ქართული სტარტაპის უპრეცედენტო წარმატება - Vault Wines ქართულ ინოვაციას დავოსში წარადგენს

ქართულმა სტარტაპმა Vault Wines-მა, პრესტიჟული შვეიცარული Venture Capital ფონდის ინკუბატორის კონკურსი მოიგო და ქართულ ინოვაციას - ღვინის ელექტრონული კომერციის ბიზნესს დავოსის სტუმრებს  მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიმდინარეობისას  პირველად წარუდგენს.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდი 1000-ზე მეტ სტარტაპს შორის შეირჩა.


ასობით აპლიკანტიდან მხოლოდ 12-ს ეძლევა შესაძლებლობა   ინკუბაციის პროგრამაში ჩაერთოს და საკუთარი იდეები რეალურ პროდუქტად აქციოს.  


სწორედ საუკეთესო თორმეტეულში მოხვდა  Vault Wines-ის გუნდი, რომელიც  CV Labs - ის 10 კვირიან აქსელერაციის პროგრამას  შეუერთდება და პროექტს დავოსის მაღალი რანგის სტუმრებს გააცნობს. 


CVVC წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, ახალი თაობის Venture Capital -ის შვეიცარულ კომპანიას.  CV Labs -ის ინკუბაციის კონკურსი ევროპაში  სტარტაპებს ყველაზე სასურველ გრანტს სთავაზობს. გამარჯვებული სტარტაპები ფინანსდებიან 125 000 აშშ დოლარით და პროექტს ამუშავებენ 70-ზე მეტ გამოცდილ მენტორთან/ექსპერტთან.  10 კვირიანი მუშაობის შემდეგ,  საუკეთესო გუნდებს შორის საუკეთესონი, მათ შორის ქართული სტარტაპი Vault Wines,  საკუთარ  პროექტს  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უმსხვილეს კომპანიებს და მაღალი რანგის პოლიტიკურ თანამდებობის პირებს  დავოსში გააცნობენ.


Vault Wines  მულტიპროფილური სტარტაპია, რომელიც მოიცავს ღვინის ელექტრონული კომერციის ბიზნესს. პროექტის მიზანია შეიქმნას ახალი, ბლოქჩეინზე დაფუძნებული, ღვინის წარმოების, მენეჯმენტისა და ავთენტიფიკაციის სისტემა.


ამავდროულად, Vault Wines  აკავშირებს მეღვინეობებს უშუალოდ მომხმარებელთან Vault Retail -ის საშუალებით.


Vault Retail  წარმოადგენს ონლაინ საცალო მაღაზიას, ახალ პრემიუმ ღვინის ფრანჩიზასა და სადისტრიბუციო ქსელების ერთობლიობას როგორც ევროპაში, ასევე რუსეთსა და ჩინეთში. ის მეღვინეობებს აძლევს საშუალებას, პროდუქცია მიჰყიდონ მომხმარებელს შუამავლის გარეშე.


Vault Wines   მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეღვინეობების ბაზრის ათვისებას პროგრამული უზრუნველყოფით და ექსკლუზიურად პრემიუმ და ავთენტური ღვინის სეგმენტის განვითარებას მსოფლიოს მასშტაბით.


Vault Wines   წარმოადგენს სტრატეგიულ პროექტს საქართველოში ღვინის მრეწველობისთვის, რადგან იგი ემსახურება უმაღლესი ხარისხის ღვინოების სადისტრიბუციო ქსელების დივერსიფიკაციას და ქვეყნის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების შემცირებას.


ამავდროულად, ეს არის პირველი ქართული პროექტი, რომელიც წარმოდგენილია დავოსში,  მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიმდინარეობისას.


მდინარაძე უმრავლესობიდან დღეს წასულ დეპუტატებზე: ყველაფერს გავაკეთებ, რომ გადაწყვეტილება შეცვალონ

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, დეპუტატებმა, რომლებმაც საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ განაცხადეს, ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღეს.

ბიძინა ივანიშვილი: ამ ინიციატივის ავტორი პირადად მე ვიყავი და გუნდმაც და მაჟორიტარებიც, ერთეული გამონაკლისების გარდა, მხარი დაუჭირეს ამ იდეას

„ამ ინიციატივის ავტორი პირადად მე ვიყავი და გუნდმაც და მაჟორიტარებიც, ერთეული გამონაკლისების გარდა, მხარი დაუჭირეს ამ იდეას“, - პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს.

სამშენებლო სამუშაოების გამო ბაღდათის სატრანსპორტო კვანძის პანდუსები ჩაიკეტება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების სამუშაოების წარმოების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 223-ე კმ-ზე არსებული ბაღდათის სატრანსპორტო კვანძის პანდუსები ჩაიკეტება.

