აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა

აშშ- ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა ორპარტიული "საქართველოს მხრდამჭერი აქტი", რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მკაფიო დასტურია,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

უწყების ცნობით, ორპარტიული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.


კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო მდივანს, შესაბამის უწყებებთან ერთად საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენას ავალებს. კანონპროექტით კონგრესი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად, მოლაპარაკებების მიმართულებით.


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული "საქართველოს მხარდამჭერი აქტი" საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ჯერი კონოლიმ (დემოკრატი-ვირჯინიის შტატი) და ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი-ილინოისის შტატი) 2019 წლის 16 იანვარს წარადგინეს.


კანონპროექტს 31-მდე თანასპონსორი ჰყავდა, როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტიებიდან. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის ერთსულოვნად დამტკიცებამდე, იგი კონგრესის რამდენიმე კომიტეტმა, მათ შორის საგარეო ურთიერთობათა, იურიდიულ საკითხთა და შემოსავლების კომიტეტებმა ერთხმად მიიღეს.


საკანონმდებლო აქტით კონგრესი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას, ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობებს. ამ სახით, კანონპროექტი ეხმიანება "რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ" საქართველოს პარლამენტის ორპარტიულ რეზოლუციას.


კერძოდ, კანონპროექტი გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ძალისმიერი გზით ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთი ოსეთი მიმდინარე დაკავების, გატაცებისა და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების - არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს.


კანონპროექტი მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება, და მხარს უჭერს საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთი ოსეთი საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნასა და საკუთარ სახლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას.


კონგრესი აშშ-ში შესვლის აკრძალვის, ქვეყნიდან გაძევების, ვიზისა, თუ აშშ-ში შესასვლელად საჭირო სხვა შესაბამისი დოკუმენტების არგაცემის/გაუქმების, შესაბამისი ტრანზაქციების დაბლოკვის/აკრძალვის და ფინანასური აქტივების დაყადაღების გზით სანქციების დაწესებას მოითხოვს ყველა იმ პირისადმი, ვინც უშუალო მონაწილეობით, ან დახმარების გაწევის გზით პასუხისმგებელია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე. კონგრესი ავალებს აშშ-ის პრეზიდენტს, აშშ-ის ხაზინის მდივანთან კონსულტაციის გზით, კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში და 180 დღიან პერიოდში მინიმუმ ერთხელ, ზემოხსენებულ დანაშაულებრივ ქმედებებში გამოვლენილი პირების თაობაზე კონგრესისათვის დეტალური ანგარიშის წარდგენას.


კანონპროექტით აშშ-ის კონგრესი მხარდაჭერას გამოხატავს და ხაზს უსვამს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული ფასეულობების განვითარებას, მათ შორის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საჯარო სექტორის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, კანონის უზენაესობასა და ქვეყანაში მიმდინარე ანტიკორუფციულ ძალისხმევებს.


კონგრესმენები მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციას და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისა და ახალ ეტაპზე გადასვლის ინიციატივით გამოდიან. კანონპროექტი მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების უფლებას, თავისუფლად განსაზღვრონ მომავალი და დამოუკიდებლად აირჩიონ ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, მათ შორის სხვა ქვეყნებთან, თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა, სხვა ქვეყნის მიერ ჩარევის, დაშინებისა, თუ ძალადობის გარეშე.


კანონპროექტის მიხედვით, აშშ-ის პოლიტიკა უნდა იყოს - საქართველოსთან კონსულტაციის გზით, გააძლიეროს საქართველოს მიერ საფრთხის თავიდან აცილების, წინააღმდეგობის გაწევისა და თვითდაცვის შესაძლებლობები, მათ შორის საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად ქვეყნისადმი აშშ-ის შესაბამისი დახმარების გზით. საკანონმდებლო აქტით კონგრესი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მოუწოდებს, შესაბამის უწყებებთან კონსულტაციის გზით, მოამზადოს და აშშ-ის კონგრესს წარუდგინოს აშშ-ის ხელისუფლების მიერ საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში 2008 წლიდან გაწეული დახმარების, საქართველოს, მათ შორის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებული გამოწვევებისა და ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების შეფასების ანგარიში და ასევე საქართველოს მიერ საფრთხის თავიდან აცილების, წინააღმდეგობის გაწევისა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით მომავალი ხუთი წლის სტრატეგია. კანონპროექტში ხაზგასმულია, რომ აღნიშნული, საქართველოს უსაფრთხოების შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება.


დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია საქართველოს კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საქართველოსა და აშშ-ს შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროება. ამ კანონპროექტის ამოქმედებიდან 180 დღის ვადაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სხვა, აშშ-ის სხვა შესაბამის უწყებებთან კონსულტაციის გზით, კონგრესს უნდა წარუდგინოს საქართველოსა და აშშ-ს შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის თაობაზე ანგარიში.


