ნათია თურნავამ ICT-ის აღმასრულებელ დირექტორთან მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით თანამშრომლობა განიხილა

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრი ნათია თურნავა საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს არანჩა გონსალესს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობის მნიშვნელობა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები, მათ შორის: ხარისხის ინფრასტრუქტურის, მცირე და საშუალო მეწარმეობის ინტერნაციონალიზაციის, აგროტურიზმისა და სხვა მიმართულებით. ასევე ყურადღება გამახვილდა მომსახურების ექსპორტის მნიშვნელობაზე.


როგორც შეხვედრისას არანჩა გონსალესმა განაცხადა, საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი მზად არის, ხელი შეუწყოს საქართველოს და ჩაერთოს, რათა შეიქმნას უფრო მეტი კავშირები ბიზნესებს შორის, მოხდეს პარტნიორების პოვნა, გაიზარდოს კონკურენტუნარიანობა და კომპანიები უფრო პროდუქტიული გახდნენ.


„მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა უფრო ინტენსიური უნდა გახდეს, რაშიც მზად ვართ მხარი დაგიჭიროთ. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ინოვაციურ მიდგომებსა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, რომ კომპანიებმა ფეხი აუწყონ თანამედროვე ტენდენციებს. ამაში ჩვენი როლიც აქტიური იქნება“, - განაცხადა არანჩა გონსალესმა ნათია თურნავასთან შეხვედრაზე.


თავის მხრივ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს კერძო სექტორის, მათ შორის მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის, რათა გაიზარდოს მათი კონკურენტუნარიანობა.


მინისტრმა საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს ასევე გააცნო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამები.


ნათია თურნავას თქმით, ეს პროგრამები ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესების ზრდას და ეხმარება მათ პროდუქტის ექსპორტში ევროკავშირის ბაზრებზე.


მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის ბაზრების მეტად ათვისება და საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიცირება ერთ-ერთი პრიორიტეტია.


 


აქციაზე დაკავებული მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

"ქართული ოცნების" ოფისთან გუშინ მიმდინარე აქციაზე დაკავებული სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" სამი წევრი ნიკა ფარულავა, ბექა პაპაშვილი და ოთარ შენგელია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. 

 

 

 
ავტოსაგზაო შემთხვევა ვაჟა-ფშაველას გამზირზე - დაშავებულია შუახნის ქალი

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედაგადაც შუახნის ქალი დაშავდა. მას დაზიანებები ფეხის არეში აღენიშნება. შემთხვევა "პირველს" შსს-მ დაუდასტურა.

სუს-თან მიმდინარე აქციაზე ყველა დაკავებული თავისუფალია 

დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გამართულ აქციაზე დაკავებული 6 აქტივისტი თავისუფალია. 

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: მათ ჯანმრთელობას ვუფრთხილდებით, ისინი კი თავის რეპუტაციასაც არ უფრთხილდებიან

„რა უნდა ვუპასუხო გაცვეთილი და მეორადი კმარელების რაღაც პერფორმანსებს, რომელიც წარუმატებლად მთავრდება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის გეგმაზე განაცხადა, რომლის მიხედვითაც ისინი პარასკევს პარლამენტის პიკეტირებას მოახდენენ.

მამუკა მდინარაძე: არჩილ თალაკვაძე გუშინ დილითაც თავის სამუშაო ოთახში იყო და დღეს დილითაც

„არჩილ თალაკვაძე გუშინ დილითაც თავის სამუშაო ოთახში იყო და დღეს დილითაც“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იტალიაში, კომოს ტბაზე იმყოფებოდა.

ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაიკეტა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა გამყოფი ხაზი ცალმხრივად ჩაკეტეს.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემაზე რეფერენდუმის გამოცხადებასთან დაკავშირებით უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელებენ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, 2020 წელს პრორპოციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის გამოცხადების საკითხზე უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელებენ.

გია ვოლსკი: "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რეალური შეფასებების გადაფარვა

„დაგეგმვის დროს გამორიცხულია, რომ არ გაეთვალისწინებინათ, რომ უმრავლესობაში ეს დაპირისპირება აუცილებლად გამოიწვევდა ჩვენს მიმართ ხალხის მხრიდან მთავარ შეკითხვას  -  ვისთან აპირებთ კოალიციური პასუხისმგებლობის აღებას? მეორე მხარე ვინ არის ისეთი, ვისთან ერთადაც შეგიძლიათ, დააკომპლექტოთ მთავრობა“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ჯაბა ჯიშკარიანი: თქვენ რომ მიგიშვათ მარტო, "ნაციონალურ მოძრაობას" მართლა დააბრუნებთ!

