არჩილ თალაკვაძე: მეცნიერების გარეშე ვერცერთი ერი მომავალს ვერ შექმნის

"მეცნიერების გარეშე ვერცერთი ერი მომავალს ვერ შექმნის. მეცნიერებას შეუძლია წარსულის და მომავალი დააკავშიროს, თაობებს შორის თანამშრომლობა და საერთაშორისო საზოგადოებასთან კავშირი უზრუნველყოს",-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ მეცნიერების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ ღონისძიებაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა და პარლამენტის სახელით, პატივისცემა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაუდასტურა. მისი თქმით, მეცნიერების გარეშე ვერცერთი ერი მომავალს ვერ შექმნის და შეცდომაა იმის ფიქრი, რომ მეცნიერება წარსულში დარჩა.


"მეცნიერება არ არის წარსული. სამწუხარო შეცდომას უშვებს, თუ ვინმე ასე ფიქრობდა ან ფიქრობს. მეცნიერება არის მომავალი. თქვენი აკადემია არის უდიდესი ტრადიციების, გელათის და იყალთოს აკადემიების მემკვიდრე. ძალიან მნიშვნელოვანია თაობათა შორის კავშირის უზრუნველყოფა სწორედ მეცნიერების გზით. სხვა ასეთი ძლიერი კავშირი ალბათ, არ არსებობს. პარლამენტის სახელით მადლობას გიხდით თქვენი ღვაწლისთვის და მინდა თანამშრომლობის მზადყოფნა დაგიდასტუროთ",-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძემ ილია ჭავჭავაძის შესახებ ისაუბრა და საზოგადოებას ცნობილი ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის დაბადების დღე მიულოცა.


"ილია ჭავჭავაძე განასახიერებს, თუ როგორი რთულია ეპოქების დაკავშირება, როგორი რთულია, წინასწარ დაინახო მომავალი და უთხრა საზოგადოებას, როგორი იქნება ეს მომავალი. ამისთვის შეიძლება მიიღო დიდი მადლობა, მაგრამ, ასევე, შეიძლება მიიღო დიდი განსაცდელი. ილია ჭავჭავაძე, ჩვენთვის იყო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ერთმა სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწემ, საკუთარი თავი სრულად გადასდოს სამშობლოსთვის და ერისთვის და ეს მნიშვნელოვანი მისია შეასრულოს",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


ბორჯომში სასტუმროს აივნიდან ბავშვი გადავარდა

ბორჯომში, სამი წლის ბავშვი სასტუმროს აივნიდან გადავარდა. შემთხვევა 24 თებერვალს მოხდა. თვითმხილველების თქმით, მცირეწლოვანი მეორე სართულის აივნიდან ჩამოვარდა.

დედოფლისწყაროში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-მეთოდისტებს ტრენინგები ჩაუტარდათ

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების, ბიოლოგიის, გეოგრაფიის პედაგოგებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-მეთოდისტებს "გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების ინტეგრირება სასწავლო პროცესებში" ტრენინგები ჩაუტარდათ.

გოჩა მირცხულავა: 39% „ქართულ ოცნებას“, არჩევნებში მის უპირობო გამარჯვებას ნიშნავს

„39% „ქართულ ოცნებას“, არჩევნებში მის უპირობო გამარჯვებას ნიშნავს. არჩევნებამდე რვა თვით ადრე, წარმოდგენილი კვლევის მიხედვით „ოცნება“ იგებს და ამას თავად ოპოზიცია „აღიარებს“, - ამის შესახებ ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს.

არჩილ თალაკვაძის სახლთან პოლიციის მობილიზებაა - შსს-ს განმარტება

"ნუცუბიძის პლატოზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ და მეორე სართულებს შორის ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი", - ასე განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსთან სამართალდამცავების მობილიზებას.

პოლიციელსა და მის ავტომანქანაზე თავდასხმაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელსა და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმაში ბრალდებული ს.ჭ. დამნაშავედ ცნო.

