ვახტანგ გომელაური: ნდობის ჯგუფთან სამინისტროს ბიუჯეტზე, საიდუმლო შესყიდვებზე, ასევე, საზღვრის თემაზე ვისაუბრეთ

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომას დაესწრო.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ვახტანგ გომელაური დეპუტატებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ შესყიდვებზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ პროგრამებისთვის გამოყოფილ თანხებზე ესაუბრა.


შეხვედრაზე ასევე განიხილეს სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის და დემილიტარიზაციის საკითხები.


შეხვედრა მედიისთვის დახურულ ფორმატში წარიმართა. ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში ნდობის ჯგუფთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხა.


"ნდობის ჯგუფთან პირველ რიგში ვისაუბრეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტზე, ასევე ვისაუბრეთ საიდუმლო შესყიდვებზე რაც ძალიან მცირე აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ძალოვან უწყებებთან შედარებით, 2018-2019 წლებში რა იყო და რას ვგეგმავთ 2020 წელს, რის შესყიდვას ვაპირებთ. როგორ არის ბიუჯეტი გაწერილი. ასევე, ვისაუბრეთ ხელფასების თემაზე, 2019 წელს რამდენ ადამიანს მოემატა და რა რაოდენობით ხელფასი, 2020 წელს რას ვაპირებთ და რამდენ ადამიანს მოემატება. საუბარი იყო საზღვრის თემაზეც, არსებულ პრობლემებზე, რამდენიმე მიმართულებით გვაქვს პრობლემები. აზერბაიჯანის მიმართულებით მაგალითად, ამაზე იყო საუბარი და ეს პრობლემა თითქმის გადაწყვეტილია. თუმცა დემარკაცია, დემილიტარიზაციას პრობლემა გვაქვს სომხეთთან, ეს ძალიან შრომატევადი პროცესია და არ ველოდებით, რომ ერთ დღეში, ერთ წელში უცებ გადაწყდება ეს ყველაფერი. ამაზე ვმუშაობთ. დახურული ფორმატი იყო და ბუნებრივია, დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.


პარლამენტის შესასვლელები ოპოზიციამ ჯაჭვებით ჩაკეტა

პარლამენტის შესასვლელები ჯაჭვებით არის ჩაკეტილი. საკანონმდებლო ორგანოს ბოქლომები სიმბოლურად "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა გიგი უგულავამ და გიგა ბოკერიამ დაადეს.

სალომე სამადაშვილი: დღეს პარლამენტის შენობის პიკეტირება დაიწყება

„საქართველოს ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა სახელმწიფო შენობების და მათ შორის პარლამენტის პიკეტირება მოახდინოს“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ილია მეორე რუსეთის პატრიარქს მიმართავს

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ, რუსეთის პატრიარქს კირილის ოკუპანტების მიერ დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ ოფიციალური წერილით მიმართა.

რესპუბლიკის მოედანზე "პატრიოტთა ალიანსის" საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

"ჩვენ მორიგჯერ უნდა ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ თავისუფალ არჩევანს ვერ წაგვართმევს",- ასე მიმართა "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა, რესპუბლიკურ მოედანზე, საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მხარდამჭერებს.

ქეთევან ციხელაშვილი: ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ",- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, უკანონოდ დაკავებულ ქართველ ექიმზე საუბრისას განაცხადა.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარო, ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.

პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით აჭარის მთავრობასთან აქცია მიმდინარეობს

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.

გია ვოლსკი: პარლამენტის პიკეტირება გამოხატულებაა იმ ადამიანების პოლიტიკისა, რომლებიც აქციებს მართავენ

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, "ქართული ოცნების" ოფისში შეკრებილმა უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს. როგორც ვოლსკიმ "ოცნების" ოფისთან განაცხადა, მათ შორის, საუბარი შეეხო ქვეყნის 2020 წლის ბიუჯეტს.

ია მეტრეველი: დღევანდელმა დღემ დიდი კონსტანტინეს, „დიდოსტატის მარჯვენა“ გამახსენა

„დღევანდელმა დღემ დიდი კონსტანტინეს, „დიდ ოსტატის მარჯვენა“ გამახსენა“, - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

დავით ბაქრაძე: დღევანდელი აქცია თავისი შინაარსით მშვიდობიანი იქნება

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ "რუსთაველის გამზირზე" მიმდინარე სამოქალაქო პროტესტი არის იმის დასტური, რომ საზოგადოება "ქართულ ოცნებას" ტყუილს არ აპატიებს.

პროტესტის მეოთხე დღე - რუსთაველზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ ფართომასშტაბიანი აქცია დაიწყო.

გიორგი რურუა: უნდა მოვახდინოთ ყველაფრის პარალიზება

„უნდა მოვახდინოთ ყველაფრის პარალიზება“, - აცხადებს ტვ „ფორმულასთან“ ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი რურუა.

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის წევრები იკრიბებიან

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იკრიბებიან.

პატრიარქი: რთულ დროს ვცხოვრობთ, ყველაფერი არამყარია და ერთ დღეს შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს

წმინდა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ წირვა აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა.

სარფთან ახლოს ახალგაზრდა კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

აჭარაში, სარფთან ახლოს ახალგაზრდა კაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს. 

პარლამენტის შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული

პარლამენტის შენობაში და ეზოს გარეთ სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

შსს: ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი

"აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი",-ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 
საპატრულო პოლიციის უფროსი: განსაკუთრებული დეპარტამენტის წარმომადგენლებს არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი არ აქვთ

საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის თქმით, განსაკუთრებული დეპარტამენტის წარმომადგენლებს არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი არ აქვთ. 

ახალციხე-ადიგენის გზაზე მანქანა დაიწვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე.

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ საპროტესტო აქციას კახეთიც უერთდება

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები ჩალაუბნის პოლიციის გამშვებ პუნქტთან შეიკრიბნენ.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან ციხეში გადაიყვანეს

ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან ციხეში გადაიყვანეს.