თბილისში საცობების პრობლემის მოსაგვარებლად ახალი სისტემა უახლოეს მომავალში ამოქმედდება

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, დედაქალაქის მერია, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ახორციელებს პროექტს, რაც ჭკვიანი შუქნიშნების მოწყობას ითვალისწინებს.

კერძოდ, პროექტის ფარგლებში, შუქნიშნებზე მოხდება დეტექტორების მონტაჟი, ელექტრონული პროგრამა ავტომატურ რეჟიმში მიიღებს ინფორმაციას, დროის კონკრეტულ მონაკვეთში ნაკადების მოცულობასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც მოხდება ნაკადების ოპტიმალური მართვა.


"დღეს პატრულ-ისპექტორები ცალკეულ ადგილებზე არიან განლაგებულები და ფიზიკურად ხდება ნაკადების მართვა, ამას დაემატება ჭკვიანი სისტემიდან წამოსული კონკრეტული სცენარები და ერთობლივად, თბილისის მერია და საპატრულო პოლიციის კონკრეტული ეკიპაჟები, განვახორციელებთ ნაკადების ოპტიმალურად მართვას. ეს არის ნაკადების მართვის ჭკვიანი სისტემა, რომელიც გამოყენებულია ყველა განვითარებულ ქალაქში",- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.


თბილისის ვიცე-მერის თქმით, ნაკადების მართვის ავტომატიზირებული სისტემის მიზანი ნაკადების ისე გადანაწილებაა, რომ ქალაქში ნაკლები საცობი იყოს.


"კონკრეტული დეტექტორების მონტაჟი მოხდება შუქნიშნებზე, რომელიც დაითვლის ნაკადებს, დროის კონკრეტულ მონაკვეთში. როდესაც ერთ დღეს მოხდება დათვლა, დროის იგივე მონაკვეთში მეორე დღისთვის სისტემა მოგვცემს უკეთეს სცენარს. შეიძლება გიკარნახოს, რომ შეიცვალოს შუქნიშნის რეჟიმი ან გატარება-შეზღუდვის დრო,  შეიძლება მოდელმა  მიმართულების მხრივ უფრო ოპტიმალურიო სცენარი წარმოადგინოს",- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.


ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ამჟამად, მიმდინარეობს შესყიდვის პროცედურები, სისტემა ქალაქში ეტაპობრივად,  რამდენიმე თვის განმავლობაში დაინერგება.


სალხინოს ტყეში ხანძარის ლიკვიდაცია ვერ ხერხდება

მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ სალხინოს მიმდებარედ, ტყე იწვის. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი მთის ფერდობზე, ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა.

მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი: მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ამომრჩეველს დააბნევს

„პროპორციული საარჩევნო სისტემა ამომრჩეველს დააბნევს“, - ნათქვამია მაჟორიტარ დეპუტატთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალი წარედგინებათ

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს და ყოფილ გენერალურ პროკურორს ბრალი წარედგინებათ - ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი: ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობისთვის გაცილებით ადვილი და კომფორტულია, შეაფასონ არა პოლიტიკური პარტიები, მათი აბსტრაქტული და ვირტუალური პროგრამებით, არამედ კონკრეტული ადამიანები

„ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობისთვის გაცილებით ადვილი და კომფორტულია, შეაფასონ არა პოლიტიკური პარტიები, მათი აბსტრაქტული და ვირტუალური პროგრამებით, არამედ კონკრეტული ადამიანები, რომლებმაც თავიანთი წარსული საქმიანობით მოიპოვეს მხარდაჭერისთვის საკმარისი ნდობა და პატივისცემა“, - ნათქვამია მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის განცხადებაში.

პრემიერი აქციის დაშლაზე: შემდგომშიც, სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში და გააკეთებს იგივეს

"შემდგომშიც, უპასუხისმგბელო პოლიტიკოსების მიერ მსგავსი ქმედებების შემდეგ, სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში და გააკეთებს იგივეს,- ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, გუშინ, პარლამენტის მიმდებარედ აქციის დაშლას. 

გიორგი გახარია: მერწმუნეთ, ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება

საქართველოს პრემიერის გიორგი გახარიას განცხადებით, ეკონომიკისთვის და ბიზნესისთვის სტაბილური გარემო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

კახა კალაძე: ძალიან ბევრმა, შესაძლოა, არ იცოდეს რა განსხვავებაა მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემებს შორის

პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს შესაძლოა არ ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რა განსხვავებაა არჩევნების მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემებს შორის. 

მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი: მივიღეთ გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივის მოსამზადებლად

მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ სოციალურ ქსელში მაჟორიტარ დეპუტატთა სახელით განცხადება გაავრცელა.

დიმიტრი ხუნდაძე სრულ მაჟორიტარულ საარჩევევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდის

"მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფმა მივიღეთ გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივის მოსამზადებლად", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.

ქართული ღვინო საფრანგეთში საერთაშორისო გამოფენაზებ წარადგინეს

საფრანგეთის ქალაქ მარსელში, ღვინისა და გასტრონომიის ყოველწლიური ფესტივალი "Salon Savim Automne" გაიმართა.

თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ჯორჯიის შტატში, ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო.

დიმიტრი ხუნდაძე მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის სახელით განცხადებას ავრცელებს

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი, უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე მაჟორიტარ დეპუტატთა სახელით ახალი ინიციატივით გამოდის.

კახა კალაძე: საზოგადოების განწყობის გასაგებად კვლევები არ მჭირდება

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) მიერ ჩატარებულ კვლევას არ ენდობა.

თეირანი ეკონომიკურ პასუხისმგებლობას საკუთარ მოსახლეობას აკისრებს

თეირანი ეკონომიკურ პასუხისმგებლობას საკუთარ მოსახლეობას აკისრებს გარეგანი ძალების ჩართვა სრულიად შესაძლებელია ისეთი სახელმწიფოების შიდა საქმეებში, სადაც არსებული გარემო ქმნის შესაბამის პირობებს პროცესებში ჩასართავად.

დავით ბერძენიშვილი: შვილის სასამართლოზე ყოფნა ჩემი ცხოვრების ოცნება არ ყოფილა

„შვილის სასამართლოზე ყოფნა არ ყოფილა ჩემი ცხოვრების ოცნება“, - ამის შესახებ „რესპუბლიკური“ პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრმა დავით ბერძენიშვილმა საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

მესტიაში, ეცერის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

არსებული ინფორმაციით, ხანძრის უმეტესი კერები ლიკვიდირებულია და სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მეხანძრე- მაშველები სამუშაოებს განაგრძობენ.

ანკარაში საქართველო-თურქეთის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა 19 ნოემბერს თურქეთს ეწვევა. ეს იქნება 2005 წლის შემდეგ საქართველო-თურქეთის შერეული ეკონომიკური პირველი კომისიის სხდომა.

კობა ლურსმანაშვილი: მაჟორიტარული წესით არჩევნები სარგებლის მომტანია ჩვენი ქვეყნისთვის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ლურსმანაშვილი პოზიციას არ იცვლის და ამბობს, რომ მაჟორიტარული წესით არჩევნები სარგებლის მომტანია ქვეყნისთვის.

პარლამენტთან აქციის დაშლისას 5 ადამიანი დაშავდა

გუშინდელი აქციის შედეგად, სულ, 5 ადამიანი იქნა ჰოსპიტალიზირებული, მათგან ორი სამართალდამცველია.

ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის კვლევები გრძელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის კვლევებს აგრძელებს.

მარტვილის ტყეში ხანძარია

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს ტყის ქვედა საფარზე ხანძარია.