კარლ ჰარცელი პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების მოსმენაზე: გამჭვირვალე პროცესი არის დადებითი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში გამჭვირვალობა ყველა მხარეს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი შთაბეჭდილება შეიქმნან კონკრეტული კანდიდატების შესახებ. 

მისივე თქმით, ეს იძლევა შესაძლებლობას, „პირადად დარწმუნდნენ იმ სტანდარტებში, რასაც მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს“.


ამასთანავე, ევროკავშირის ელჩმა მოსამართლეების შერჩევის საკითხზე ეუთოს დასკვნაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დასკვნის ამ ნაწილში მკვეთრი კრიტიკა იყო გამოთქმული.


„რაც შეეხება თვითონ შერჩევის პროცესს, უკვე მკაფიოდ იყო საუბარი ეუთოს ანგარიშებში. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ კრიტიკა არის გამოთქმული. ზოგადად, ეუთოს ანგარიში საკმაოდ დაბალანსებულია, თუმცა ამ ნაწილში მკვეთრია კრიტიკა. თვითონ პროცესს რაც შეეხება, რისი მომსწრენიც ვართ პარლამენტში, ჩემი შეფასებით, კარგი ნიშანია ის გამჭვირვალობა, რომელიც აძლევს შესაძლებლობას ყველა მხარეს, რომ საკუთარი შთაბეჭდილება შეიქმნას კონკრეტული კანდიდატის შესახებ, რადგანაც სწორედ ასეთი პროცესი აძლევს პარლამენტის წევრს შესაძლებლობას და აღჭურავს მას საჭირო ინფორმაციით, რომ პირადი გამოცდილებით დარწმუნდეს იმ სტანდარტებში, რასაც მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს - მის პროფესიულ თუ პირად კეთილსინდისიერებაში, ამიტომ გამჭვირვალე პროცესი არის დადებითი“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.


ირაკლი კობახიძე: 9-წლიანი რეჟიმის გახსენება ჩემთვის საკმარისი არგუმენტია იმისთვის, რომ გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე

„კონსტიტუცია არის ისეთი დოკუმენტი, რომელიც უნდა მოქმედებდეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, შესაბამისად, ჩვენ, გრძელვადიან პერსპექტივაში, უნდა დავუტოვოთ ხალხს ისეთი სისტემა, რომელიც ისეთ სისხლიან რეჟიმს გამორიცხავს გრძელვადიან პერსპექტივაში, სწორედ ამიტომ ვარ მე პროპორციული საარჩევნო სისტემის მომხრე, მიუხედავად იმ რისკებისა, რომელიც მასთან არის დაკავშირებული“.

საპენსიო სააგენტოს აუდიტის ჩატარების სურვილს სამი კომპანია გამოთქვამს

საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის ჩატარების სურვილს სამი აუდიტორული კომპანია გამოთქვამს.

ირაკლი კობახიძე: პროპორციული სისტემა არის ფენომენი, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული პარლამენტარიზმის და პოლიტიკური კულტურის განვითარებასთან

პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" ირაკლი კობახიძე არჩვნების პროპორციულ სისტემას ფენომენს უწოდებს, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური კულტურისა და პარლამენტარიზმის განვითარებას უწყობს ხელს. 

გიორგი კახიანი: არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების გადაწყვეტილება სწორი იყო

„როდესაც ჩვენ მივიღეთ გამოცდილება, რომ უკვე მომდევნო არჩევნები ჩატარებულიყო პროპორციული სისტემით, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით. ეს იქნებოდა საზოგადოებრივი განწყობები, პოლიტიკური რეალობა, თუ დღეს არსებული ვითარება. ამ თვალსაზრისით ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღეთ სწორი გადაწყვეტილება“.

საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე უმრავლესობის პროექტის განხილვა პარლამენტში ხვალ გაგრძელდება

პარლამენტში პლენარული სხდომისთვის რეგლამენტით გათვალისწინებული დრო ამოიწურა და დეპუტატებმა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის პირველი მოსმენით განხილვა ვერ დაასრულეს. 

გიორგი ვოლსკი: გთავაზობთ, ხვალ დილით უმრავლესობის სხდომა ჩავატაროთ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საარჩევნო სისტემის შეცვლაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განიხილავენ.

მამუკა მდინარაძე: გადაწყვეტილება არის მიღებული - ჩვენ რაც ვთქვით, ის უნდა გავაკეთოთ და მივიყვანოთ ბოლომდე

პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ხალხისთვის მიცემული პირობა უნდა შეასრულოს. 