კანონპროექტი ასევე მოუწოდებს აშშ-ს ადმინისტრაციას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ რუსეთის დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლაში საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. ამ კანონპროექტის ამოქმედებიდან 180 დღის ვადაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, აშშ-ის სხვა შესაბამის უწყებებთან კონსულტაციის გზით, ზემოხსენებულ საკითხზე აშშ-ის კონგრესს უნდა წარუდგინოს საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის თაობაზე ანგარიში.


როგორც შემდგომი ნაბიჯი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკვე დამტკიცებული საკანონმდებლო აქტის პროექტი აშშ-ის სენატს გადაეგზავნება. სენატის შესაბამისი კომიტეტებისა და სენატის პლენარულ სესიაზე კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, იგი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გაეგზავნება, რომლის ხელმოწერის შემთხვევაში იგი კანონის ძალას შეიძენს.


პარლამენტის შესასვლელები ოპოზიციამ ჯაჭვებით ჩაკეტა

პარლამენტის შესასვლელები ჯაჭვებით არის ჩაკეტილი. საკანონმდებლო ორგანოს ბოქლომები სიმბოლურად "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა გიგი უგულავამ და გიგა ბოკერიამ დაადეს.

სალომე სამადაშვილი: დღეს პარლამენტის შენობის პიკეტირება დაიწყება

„საქართველოს ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა სახელმწიფო შენობების და მათ შორის პარლამენტის პიკეტირება მოახდინოს“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ილია მეორე რუსეთის პატრიარქს მიმართავს

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ, რუსეთის პატრიარქს კირილის ოკუპანტების მიერ დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ ოფიციალური წერილით მიმართა.

რესპუბლიკის მოედანზე "პატრიოტთა ალიანსის" საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

"ჩვენ მორიგჯერ უნდა ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ თავისუფალ არჩევანს ვერ წაგვართმევს",- ასე მიმართა "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა, რესპუბლიკურ მოედანზე, საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მხარდამჭერებს.

ქეთევან ციხელაშვილი: ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ",- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, უკანონოდ დაკავებულ ქართველ ექიმზე საუბრისას განაცხადა.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარო, ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.

პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით აჭარის მთავრობასთან აქცია მიმდინარეობს

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.

გია ვოლსკი: პარლამენტის პიკეტირება გამოხატულებაა იმ ადამიანების პოლიტიკისა, რომლებიც აქციებს მართავენ

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, "ქართული ოცნების" ოფისში შეკრებილმა უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს. როგორც ვოლსკიმ "ოცნების" ოფისთან განაცხადა, მათ შორის, საუბარი შეეხო ქვეყნის 2020 წლის ბიუჯეტს.

ია მეტრეველი: დღევანდელმა დღემ დიდი კონსტანტინეს, „დიდოსტატის მარჯვენა“ გამახსენა

„დღევანდელმა დღემ დიდი კონსტანტინეს, „დიდ ოსტატის მარჯვენა“ გამახსენა“, - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

დავით ბაქრაძე: დღევანდელი აქცია თავისი შინაარსით მშვიდობიანი იქნება

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ "რუსთაველის გამზირზე" მიმდინარე სამოქალაქო პროტესტი არის იმის დასტური, რომ საზოგადოება "ქართულ ოცნებას" ტყუილს არ აპატიებს.

პროტესტის მეოთხე დღე - რუსთაველზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ ფართომასშტაბიანი აქცია დაიწყო.

გიორგი რურუა: უნდა მოვახდინოთ ყველაფრის პარალიზება

„უნდა მოვახდინოთ ყველაფრის პარალიზება“, - აცხადებს ტვ „ფორმულასთან“ ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი რურუა.

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის წევრები იკრიბებიან

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იკრიბებიან.

პატრიარქი: რთულ დროს ვცხოვრობთ, ყველაფერი არამყარია და ერთ დღეს შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს

წმინდა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ წირვა აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა.

სარფთან ახლოს ახალგაზრდა კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

აჭარაში, სარფთან ახლოს ახალგაზრდა კაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს. 

პარლამენტის შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული

პარლამენტის შენობაში და ეზოს გარეთ სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

შსს: ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი

"აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი",-ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 
საპატრულო პოლიციის უფროსი: განსაკუთრებული დეპარტამენტის წარმომადგენლებს არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი არ აქვთ

საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის თქმით, განსაკუთრებული დეპარტამენტის წარმომადგენლებს არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი არ აქვთ. 

ახალციხე-ადიგენის გზაზე მანქანა დაიწვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე.

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ საპროტესტო აქციას კახეთიც უერთდება

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები ჩალაუბნის პოლიციის გამშვებ პუნქტთან შეიკრიბნენ.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან ციხეში გადაიყვანეს

ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან ციხეში გადაიყვანეს.