შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ თანამდებობაზე გიორგი ბაგრატიონი დაინიშნა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი პირადად წარუდგინა.


"დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი - გიორგი ბაგრატიონი არის პრინციპული ადამიანი, პროფესიონალი და კარგი მენეჯერი. ვფიქრობ, ის კარგად გაართმევს თავს ამ სამსახურს. ბევრი კარგი რამ გაკეთდა, ბევრი წინგადადგმული ნაბიჯია და ეს აუცილებლად გაგრძელდება," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან შეხვედრაზე.


მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამშრომელთა სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესება, საპოლიციო ინფრასტრუქტურის განვითარება და შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა კვლავ იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.


ვახტანგ გომელაურმა მადლობა გადაუხადა დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარეს - გიგა ნიკოლეიშვილს, რომელიც ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა დაცვის პოლიციას.


შეხვედრის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრი და დაცვის პოლიციის ახალი თავმჯდომარე დეპარტამენტში განხორციელებულ სიახლეებს გაეცნენ.


"5 წლის განმავლობაში ვიმუშავე სახელმწიფო სტრუქტურაში, კერძოდ ქალაქ თბილისის მერიაში და მინდა მადლობა გადავუხადო ქალაქის მერს, მთავრობას, საკრებულოს გამოცხადებული ნდობისთვის. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ჩემთვის არის ახალი გამოწვევა. ამ დეპარტამენტში მომუშავე 12 ათასი ადამიანი იცავს საქართველოს მასშტაბით ყველაზე მნიშვნელოვან ობიექტებს. დიდი მადლობა მინდა ბატონ მინისტრს გადავუხადო ამ ნდობის გამოცხადებისთვის და დღეიდან მზად ვარ, რომ განვახორციელო და განვაგრძო ის მიმართულებები და ცვლილებები, რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ამ დეპარტამენტში განხორციელდა,“ - განაცხადა გიორგი ბაგრატიონმა.


გიორგი ბაგრატიონი ამ დრომდე ქალაქ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურის უფროსი იყო. 2016-2017 წლებში იგი სამგორის რაიონის გამგებლის პოზიციაზე მუშაობდა, 2015-2016 წლებში კი თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი იყო. 2014-2015 წლებში გიორგი ბაგრატიონს შპს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის თანამდებობა ეკავა. 2004 წლიდან 2014 წლამდე ის კერძო სექტორში, სხვადასხვა კომერციული ორგანიზაციაში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა, 2003-2005 წლებში კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დანაყოფებში საქმიანობდა.


გიორგი ბაგრატიონი პროფესიით ეკონომისტია, 1998-2005 წლებში დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი, შემდეგ - მაგისტრატურა. 2012 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერიის ფაკულტეტის დოქტორანტურა.


პარლამენტის შესასვლელები ოპოზიციამ ჯაჭვებით ჩაკეტა

პარლამენტის შესასვლელები ჯაჭვებით არის ჩაკეტილი. საკანონმდებლო ორგანოს ბოქლომები სიმბოლურად "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა გიგი უგულავამ და გიგა ბოკერიამ დაადეს.

სალომე სამადაშვილი: დღეს პარლამენტის შენობის პიკეტირება დაიწყება

„საქართველოს ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა სახელმწიფო შენობების და მათ შორის პარლამენტის პიკეტირება მოახდინოს“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ილია მეორე რუსეთის პატრიარქს მიმართავს

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ, რუსეთის პატრიარქს კირილის ოკუპანტების მიერ დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ ოფიციალური წერილით მიმართა.

რესპუბლიკის მოედანზე "პატრიოტთა ალიანსის" საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

"ჩვენ მორიგჯერ უნდა ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ თავისუფალ არჩევანს ვერ წაგვართმევს",- ასე მიმართა "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა, რესპუბლიკურ მოედანზე, საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მხარდამჭერებს.

ქეთევან ციხელაშვილი: ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ",- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, უკანონოდ დაკავებულ ქართველ ექიმზე საუბრისას განაცხადა.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარო, ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.

პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით აჭარის მთავრობასთან აქცია მიმდინარეობს

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.

გია ვოლსკი: პარლამენტის პიკეტირება გამოხატულებაა იმ ადამიანების პოლიტიკისა, რომლებიც აქციებს მართავენ

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, "ქართული ოცნების" ოფისში შეკრებილმა უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს. როგორც ვოლსკიმ "ოცნების" ოფისთან განაცხადა, მათ შორის, საუბარი შეეხო ქვეყნის 2020 წლის ბიუჯეტს.

ია მეტრეველი: დღევანდელმა დღემ დიდი კონსტანტინეს, „დიდოსტატის მარჯვენა“ გამახსენა

„დღევანდელმა დღემ დიდი კონსტანტინეს, „დიდ ოსტატის მარჯვენა“ გამახსენა“, - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

დავით ბაქრაძე: დღევანდელი აქცია თავისი შინაარსით მშვიდობიანი იქნება

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ "რუსთაველის გამზირზე" მიმდინარე სამოქალაქო პროტესტი არის იმის დასტური, რომ საზოგადოება "ქართულ ოცნებას" ტყუილს არ აპატიებს.

პროტესტის მეოთხე დღე - რუსთაველზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ ფართომასშტაბიანი აქცია დაიწყო.

გიორგი რურუა: უნდა მოვახდინოთ ყველაფრის პარალიზება

„უნდა მოვახდინოთ ყველაფრის პარალიზება“, - აცხადებს ტვ „ფორმულასთან“ ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი რურუა.

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის წევრები იკრიბებიან

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იკრიბებიან.

პატრიარქი: რთულ დროს ვცხოვრობთ, ყველაფერი არამყარია და ერთ დღეს შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს

წმინდა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ წირვა აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა.

სარფთან ახლოს ახალგაზრდა კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

აჭარაში, სარფთან ახლოს ახალგაზრდა კაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს. 

პარლამენტის შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული

პარლამენტის შენობაში და ეზოს გარეთ სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

შსს: ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი

"აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი",-ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 
საპატრულო პოლიციის უფროსი: განსაკუთრებული დეპარტამენტის წარმომადგენლებს არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი არ აქვთ

საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის თქმით, განსაკუთრებული დეპარტამენტის წარმომადგენლებს არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი არ აქვთ. 

ახალციხე-ადიგენის გზაზე მანქანა დაიწვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე.

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ საპროტესტო აქციას კახეთიც უერთდება

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები ჩალაუბნის პოლიციის გამშვებ პუნქტთან შეიკრიბნენ.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან ციხეში გადაიყვანეს

ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან ციხეში გადაიყვანეს.