურად, პოლიციამ მოქალაქეების დაკავება დაიწყო. სავარაუდოდ, დაკავებულია გიგა მაქარაშვილი, ასევე ზუკა ბერძენიშვილი და აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ქვიშით სავსე ტომრებისგან სპეცტექნიკა წმენდს

პარლამენტის მიდნებარე ტერიტორიასთან აქციის დასაშლელად სპეცრაზმის წარმომადგენლებმა წყლის ჭავლი გამიყენენს, პარალელურად სპეციალური ტექნიკით მიდებარე ტრეიტორიის გაწმენდა მიმდინარეობს.

სპეცრაზმი აქციის მონაწილეეების დაშლას პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან განაგრძობს

სპეცრაზმმა და წყლის ჭავლის მანქანამ პარლამენტის გვერდით შესასვლელთან გადაინაცვლა და იქ მიმდინარეობს აქციის წევრების დაშლა და ბარიკადების მოშლა.