ნათია თურნავა ქართველ ავიამეთვალყურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

20 ოქტომბერს მსოფლიო ავიამეთვალყურეების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საქართველოს ეკონომიკისა და მდსგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ქართველ ავიამეთვალყურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს. 

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია“-ში დღესდღეობით 116 ავიამეთვალყურეა დასაქმებული. თითოეულ მათგანს გულითადად ვულოცავ პროფესიულ დღესასწაულს! ყურადღების მუდმივი კონცენტრაცია, ფსიქოლოგიური წნეხი და უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც ავიამეთვალყურეს აკისრია, მას მსოფლიოში ერთ-ერთ ურთულეს პროფესიად აქცევს. ისინი ზრუნავენ ხმელეთიდან ცაში საჰაერო ხომალდების დროულ, თანმიმდევრულ და უსაფრთხო გადაადგილებაზე. ჩვენ გვყავს მართლაც პროფესიონალი, უმაღლესი კვალიფიკაციის ავიამეთვალყურეები - თითოეული მათგანის მაღალი კვალიფიკაცია საერთაშორისო ორგანიზაციების - ICAO-ს და EUROCONTROL-ის მიერ გაცემული სერთიფიკატებით არის აღიარებული. ისინი საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ არაერთ პროექტში არიან ჩართულები და რაც განსაკუთრებით გვეამაყება - რამდენიმე მათგანი ხელმძღვანელობს კიდეც მნიშვნელოვან ჯგუფს და წარმატებით გააქვთ საქართველოს სახელი საერთაშორისო ასპარეზზე. ავიამეთვალყურის პროფესია საპატიო და მნიშვნელოვანია საქართველოს საავიაციო სფეროს უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა, შემოდიან ახალი ავიაკომპანიები და მატულობს ახალი ავიარეისები. კიდევ ერთხელ ვულოცავ ავიამეთვალყურეებს პროფესიულ დღეს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, პირად და პროფესიულ წარმატებებს!“,-ნათქვამია მინისტრის მილოცვაში.


ნიკოლოზ მეტრეველი: „ქართულმა ოცნებამ“ დაანახა, რომ იმ 30 პარტიაზე, რუსეთუმე ნინო ბურჯანაძეზე მეტი მხარდამჭერი ყავს

„ქართულმა ოცნებამ“ დაანახა, რომ იმ 30 პარტიაზე, რუსეთუმე ნინო ბურჯანაძეზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს“, - განაცხადა ექსპერტმა ნიკოლოზ მეტრეველმა ტვ „პირველის“ეთერში.

ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე ჩარჩენილი კაცი გადაარჩინეს

მაშველებმა მწვერვალ აილამაზე ჩარჩენილი მამაკაცი გადაარჩინეს.

მარკეტინგი 1 ლარად, ანუ როგორ არ დავხარჯოთ ფული მედიაში

შენ, რომელმაც ამ სტატიის კითხვა ეს-ესაა დაიწყე, იცოდე, რომ „კლიპარტის“ ექსპერიმენტში მონაწილეობ.  

გიორგი გახარიას დავალებით ბაკურიანის შემდეგ მორიგი უწყებათაშორისი შეხვედრა გუდაურში გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას დავალებით ბაკურიანის შემდეგ მორიგი უწყებათაშორისი შეხვედრა გუდაურში გაიმართა.

ქუთაისში გამწვანების აქცია გაიმართა

ქუთაისის მერიისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქუთაისში დარგვის აქცია გაიმართა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 16 -19 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს მორიგ შეხვედრას გამართავენ

დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციონერი ლიდერების რიგით მესამე შეხვედრა დღეს გაიმართება.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი დღეს საოკუპაციო ხაზთან საპროტესტო აქციას გამართავს

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი დღეს საოკუპაციო ხაზთან საპროტესტო აქციას გამართავს.

ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე ერთი კაცია ჩარჩენილი

ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე ერთი მამაკაცია ჩარჩენილი.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში 28 წლის კაცს ეძებენ

ნათესავების ინფორმაციით, რობერტ ნაცვლიშვილი სახლიდან 12 დეკემბერს, ღამით გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.

კობახიძე: ჩვენი შეთავაზება არის იმისთვის, რომ რაიმე ტიპის დესტაბილიზაციაზე ფიქრის ცდუნება არ დარჩეს

"ეს შეთავაზება არის იმისათვის, რომ ცდუნება არ დარჩეს რაიმე ტიპის დესტაბილიზაციაზე ფიქრის ვინაიდან, ასეთ დროს არის ცდუნება იმის, რომ დესტრუქციულმა ოპოზიციურმა ძალებმა ქვეყანა არასტაბილურობის რეჟიმში მოაქციონ", -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ახალ საარჩევნო შეთანაზებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

კობახიძე უზენაესის მოსამართლეებზე: ან ყველა უნდა გაგვეშვა სახლში ან მეორე შანსი უნდა მიგვეცა

"რეალურად იმ თავდაპირველი ათკაცანი სიიდან არსებულ 14 კაციან სიაში სამი კანდიდატი დამტკიცდა. ეს იყო ის პირობა, რომელიც დავდეთ და ეს არის ის შედეგი, რომელიც არის მიღწეული",-ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი კობახიძემ უზენაესის მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნების" აქციაზე: მოლოდინს გადააჭარბა იმ ადამიანების რაოდენობამ, რომელიც ღონისძიებაზე იყო მოსული 

"გვინდოდა სულ მცირე 100 ათასი ადამიანი ყოფილიყო და მოლოდინს გადააჭარბა იმ ადამიანების რაოდენობამ,რომელიც ღონისძიებაზე იყო მოსული",- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" მიერ გამართულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

სამტრედიის შემოვლით გზაზე ბალახებს ცეცხლი გაუჩნდა

ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ბალახს ცეცხლი უკიდია.

"ქართულმა ოცნებამ" დღეს საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა აღნიშნა (ფოტოკოლაჟი)

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ახალ­გაზ­რდუ­ლი ფრთის ორ­გა­ნი­ზე­ბით, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე ევ­რო­საბ­ჭოს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა გაიმართა, რომელიც სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნით და­ი­წყო.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

პირველი რესპუბლიკის მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა.

ალექსანდრე თევზაძე: მომავალში ჩვენი უნივერსიტეტი გახდება ევროპული განათლების სივრცის ღირსეული წევრი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობას გამოეხმაურა.

ეკა ლეკაშვილი: ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის საკითხი

„ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის საკითხი“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა სოციალურ ქსელში თსუ-ს ასოცირებული პროფესორი ეკა ლეკაშვილი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობას.

გიორგი ღაღანიძე: ჩვენი ქვეყნისათვის ევროპული, ევროატლანტიკური მისწაფებები ყოველთვის წარმოადგენდა იმ ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებას, რომლისკენაც ყოველთვის იყვნენ ორიენტირებული თაობები

თსუ-ს პროფესორი, დეკანი გიორგი ღაღანიძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

სერგი კაპანაძე: "ქართული ოცნების" აქციის საბაბი ძალიან სასაცილო იყო

"ამ აქციით კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, როგორ ცუდ მდგომარეობაში არიან",- ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე "ქართული ოცნების" ახალგაზრდული მოძრაობის მიერ ორგანიზებულ აქციას.

გიორგი გახარია: თითოეულმა ჩვენგანმა, თითოეულმა თქვენგანმა ნაბიჯ-ნაბიჯ მძიმე დღეები გავიარეთ, რომ ვყოფილიყავით უფრო ახლოს ევროპასთან

„დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე 20 წელია საქართველო ევროსაბჭოს წევრია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობას მიეძღვნება.