პაატა სალია "რუსთავი 2"-ის 60%-ის დაყადაღებაზე: კომპანია ამ დავის უშუალო მონაწილე არ არის

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის იურისტის პაატა სალიას განცხადებით, ჯარჯი აქიმაძისა და დავით დვალის სარჩელი უშუალოდ "რუსთავი 2"-ს არ ეხება.

სალია "პირველთან" საუბარში ამბობს, რომ სასამართლოს მიერ სარჩელის ოფიციალურად ჩაბარების შემდეგ, შესაბამის სამართლებრივ მოქმედებებს განახორციელებს.


"როგორც კომპანიის წარმომადგენელი გეტყვით, რომ "რუსთავი 2" ამ დავის უშუალო მონაწილე არ არის. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია კომპანიის მიმართ დავა არ მიმდინარეობს. როგორც ქიბარ ხალვაშის ადვოკატს კი, მხოლოდ ის ინფორმაცია მაქვს, რომ სარჩელი არის წარმოებაში მიღებული და მისი უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა კომპანიის 60%-ს დაედო. სარჩელის შინაარსი არ ვიცით და არც მოთხოვნის ფორმულირება,  ჩვენ ამის შესახებ მოვისმინეთ კონფერენციაზე აქიმიძისა და დვალის ადვოკატის განცხადება, მას შემდეგ რაც ჩაგვბარდება სარჩელი და განჩინება სასამართლოსი განვახორციელებთ შესაბამის სამართლებრივ მოქმედებებს", - განაცხადა პაატა სალიამ "პირველთან" საუბარში.


შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლების ჯარჯი აქიმაძისა და დავით დვალის სარჩელი, საქალაქო სასამართლომ განსახილველად მიიღო.


ცნობისთვის,"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ტელეკომპანიისთვის სამოქალაქო დავა გასულ კვირას დაიწყეს.


18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. გადაწყვეტილების მიხედვით, "რუსთავი" 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. 2017 წლის მარტში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.


სიახლეები მსგავს თემაზე

"რუსთავი 2"-ის 60%-იან წილს ყადაღა დაედო

იურისტ კახა კოჟორიძის ინფორმაციით,  "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლების ჯარჯი აქიმაძისა და დავით დვალის სარჩელი, საქალაქო სასამართლომ განსახილველად მიიღო.

დიმიტრი სამხარაძე: „ნაცების“ ახალი მოკლეფეხებიანი, ყალბი ნარატივი

„ნაცების ახალი მოკლეფეხებიანი, ყალბი ნარატივი“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.

განათლების მინისტრს სამი ახალი მოადგილე ჰყავს 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ჩხენკელს სამი ახალი მოადგილე ჰყავს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ესტონელ კოლეგას შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ესტონელ კოლეგას ანდრეს რუნდუს შეხვდა.

„დელტა“ საავიაციო ქარხანაში სტრატეგიული მნიშვნელობის ჩარხ-დანადგარებს აღადგენს

სამხედრო-ტექნიკური ცენტრი "დელტა"  საავიაციო ქარხანაში სტრატეგიული მნიშვნელობის ჩარხ-დანადგარებს აღადგენს.

 

ყვარელში საბავშო ბაგა-ბაღი გაიხსნა

 ყვარელში საბავშო ბაგა-ბაღი გაიხსნა.  შენობას სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წელს ჩაუტარდა.

"ქართული ოცნების" ოფისთან აქციაზე პოლიციამ 3 პირი დააკავა

პარტია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 3 პირი დააკავა. 

 
ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა.

კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოფება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე  სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკის ქალაქ რეჯიო ემილიას ეწვია.

წყნეთში დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთში სხვადასხვა საგზაო სამუშაოებთან ერთად, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე დასასვენებელი სივრცის განახლება მიმდინარეობს.

ლარი ისევ გაუფასურდა

21 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9781 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9776 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.05 თეთრი შეადგინა. 
 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრგვალი მაგიდა თემაზე „ჰოლოდომორი: უკრაინელი ერის ტრაგედია და გენოციდი“ გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მრგვალი მაგიდა თემაზე „ჰოლოდომორი: უკრაინელი ერის ტრაგედია და გენოციდი“ გაიმართა.

 

ქეთევან ციხელაშვილი: ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხის პოლიტიზირება დაუშვებელია 

“ცხადია ვერც ადვოკატით, ან რაიმე სხვა ფორმით ჩვენ არ და ვერ შევალთ ე.წ. სამართლებრივ პროცესებში. ამაზე საუბარი არ მიდის და არც შეიძლება იყოს”, - ეს განცხადება სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილისათვის ადვოკატის აყვანასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილი ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვიდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ატლანტიკურ საბჭოში მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო.

აბაშიძე დეკანოიძეს: თქვენი შვილი 10 დღეში როგორ გათავისუფლდა პატიმრობიდან, რომელსაც ბრალად ნარკოდანაშაული ედებოდა?

ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში გია აბაშიძემ „ალ ჯაზირას“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ხატია დეკანოიძეს დებატებისას მის შვილთან დაკავშირებული ფაქტი გაახსენა.

ცხინვალის КГБ ქართველი ექიმის მეგობართან და პაციენტთან საუბრის ჩანაწერს აქვეყნებს

ცხინვალის "КГБ" აცხადებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათვისუფლებისთვის ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებაზე ოფიციალური თბილისის, ქართული ოპოზიციისა და მისი დასავლელი კურატორების ზეწოლის მცდელობები უპერსპექტივოა.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

ღამის სამუშაოზე დასაქმებულებს, შესაძლოა, პერიოდულად უფასო სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდეთ 

მოქმედი კანონმდებლობით, ღამის სამუშაო დროა 22:00 საათიდან 06:00 საათამდე. 

ევროკავშირისა და გაეროს ოთხი სააგენტოს ინოვაციური პროექტი საქართველოს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას ხელს უწყობს

საქართველოს კერძო კომპანიების, ბიზნესასოციაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 100-ზე მეტი წარმომადგენელი  დაინტერესებულ მხარეთა ფორუმს დაესწრო.  

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში ლელა აქიაშვილი კამპანია „მე ვირჩევ თანასწორობის“ ფარგლებში სმენადაქვეითებულ მოსწავლეებს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაცია ევროპის საბჭოს ორგანიზებით გამართულ თანასწორობის კვირეულში სხვა სამთავრობო უწყებებთან ერთად მონაწილეობს, რომელიც კამპანიის "მე ვირჩევ თანასწორობას" ფარგლებში ხორციელდება.

არასამთავრობოები: დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო პროცესები მძიმე დარღვევების ფონზე ჩატარდა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

ვახტანგ გომელაური ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში გაემზავრა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკას ეწვევა.