ზვიად ძიძიგური: "ნაციონალური მოძრაობა" მათი ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდან საქართველოს ეკლესიას ებრძოდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად ძიძიგურმა, საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში პოლიტიკური ძალების მხრიდან გამოვლენილ ინტერესებზე ისაუბრა.

"გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის ვიდეო მიმართვა, სადაც პირდაპირ ადანაშაულებს ბიძინა ივანიშვილს იმ პროცესებში, რაც მიდის საქართველოს საპატრიარქოში. მე ახლა არ მინდა ტირაჟირება გამომივიდეს მისი, მაგრამ შინაარსი ასეთა, რომ "ივანიშვილს არ უნდა დარჩეს რაიმე წმინდა და ღირებული ქვეყანაში, მას არ უნდა რომ ჩვენ გვყავდეს გმირები" და როგორ ფიქრობთ, გმირებში ვის გულისხმობს მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქს თუ პეტრე ცაავას? რა თქმა უნდა პეტრე ცაავას გულისხმობს და ახალი ამბავი არ არის და დღეს არ გამოუჩნდა პეტრე ცაავა ნაციონალურ მოძრაობას თავის სულიერ ხელმძღვანელად. რამდენიმე წელია უკვე, იმის გარდა, რომ მიხეილ სააკაშვილის დიდი პორტრეტი, რომელსაც თავზე შარავანდედი წმინდანივით ადგას, თავის კაბინეტში უკიდია, ის რომ ახალაიების ოჯახის აპოლოგეტი იყო, ამათ გარდა ქადაგებებს უნდა მოუსმინოთ თუ რას ქადაგებდა ყველა არჩევნების წინ. ეს იყო პოლიტიკური ქადაგებები, ოღონდ მუქარაგარეული ქადაგებები, ვინც არ დაუჭერდა მხარს იმ პოზიციას რასაც ის აფიქსირებდა წყევლა-კრულვა და ანათემა ქონდა გარანტირებული" - აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა "იმედის" გადაცემა "არენაში".


პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ "ქართული ოცნების" მიმართ ოპონენტების მიერ წამოყენებულ ბრალდებებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ მათი ლოგიკა "ორივე ფეხით კოჭლია".


"რუსულ ეკლესიაზე ბევრს ლაპარაკობენ და განიხილება ვერსია, რომ ბიძინა ივანიშვილს აწყობს ეკლესიის დაშლა და მისი დისკრედიტაცია, თანაც იგივე ძალები, ვინც ამას ამბობენ, ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ, რომ ეს არის ჩვენ პოლიტიკურ ძალას რუსულ ორბიტისკენ მივყავართ. ამას რა თქმა უნდა არანაირი საფუძველი არ აქვს, მაგრამ ამაზე ლაპარაკობენ, რომ ჩვენი ძალა არის რუსული ძალა და თან ეკლესიაზე ამბობენ, რომ ეს არის რუსეთის ბოლო დასაყრდენი. გაერკვნენ და თვითონ ჩამოყალიბდნენ - ვერ გავიგე რა ლოგიკა აქვთ. ეს ლოგიკა არის ორივე ფეხით კოჭლი, როდესაც ისინი ამბობენ, რომ პრორუსული ძალა - ქართული ოცნება ებრძვის პრორუსულ სტრუქტურას - საქართველოს საპატრიარქოს. ეს არის ძალიან სასაცილო. ის რომ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან საპატრიარქოს ებრძოდა ახალი ნამდვილად არ არის", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.


არჩილ თალაკვაძე: 2020 წლის არჩევნები დემოკრატიულად, კონკურენტულ გარემოში ჩატარდება

“2020 წლის არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად, კონკურენტულად და თავისუფალ გარემოში, იმ მოდელით და იმ თანმიმდევრობით, როგორც ეს არის ასახული კონსტიტუციაში. ოპოზიციას ვთავაზობ, რომ საკითხების განხილვა მოხდეს საპარლამენტო დებატების ფორმატში, ასევე, ვთავაზობ, რომ გავაგრძელოთ საარჩევნო კანონმდებლობაზე დაწყებული მუშაობა ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

გია ვოლსკი: რაც ბიძინა ივანიშვილს ვიცნობ, არასდროს ყოფილა ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება დღის წესრიგში

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე მიმდინარე მოვლენები შეაფასა.

