რეფინანსირების სესხის განაკვეთი 8.5%-მდე გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 23 ოქტომბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით, 8.5%-მდე გაზარდა.

განაკვეთის ზრდის მიზეზებს ეროვნულ ბანკი გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს.


"სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.4 პროცენტი შეადგინა. მიზნობრივზე მაღალ ინფლაციას დროებით ფაქტორებთან ერთად ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურების ინფლაციაზე გადმოცემა განაპირობებს. პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის ზემოთ დარჩება, მომავალი წლის მარტიდან შემცირებას დაიწყებს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება.


მიმდინარე წლის სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო, რაც გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებას ისახავს მიზნად. ბოლო ორ სხდომაზე საპროცენტო განაკვეთი ჯამში 1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და, როგორც გადაწყვეტილებებში იყო აღნიშნული, პოლიტიკის გამკაცრება ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლის აღმოფხვრამდე გაგრძელდება.


ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვლავ გაუფასურებულ დონეზე ნარჩუნდება და ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით ახდენს ზეწოლას. ამ უკანასკნელს ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ფაქტორები მხოლოდ ნაწილობრივ ანეიტრალებს, რადგანაც, წინა პერიოდთან შედარებით, წინასწარი ინდიკატორები ეკონომიკური ზრდის გააქტიურებაზე მიუთითებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დღევანდელ სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის კიდევ 1 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდგომი გადაწყვეტილებები დამოკიდებული იქნება თუ რამდენად სწრაფად აღმოიფხვრება გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა.


წინასწარი მონაცემებით, მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესება გაგრძელდა. საგარეო სექტორის პოზიტიური ტენდენციების შენარჩუნება, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან ერთად, მოლოდინების არხით გაცვლითი კურსის გამყარებას ხელს შეუწყობს და, შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის სასურველ დინამიკას უზრუნველყოფს.


საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად",-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.


ბოლო 2 თვეში რეფინანსირების სესხი 3-ჯერ ჯამურად 2%-ით გაიზარდა, რისე შედეგადაც 102 000-ზე მეტ პირს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი გაუძვირდა.


ვითიბი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკური ცენტრი გაიხსნა

ვითიბი ბანკმა, „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფის“ უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკურ ცენტრის მშენებლობა დააფინანსა.

რატი იონათამიშვილი: უმრავლესობაში რჩებიან როგორც ინგლისურის, ასევე ფრანგულის და გერმანულის მცოდნეები 

დეპუტატი რატი იონათამიშვილი ირმწუნება, რომ საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში რჩებიან, როგორც ინგლისურის, ასევე ფრანგულის, გერმანულის და სხვა ენების მცოდნე კანონმდებლები.

 

 
გენერალურ პროკურატურაში მსჯავრდებული პირების მიერ განმეორებით ჩადენილი დანაშაულის კვლევის პრეზენტაცია მიმდინარეობს

გენერალურ პროკურატურაში მსჯავრდებული პირების მიერ განმეორებით ჩადენილი დანაშაულის კვლევის პრეზენტაცია მიმდინარეობს.

აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გადაიდო, სხდომები თბილისში აღარ გაიმართება

18 ნოემბერს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე დაკავებული 25 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, როდის გაგრძელდება სასამართლო სხდომა.

თეგეტა მოტორსის სპეციალური შეთავაზება ზამთრის საბურავებზე

თეგეტა მოტორსში ზამთრის საბურავებზე აქციები იწყება.

რა უნდა გავითვალისწინოთ გრიპის ვირუსის დროს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაცია

სეზონური გრიპის ვირუსი ყოველწლიურად ცირკულირებს, რაც ადამიანთა გრიპით ავადობას განაპირობებს. რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს სეზონურ ვირუსს, რა ასაკის ადამიანები მიეკუთვნებიან რისკ ჯგუფებს რა გზას შეიძლება მივმართოთ პრევენციისთვის, "პირველის" კითხვებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე პასუხობს.და 

ისანში, მშველიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია სრულდება

ისნის რაიონში, ვაზისუბანში მდებარე, შალვა მშველიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის ფარგლებში, ქუჩის 15 000 კვ.მ. ფართობზე, მოეწყო ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები.

სოხუმის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

სოხუმის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. როგორც აფხაზური მედია წერს, სოფელ აჩადარაში მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები გუშინ საღამოს შეეჯახნენ ერთმანეთს.

 
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა

მთავრობის სხდომის პარალელურად კანცელარიასთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა, სიმბოლურად, მთავრობის ადმინისტრაციის ღობეს ბოქლომი დაადეს.

 
თეა წულუკიანი: ძალიან კარგია, რომ ნულოვანი ბარიერის პროპორციული მოდელი არ შემოვიდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი შერეული საარჩევნო სისტემის მომხრეა. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორ დავიზღვიოთ თავი გინეკოლოგიური პათოლოგიებისგან - ნინო ჩოგოვაძის რეკომენდაციები

გინეკოლოგიური დაავადებები ქალის ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში.

თეა წულუკიანი ოპოზიციაზე: ალბათ, მალე ბოქლომების მაღაზიას გახსნიან

"როცა იწყებ ვარდებით და ასრულებ ბოქლომებით, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე, გაკოტრებულ რეჟიმში მყოფი პოლიტიკური ძალაა", - ასე აფასებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ქვეყანაში მიმდინარე აქციებს.

 
როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად - სპეციალისტის რჩევები

ტემპერატურის კლებასთან და ზამთრის მოახლოვებასთან ერთად, იმატა გათბობის სისტემების აქტუალურობამაც.

ეკატერინე ტიკარაძე UNHCR-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძესა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კემლინ ფურლის შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

სოფელ ნაფეტვრებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაფეტვრების ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაასრულა. რეაბილიტირებული მონაკვეთი თბილისიდან იწყება და სოფელ ნაფეტვრების აგარაკებამდე მიდის.

მთავრობის სხდომის პარალელურად კანცელარიასთან აქცია მიმდინარეობს

მთავრობის სხდომის პარალელურად მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები გეგმავენ კანცელარიის შესასვლელს ბოქლომი დაადონ.

პრემიერი ეროვნულ ბანკს ავალებს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეროვნულ ბანკს მოუწოდა, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

 
კარლ ჰარცელი მიმდინარე მოვლენებზე: მნიშვნელოვანია, ნდობის თავიდან მოპოვება და დიალოგის დაწყება

"მნიშვნელოვანია, ნდობის თავიდან მოპოვება და დიალოგის დაწყება, რომელშიც ორივე მხარე უნდა ჩაერთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლარიზაციას ვხედავ",- ასე ეხმაურება ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან ,,ღია შეხვედრები“ დაიწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, პროექტ ,,ღია შეხვედრების“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

საქართველოს ელჩმა ლატვიაში ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლატვიის რესპუბლიკაში თეა მაისურაძემ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრთან სანდის გირგენსთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

ალექსანდრიის ბიბლიოთეკას საქართველოს შესახებ წიგნები გადაეცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე ნალბანდოვი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ესტუმრა, სადაც ალექსანდრიის ბიბლიოთეკას, საზეიმო ვითარებაში, საქართველოს შესახებ წინგები გადასცა.