ბიძინა ივანიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტების განცხადებებიდან საზოგადოებამ დაინახა, რომ მცდელობა, ახალ საფეხურზე აგვეყვანა პოლიტიკური კულტურა, მხოლოდ ცალმხრივი სურვილი აღმოჩნდა

„ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტების განცხადებებიდან თუ ქმედებებიდან, საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ „ქართული ოცნების“ მცდელობა – თვისობრივად ახალ საფეხურზე აგვეყვანა ქვეყნის პოლიტიკური კულტურა, მხოლოდ ცალმხრივი სურვილი აღმოჩნდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

რა უპირატესობა აქვს იატაკის გათბობას?

იატაკის გათბობა თანამედროვე და კომფორტული გათბობის სისტემაა.

ბიძინა ივანიშვილი: "ნაცმოძრაობის" წევრებმა ჩვენს დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს - როგორც ჩანს, ამან მაჟორიტარების მოთმინების ფიალა აავსო და მეც ვეღარ მოვახერხე კონსტრუქციულ ველში მათი დაბრუნება

"ნაცმოძრაობის" წევრებმა ჩვენს დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს - როგორც ჩანს, ამან მაჟორიტარების მოთმინების ფიალა აავსო და მეც ვეღარ მოვახერხე კონსტრუქციულ ველში მათი დაბრუნება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. 

ბიძინა ივანიშვილი: გაუთავებელი დესტრუქცია, ქვეყნის თუ ეკლესიის არევის მცდელობა - აი, რით უპასუხა ჩვენს ინიციატივას უპასუხისმგებლო ოპოზიციამ

„გაუთავებელი დესტრუქცია, ქვეყნის თუ ეკლესიის არევის მცდელობა - აი, რით უპასუხა ჩვენს ინიციატივას უპასუხისმგებლო ოპოზიციამ“, - პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს.

კახა კალაძე: "ფეიკნიუსი" ზუსტად ასე მზადდება

"ვიდეოკადრებში დაფიქსირებული ჟესტი აქციის მონაწილეების მისამართით არ იყო განკუთვნილი", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან გადაღებულ ვიდეოკადრებზე კომენტირებისას განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი: პარლამენტის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებული ვარ

„იმედგაცრუებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ვერ მოხერხდა ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას“, - ასე გამოეხმაურა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნას. 

 

 

ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს.

კახა კალაძე: უმრავლესობა არ დაიშლება

პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას დაშლა არ ემუქრება.

სემეკმა ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანია „გაზტრანს სერვისი“ მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 14 ნოემბრის საჯარო სხდომაზე  შპს „გაზტრანს სერვისი“, სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5 000 ლარით დააჯარიმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მონაცემთა ფესტივალი DataFest Tbilisi გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეგიონში ყველაზე დიდი მონაცემთა ფესტივალი DataFest Tbilisi 2019 გაიხსნა.

პარლამენტის თავმჯდომარე უმრავლესობის წევრებს ხვდება

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უმრავლესობის წევრებს ხვდება. დღესვე, შესაძლოა, ბიუროს სხდომაც გაიმართოს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს.

 

 

"ევროპული საქართველო" საპროტესტო აქციებს უერთდება

პარტია "ევროპული საქართველო" პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას მთელი შემადგენლობით უერთდება.

30 სტუდენტი ინოვაციური სტარტაპების ბანაკში მონაწილეობას მიიღებს

29 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე ყვარელში (იუსტიციის სასწავლო ცენტრი) ინოვაციური სტარტაპების ბანაკი სტუდენტებისთვის იმართება. 

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

თბილისში, პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეებმა, რომლებიც დეპუტატების მიერ არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტეს.

ჯანდაცვის მინისტრმა იმერეთის რეგიონში დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის  მინისტრი ეკატერინე  ტიკარაძემ,  იმერეთის რეგიონში - ზესტაფონში, ქუთაისსა და სამტრედიაში დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი აქტივისტებს კანონმორჩილებისკენ მოუწოდებს

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს" საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე, აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, რომ კანონმორჩილებისკენ მოუწოდებს.

კახა საბანაძე: შს სამინისტრო ინარჩუნებს ტრანსპარანტულობას აბსოლუტურად ყველა მიმართულებით

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ 20-21 ივნისის მოვლენების და საპოლიციო ძალების მიერ გამოყენებული არალეტალური ტყვიების შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.