პოლიციამ კრიმინალური დაჯგუფების 5 წევრი დააკავა

პოლიციამ თბილისში ყაჩაღობის ფაქტი აღკვეთა - დანაშაულის მომზადების პროცესში დაკავებულია კრიმინალური დაჯგუფების 5 წევრი.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით, თბილისში ერთობლივად დააკავეს დანაშაულებრივი დაჯგუფების 5 წევრი.


"ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა 4 პირი: 1977 წელს დაბადებული, წარსულში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ნასამართლევი ნ. მ.,


1960 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური და ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი დ.გ., 1960 წელს დაბადებული, ადრე ყაჩაღობისთვის ნასამართლევი გ.მ. და 1965 წელს დაბადებული ნ.კ. 18 ოქტომბერს, თბილისში, ჯანჯღავას ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლზე ჯგუფურად ყაჩაღურ თავდასხმას აპირებდნენ. ამავე ფაქტზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, სამართალდამცველებმა ბრალდებულის სახით დააკავეს 1986 წელს დაბადებული ზ.მ. პოლიციამ, ერთ-ერთი დაკავებულის - გ.მ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო.


დანაშაულებრივი ჯგუფის სარგებლობაში არსებული ავტომანქანიდან, ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, დანაშაულის ჩადენისთვის საჭირო ნივთები და ნიღბები. ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა დანაშაულებრივი ჯგუფის მე-5 წევრი, 1965 წელს დაბადებული კ.დ. ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნულმა ჯგუფმა მიმდინარე წელს, 28 აგვისტოს, დაბა ოქროყანაში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლზე ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა.


მათ ოჯახის წევრებს ძალადობის მუქარით წაართვეს პირადი ნივთები, ფული, ოქროს ძვირადღირებული სამკაულები, რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ავტომობილი და მიიმალნენ.


სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებებით დაადგინეს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ავჭალაშიც გეგმავდნენ ერთ-ერთი ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმას, რაც პოლიციის ოპერატიული რეაგირების შედეგად ვერ განახორციელეს.


წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ყაჩაღობის, დანაშაულის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ასევე, 18-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს",- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


არჩილ თალაკვაძე: მინდა ოპოზიციას სამახსოვროდ დავუბრუნო გაჭრილი ჯაჭვი და ბოქლომი 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას იმ ჟაჭვს და ბოქლომს უბრუნებს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირების მიზნით, შესასვლელ კარებებს გაუკეთეს. 

ირმა ინაშვილი: აქციები და პროტესტი გაგრძელდება

დეპუტატმა ირმა ინაშვილმა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით "პატრიოტთა ალიანსის" პოზიცია გაავრცელა. ინაშვილის აზრით, სააკაშვილსა და ბოკერიასთან გაერთიანდება ბოროტებასთან შეკვრის ტოლფასია.

შსს აქციის დაშლისას არასრულწლოვნების დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლისას არასრულწლოვნების დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

პროტესტის მეხუთე დღე - პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება.

კახა კალაძე: სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს.

პარლამენტთან სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლისას, სულ, სამი ადამიანი დაშავდა

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებებში სულ სამი პაციენტი გადაიყვანეს - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძე: შსს-მ შეძლო ეჩვენებინა საზოგადოებისთვის როგორი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება აქვს მოქალაქეთა მიმართ

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობისთვის სამუშაო პირობების აღდგენისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა.

პარლამენტში ბიუროს სხდომა დაიწყო

პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს სხდომა რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო, მას შემდეგ რაც სპეცრაზზმა შნობის შესასვლელებთან გამაგრებული აქციის მონაწილეები დაშალა. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე პოლიცია აქტივისტების დაკავებას განაგრძობს.

სოზარ სუბარი: როდესაც პარლამენტის ბლოკირება ხდება, ხელისუფლება მოვალეა იმოქმედოს

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელის სოზარ სუბარის განცხადებით, როდესაც ხდება პარლამენტის წევრებზე თავდასხმები, შენობაზე კი ბოქლომების დადება სახელმწიფო ვალდებულია იმოქმედოს.

გიგი უგულავა აქციის დაშლაზე: გამარჯობა პუტინის ივანიშვილისეულ რუსეთს

"ევროპული საქართველოს" წევრის გიგი უგულავას განცხადებით, სანამ არ დაბრუნდება არჩევნები, ხელისუფლებას საქმიანობის წყნარი შესაძლებლობა არ ექნებათ.

პარლამენტთან აქციის დაშლის პარალელურად 18 მოქალაქეა დაკავებული

პარლამენტის შესასვლელებთან სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლის პარალელურად, პოლიციამ ჯამში 18 აქტივისტი დააკავა.

დავით ბაქრაძე: პროტესტი გაგრძელდება, სანამ ადამიანები ცოცხლები არიან

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, რუსთველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლა პროტესტის უფრო მასშტაბურ ფორმას გამოიწვევს.

ლარი 0.13 თეთრით გაუფასურდა

18 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9736 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9723 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.13 თეთრი შეადგინა.

სპეცრაზმი თავისუფლების მოედნისკენ მიემართება

სპეცდანიშნულების რაზმის წევრები თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან, სადაც აქციის მონაწილეები არიან შეკრებილები. 

წითელმა ჯვარმა ცხინვალის ციხეში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ცხინვალის იზოლატორში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა. აღნიშნულთან დაკავშირებით წჯსკ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

პარლამენტის ყველა შესასვლელს სპეცრაზმი აკონტროლებს

პარლამენტის ყველა შესასვლელთან ამ დროისთვის სპეცდანიშნულების რაზმის წევრები არიან განლაგებულები. მათ ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.

პოლიციამ რუსთაველის გამზირიდან კარვები აიღო

პოლიციამ რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილი კარვებისგან სრულად გაწმინდა. 

პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო

პარლამენთან აქციის დაშლის პარალელურად, პოლიციამ მოქალაქეების დაკავება დაიწყო. სავარაუდოდ, დაკავებულია გიგა მაქარაშვილი, ასევე ზუკა ბერძენიშვილი და აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ქვიშით სავსე ტომრებისგან სპეცტექნიკა წმენდს

პარლამენტის მიდნებარე ტერიტორიასთან აქციის დასაშლელად სპეცრაზმის წარმომადგენლებმა წყლის ჭავლი გამიყენენს, პარალელურად სპეციალური ტექნიკით მიდებარე ტრეიტორიის გაწმენდა მიმდინარეობს.

სპეცრაზმი აქციის მონაწილეეების დაშლას პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან განაგრძობს

სპეცრაზმმა და წყლის ჭავლის მანქანამ პარლამენტის გვერდით შესასვლელთან გადაინაცვლა და იქ მიმდინარეობს აქციის წევრების დაშლა და ბარიკადების მოშლა.