ალექსანდრე ქანთარია: ჩვენ ახლა ძალიან სერიოზული გადაწყვეტილების წინაშე ვდგავართ

პარლამენტის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის წინ საკუთარ კოლეგებს შეახსენა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პირობა მოსახლეობას „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა თავმჯდომარემ მისცა. 

პარლამენტთან მოძრაობა "სირცხვილია"-ს აქცია მიმდინარეობს

პარლამენთან სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია"-ს საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქტივისტები პარლამენტარებს მოუწოდებენ არ ჩააგდონ კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო კოდექსის ცვლილებას ითვალისწინებს.

მაჟორიტარი დეპუტატები მაჟორიტარული სისტემის უპირატესობის დამტკიცებას ცდილობენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაჟორიტარი დეპუტატები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის უპირატესობის დამტკიცებას ცდილობენ.

2019 წელს საქართველოში აივ ინფექციის 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

2019 წლის 10 ნოემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში ჯამში 8004 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული, რომელთაგან 570 შემთხვევა წელს დაფიქსირდა.

ირაკლი კოვზანაძე: იმედია, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში პარლამენტის შენიშვნები და რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი აისახება

„2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი, არსებითად არ განსხვავდება პირველადი ვარიანტისგან, თუმცა საბიუჯეტო პროცესი გრძელდება და იმედი მაქვს, რომ ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში პარლამენტის შენიშვნების და რეკომენდაციების მნიშვნელოვან ნაწილს გაითვალისწინებენ“.

ზვიად ძიძიგური: ოპოზიციის მოთხოვნა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე დამაზიანებელია ეკლესიისთვის

„ოპოზიციამ ჩათვალა, რომ მათთვის მსუყე თემაა მეუფე იაკობის განცხადებები და ითხოვენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, რაც თავისთავად არის არა მარტო მცდარი, არამედ დამაზიანებელი ეკლესიისთვის და მთლიანად ჩვენი 

ზვიად ძიძიგური: პეტრე ცაავას რეციდივი ეს არ იყო მარტო ერთი კაცის მიერ დაგეგმილი გალაშქრება პატრიარქის წინააღმდეგ

"პეტრე ცაავას რეციდივი თუ ვინმეს სჯერა, რომ ეს იყო მარტო ერთი კაცის მიერ დაგეგმილი გალაშქრება პატრიარქის წინააღმდეგ და საპატრიარქოს წინააღმდეგ, მე ამის არ მჯერა. პეტრე ცაავას ჰყავდა, რა თქმა უნდა, პოლიტიკური თანამოაზრეები"

ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას: ხალხის ძალა არის თქვენს წინააღმდეგ, ხალხის ძალა არის „ქართული ოცნების“ მხარეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ, მამუკა კაციტაძეს პლენარულ სხდომაზე საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე, კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვისას კითხვით მიმართა.

დიმიტრი ხუნდაძე: როცა მხარი დავუჭირე პროპორციული არჩევნებს, მე ვაყენებდი პირობებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტს განიხილავენ, პარლამენტის უმრავლესობის სხდომის მოწვევა მოითხოვა.

ავარია უნივერსიტეტის ქუჩაზე - დაღუპულია 1 ადამიანი

თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მიკროავტობუსი განათების ბოძს დაეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა მძღოლი, მგზავრი კი დაშავდა.

13 ნოემბერს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 13 ნოემბერს ელექტრომომარაგება თბილისის რამდენიმე უბანს დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა არ გადაიდება

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, უმრავლესობის დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის მოთხოვნა, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის განხილვის გადადებაზე, არ დააკმაყოფილა.

ეკა ბესელია უმრავლესობის სხდომის მოწვევაზე: უნიჭოდ არის ეს სპექტაკლი დადგმული

ეკა ბესელია საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის პირველი მოსმენით განხილვამდე და კენჭისყრამდე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის მოწვევას ითხოვს.

გოგი მეშველიანი მამუკა კაციტაძეს: რატომ უჭერთ მხარს ბლოკების სისტემის შენარჩუნებას და არა რეალური პოლიტიკური პარტიების განვითარებას

საპარლამეტო უმრავლესობის წევრმა გოგი მეშველიანმა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, მამუკა კაციტაძეს პლენარულ სხდომაზე საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვისას კითხვით მიმართა.