თეა წულუკიანი: პრემიერმა რომ ბრძანა გაზაფხულს დაველოდოთო, ალბათ გულისხმობდა, რომ ია აყვავდება

"ბატონი გიორგი, გაზაფხულს დაველოდოთო რომ ბრძანა, ალბათ გულისხმობდა იმას, რომ დაველოდოთ გაზაფხულს, აყვავდება ია".

ნიჭიერი ქართველი მომღერლის, ეკა გოგლიძის მოგზაურობა სცენისკენ

ეკა გოგლიძე ახალგაზრდა ქართველი მომღერალია, რომელიც ბრიტანელმა მსმენელმა უკვე შეიყვარა.

კახა კალაძე: კორონავირუსის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების კუთხით ჯერჯერობით საშიშროება არ არსებობს.

ბაჰრეინსა და ქუვეითში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა

კორონავირუსის შემთხვევები უკვე ბაჰრეინსა და ქუვეითშიც დადასტურდა. 

თიბისი IT აკადემია UX-ის კურსზე სტუდენტების მიღებას იწყებს

თიბისი IT აკადემიაში UX (User Experience/მომხმარებელთა გამოცდილება) Boot camp-ის კურსზე რეგისტრაცია დაიწყო.

ასპინძაში კაცის ცხედარი იპოვეს

ასპინძაში, მდინარე მტკვარში შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ის სოფელ ნაქალაქევის მკვიდრია.

25 თებერვალს ჯივიპი კრწანისის რაიონში, ფონიჭალაში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 25 თებერვალს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში, ფონიჭალაში, ვაგზლის ქუჩა N1-თან წყალსადენის ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

სამეგრელოში საფლავების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ორი პირი: ბ.ლ. და ა.დ. საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით დააკავა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო სამხრეთ კორეაში მყოფ ქართველებს მიმართავს

საგარეო საქმეთა სამინისტრო სამხრეთ კორეაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და კორონავირუსის გამო უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს. 

ჩინეთიდან ევაკუირებული ქართველი: იმის შანსი, რომ კორონავირუსი გვაქვს, ძალიან დაბალია

"არავინ არ ვიხოცებით აქ, არავისთვის რომ არ გვინდოდა საფრთხის შექმნა იმიტომაც დავთანხმდით  წამოსვლაზე. ვართ იზოლირებული, ვიცავთ სიფრთხილის ყველა ზომას", - ამის შესახებ ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქე მარიამ ბადრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომელიც კარანტინის პერიოდს საჩხერის ერთ-ერთ სასტუმროში ატარებს.

ვენეციაში კორონავირუსის გამო ყველა სკოლა დაიხურა

იტალიაში, ქალაქ ვენეციაში ახალი კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო ყველა სკოლა დაიხურა. 

ისრაელმა "ისლამურ ჯიჰადზე" ავიაიერიში განახორციელა

ისრაელმა ღაზას სექტორსა და სირიაში "ისლამურ ჯიჰადზე" ავიაიერიში განახორციელა.

 

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2619-ს აღწევს

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2619 აღწევს, ხოლო 500-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

"მდინარე ფარავნის სიახლოვეს გადაადგილება სასტიკად აკრძალულია"  

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 24 თებერვალს, დილის 10:00 საათიდან, ახალქალაქის მიმდებარედ, ფარავანჰესის დაცლასთან დაკავშირებით, გაიხსნება აუზის ფარები, რაც გამოიწვევს სოფელ ხერთვისამდე მდინარე ფარავნის დონის 30/40 სმ-მდე მომატებას.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კალათბურთში სერბეთი 94:90 დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კალათბურთში სერბეთი 94:90 დაამარცხა. 

გზების დეპარტამენტმა ჩინურ კომპანიებს ჩინეთის მოქალაქეების შემოყვანაზე დროებით თავის შეკავება მოსთხოვა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მის მართვაში არსებულ პროექტებზე დასაქმებულ ჩინურ კომპნიებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან დამატებითი სამუშაო ძალის შემოყვანაზე დროებით თავის შეკავება მოთხოვა.