"თქვენ რომ მიგიშვათ მარტო, "ნაციონალურ მოძრაობას" მართლა დააბრუნებთ!", - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი აცხადებს. 

მაია ცქიტიშვილი: საქართველოში ბიზნესის კეთება სასიამოვნოა, მოუთმენლად გელით ინვესტორებს

"საქართველომ საქმით და მრავალი მიღწეული წარმატებით უკვე დაამტკიცა, თუ როგორ შეიძლება მთავრობა საუკეთესო მასპინძელი გახდეს ინვესტორებისთვის და როგორ შეიძლება მთავრობამ და ქვეყანამ შეცვალოს პოლიტიკა ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით", - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ლონდონში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო სამიტის ფარგლებში, მაღალი დონის სადისკუსიო პანელზე - “ზრდის სტიმულირება: შესაძლებლობები ინვესტორებისთვის” გამოსვლისას განაცხადა. 

სად არის ყველაზე ხელსაყრელი ფსონის დადება ?

თუ უახლოეს დღეებში აპირებთ ტოპ ლიგებზე ფსონის დადებას, უნდა იცოდეთ რომ ამის გაკეთება ყველაზე ხელსაყრელად ევროპაბეთზე შეგიძლიათ. ერთი ფსონის დადებით 3 აქციაში მიიღებთ მონაწილეობას და მომენტალურად 50 უფასო სპინითაც დასაჩუქრდებით.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი მიმართვას ავრცელებს

საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი მიმართვას ავრცელებს. 

გურამ ნიკოლაშვილი: განახლებულ „კმარას“ აპოკალიპტური რეალობის გათამაშება სურს და ეხლაც მთავარი ინსტრუმენტი ტელეეკრანია

საჯარო პოლიტიკის სპეციალისტის გურამ ნიკოლაშვილის განცხადებით, განახლებულ „კმარას“, იგივე მოქმედი გმირებით და იგივე სცენარით, როგორც 16 წლის წინ, აპოკალიპტური რეალობის გათამაშება სურს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოპოზიციის ბრალდებებს ეხმაურება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოპოზიციის ბრალდებებს ეხმაურება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი გიორგი კოხრეიძე დღეს ბორდმა განმეორებითი კენჭისყრის შედეგად აირჩია.

ირაკლი ლაგვილავა ნაციონალებს: მერაბ ქვარაიას იმას ვერ პატიობთ, რომ ციხიდან ცოცხალი გამოვიდა

„იცით რა არის თქვენი პრობლემა? მერაბ ქვარაია რომ ცოცხალი გამოვიდა ციხიდან, ამას ვერ პატიობთ” - ასე მიმართა ზუგდიდის საკრებულოს წევრმა ირაკლი ლაგვილავამ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან მისულ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც შენობაში შეღწევას და მაჟორიტარის ბიუროზე ბოქლომის დადებას ცდილობდნენ, თუმცა ამის საშუალება მათ მაჟორიტარის მხარდამჭერებმა არ მისცეს.

რიმა ბერაძე ოპოზიციას საზოგადოების ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებს

საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, რიმა ბერაძე, ოპოზიციას საზოგადოების ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებს. ეს განცხადება დეპუტატმა საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. იგი ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი სიტყვა მათკენ იყო მიმართული, ვინც დარბაზში სხდომის მსვლელობას აღარ ესწრებოდა.

აკაკი ზოიძე 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს მიმართავს, რომ 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ან პლებისციტი ჩატარდეს.  

ბექა დავითულიანი ოპოზიციას: რევოლუციური სცენარებით ვერაფერს მიაღწევთ

ფრაქცია "ქართული ოცნება" - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა,  მოსახლეობის წინაშე აღებული პასუხისმგებლობის შესახებ ისაუბრა.

50 უფასო სპინი საჩუქრად ყველას!

კომპანია ევროპაბეთი თვის ბოლოდან გრანდიოზულ აქციას იწყებს, რომლის ფარგლებშიც 23, 24, 26 და 27 ნოემბერს 12:00 საათიდან 23:59 საათამდე დადებულ მინიმუმ 5 ლარიან ბილეთებზე, მოთამაშეებს 50 უფასო სპინს ჩუქნის.

ციხელაშვილი: ექიმ გაფრინდაშვილის გათავისუფლება აბსოლუტურ პრიორიტეტს წარმოადგენს, ძალისხმევა არცერთი წუთით არ დუნდება

შერიგებისა და სამოქალო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ტოივო კლაართან შეხვედრაზე საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასა და ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვასთან დაკავშირებით ისაუბრა.