დიმიტრი ხუნდაძე: ყველას მოვუწოდებთ, იმოქმედონ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ საკანონმდებლო ორგანოს წინ განვითარებული მოვლენები შეაფასა.

ნინო ლომჯარია: კომპრომისული საარჩევნო სისტემის მისაღებად მსჯელობის განახლებას მხარს ვუჭერ

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ კომპრომისული საარჩევნო სისტემის მისაღებად დიალოგი უნდა გაგრძელდეს. 

არჩილ თალაკვაძე: მინდა ოპოზიციას სამახსოვროდ დავუბრუნო გაჭრილი ჯაჭვი და ბოქლომი 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას იმ ჟაჭვს და ბოქლომს უბრუნებს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირების მიზნით, შესასვლელ კარებებს გაუკეთეს. 

ირმა ინაშვილი: აქციები და პროტესტი გაგრძელდება

დეპუტატმა ირმა ინაშვილმა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით "პატრიოტთა ალიანსის" პოზიცია გაავრცელა. ინაშვილის აზრით, სააკაშვილსა და ბოკერიასთან გაერთიანდება ბოროტებასთან შეკვრის ტოლფასია.

შსს აქციის დაშლისას არასრულწლოვნების დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლისას არასრულწლოვნების დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

პროტესტის მეხუთე დღე - პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება.

კახა კალაძე: სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს.

პარლამენტთან სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლისას, სულ, სამი ადამიანი დაშავდა

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებებში სულ სამი პაციენტი გადაიყვანეს - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძე: შსს-მ შეძლო ეჩვენებინა საზოგადოებისთვის როგორი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება აქვს მოქალაქეთა მიმართ

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობისთვის სამუშაო პირობების აღდგენისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა.

პარლამენტში ბიუროს სხდომა დაიწყო

პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს სხდომა რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო, მას შემდეგ რაც სპეცრაზზმა შნობის შესასვლელებთან გამაგრებული აქციის მონაწილეები დაშალა. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე პოლიცია აქტივისტების დაკავებას განაგრძობს.

სოზარ სუბარი: როდესაც პარლამენტის ბლოკირება ხდება, ხელისუფლება მოვალეა იმოქმედოს

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელის სოზარ სუბარის განცხადებით, როდესაც ხდება პარლამენტის წევრებზე თავდასხმები, შენობაზე კი ბოქლომების დადება სახელმწიფო ვალდებულია იმოქმედოს.

გიგი უგულავა აქციის დაშლაზე: გამარჯობა პუტინის ივანიშვილისეულ რუსეთს

"ევროპული საქართველოს" წევრის გიგი უგულავას განცხადებით, სანამ არ დაბრუნდება არჩევნები, ხელისუფლებას საქმიანობის წყნარი შესაძლებლობა არ ექნებათ.

პარლამენტთან აქციის დაშლის პარალელურად 18 მოქალაქეა დაკავებული

პარლამენტის შესასვლელებთან სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლის პარალელურად, პოლიციამ ჯამში 18 აქტივისტი დააკავა.

დავით ბაქრაძე: პროტესტი გაგრძელდება, სანამ ადამიანები ცოცხლები არიან

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, რუსთველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლა პროტესტის უფრო მასშტაბურ ფორმას გამოიწვევს.

ლარი 0.13 თეთრით გაუფასურდა

18 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9736 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9723 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.13 თეთრი შეადგინა.

სპეცრაზმი თავისუფლების მოედნისკენ მიემართება

სპეცდანიშნულების რაზმის წევრები თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან, სადაც აქციის მონაწილეები არიან შეკრებილები. 

წითელმა ჯვარმა ცხინვალის ციხეში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ცხინვალის იზოლატორში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა. აღნიშნულთან დაკავშირებით წჯსკ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

პარლამენტის ყველა შესასვლელს სპეცრაზმი აკონტროლებს

პარლამენტის ყველა შესასვლელთან ამ დროისთვის სპეცდანიშნულების რაზმის წევრები არიან განლაგებულები. მათ ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.