ანრი ოხანაშვილი ანა დოლიძის: ძალიან ცუდია, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ტყუილის ტირაჟირებას ახდენს

ანრი ოხანაშვილი დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ანა დოლიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს გამოეხმაურა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, გიორგი მიქაუტაძესთან გასაუბრების დროს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ანა დოლიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მან მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს და ის დარბაზში არ შეუშვეს. 


"მოგეხსენებათ, რომ ეს დარბაზი განკუთვნილია პარლამენტის წევრებისთვის, მედიის წარმომადგენლებისთვის, საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის, არიან წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით, და გადანაწილებულია კონკრეტული ადგილები სად სხედან სახალხო დამცველის წარმომადგენლები, ადვოკატთა ასოციაცია, იურიდიული დახმარების სამსახური.


შესაბამისად, თუკი ვინმე გვთხოვს ჩვენ ამ ფორმატში, რომ დარბაზში დავასწროთ, ეს ადგილები არის განსაზღვრული, თუმცა, თუკი ამის მიუხედავად, დარბაზში არ გვაქვს თავისუფალი ადგილები, ვინაიდან ინტერესი არის დიდი, ვთავაზობთ აქვე, დარბაზში აივანზე დასწრების უფლებას და შესაბამისად მასაც ისე, როგორც ყველა სხვას შევთავაზეთ აქ დასწრების საშუალება. მაგრამ როგროც ჩანს, იუკადრისა მოქალაქეებთან ერთად დაჯდომა და ძალიან უხერხულია საბჭოს წევრის მხრიდან, რომ მოქალაქეებთან დაჯდომას უკადრისობ".


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე განმარტა, რომ შეკითხვების დასმის უფლება არის განსაზღვრული. კომიტეტმა ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და მაქსიმალურად ყველა სუბიექტს ეძლევა საშუალება, დასვან შეკითხვები, -"შეკითხვების დასმა არის პირველ რიგში პარლამენტის წევრის ექსკლუზიური უფლება, შემდგომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ამ პროცესში ჩავრთეთ სახალხო დამცველი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, რომ მან ადვოკატთა კორპუსის სახელით ისაუბროს, იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები და ასევე კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით. ასევე დღეს გვთხოვეს, რომ კახა წიქარიშვილს სურდა დასწრება ამ სხდომაზე არასამთავრობოებთან ერთად და მასაც მივეცით საშუალება, ასე, რომ სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენ დასწრების საშუალებას არ ვაძლევთ, ეს არის ძალიან ცუდი და არასწორი და არ შეიძლება საზოგადოება, მით უმეტეს საბჭოს წევრს შეცდომაში შეჰყავდეს", განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.


მან ასევე განმარტება გააკეთა, რომ ანა დოლიძეს შეეძლო განცხადებით მიემართა კომიტეტის თავმჯდომარისთვის, ისევე, როგორც მოქალაქეები მიმართავენ განცხადებით თუ მაინცდამაინც დარბაზში სურთ დასწრება და კომიტეტი უზრუნველყოფს რაიმე ფორმით მათ მოთავსებას. –"ასეთი განცხადებაც ჩემს სახელზე არ შემოსულია, ასე რომ ძალიან ცუდია, როდესაც ქალბატონი ანა დოლიძე ტყუის და ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს", -განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.


განათლების მინისტრს სამი ახალი მოადგილე ჰყავს 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ჩხენკელს სამი ახალი მოადგილე ჰყავს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ესტონელ კოლეგას შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ესტონელ კოლეგას ანდრეს რუნდუს შეხვდა.

„დელტა“ საავიაციო ქარხანაში სტრატეგიული მნიშვნელობის ჩარხ-დანადგარებს აღადგენს

სამხედრო-ტექნიკური ცენტრი "დელტა"  საავიაციო ქარხანაში სტრატეგიული მნიშვნელობის ჩარხ-დანადგარებს აღადგენს.

 

ყვარელში საბავშო ბაგა-ბაღი გაიხსნა

 ყვარელში საბავშო ბაგა-ბაღი გაიხსნა.  შენობას სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წელს ჩაუტარდა.

"ქართული ოცნების" ოფისთან აქციაზე პოლიციამ 3 პირი დააკავა

პარტია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 3 პირი დააკავა. 

 
ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა.

კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოფება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე  სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკის ქალაქ რეჯიო ემილიას ეწვია.

წყნეთში დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთში სხვადასხვა საგზაო სამუშაოებთან ერთად, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე დასასვენებელი სივრცის განახლება მიმდინარეობს.

ლარი ისევ გაუფასურდა

21 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9781 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9776 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.05 თეთრი შეადგინა. 
 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრგვალი მაგიდა თემაზე „ჰოლოდომორი: უკრაინელი ერის ტრაგედია და გენოციდი“ გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მრგვალი მაგიდა თემაზე „ჰოლოდომორი: უკრაინელი ერის ტრაგედია და გენოციდი“ გაიმართა.

 

ქეთევან ციხელაშვილი: ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხის პოლიტიზირება დაუშვებელია 

“ცხადია ვერც ადვოკატით, ან რაიმე სხვა ფორმით ჩვენ არ და ვერ შევალთ ე.წ. სამართლებრივ პროცესებში. ამაზე საუბარი არ მიდის და არც შეიძლება იყოს”, - ეს განცხადება სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილისათვის ადვოკატის აყვანასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილი ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვიდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ატლანტიკურ საბჭოში მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო.

აბაშიძე დეკანოიძეს: თქვენი შვილი 10 დღეში როგორ გათავისუფლდა პატიმრობიდან, რომელსაც ბრალად ნარკოდანაშაული ედებოდა?

ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში გია აბაშიძემ „ალ ჯაზირას“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ხატია დეკანოიძეს დებატებისას მის შვილთან დაკავშირებული ფაქტი გაახსენა.

ცხინვალის КГБ ქართველი ექიმის მეგობართან და პაციენტთან საუბრის ჩანაწერს აქვეყნებს

ცხინვალის "КГБ" აცხადებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათვისუფლებისთვის ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებაზე ოფიციალური თბილისის, ქართული ოპოზიციისა და მისი დასავლელი კურატორების ზეწოლის მცდელობები უპერსპექტივოა.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

ღამის სამუშაოზე დასაქმებულებს, შესაძლოა, პერიოდულად უფასო სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდეთ 

მოქმედი კანონმდებლობით, ღამის სამუშაო დროა 22:00 საათიდან 06:00 საათამდე. 

ევროკავშირისა და გაეროს ოთხი სააგენტოს ინოვაციური პროექტი საქართველოს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას ხელს უწყობს

საქართველოს კერძო კომპანიების, ბიზნესასოციაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 100-ზე მეტი წარმომადგენელი  დაინტერესებულ მხარეთა ფორუმს დაესწრო.  

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში ლელა აქიაშვილი კამპანია „მე ვირჩევ თანასწორობის“ ფარგლებში სმენადაქვეითებულ მოსწავლეებს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაცია ევროპის საბჭოს ორგანიზებით გამართულ თანასწორობის კვირეულში სხვა სამთავრობო უწყებებთან ერთად მონაწილეობს, რომელიც კამპანიის "მე ვირჩევ თანასწორობას" ფარგლებში ხორციელდება.

არასამთავრობოები: დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო პროცესები მძიმე დარღვევების ფონზე ჩატარდა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

ვახტანგ გომელაური ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში გაემზავრა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკას ეწვევა.

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის უნივერსიტეტის ქართველ კურსანტებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქუანტიკოში, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის განათლების სარდლობასა და საზღვაო ქვეითთა კორპუსის უნივერსიტეტს ესტუმრა.