ბერძენიშვილი ამბობს, რომ ადამიანებს ფილმის ნახვის უფლება აქვთ, რასაც ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს.
"ადამიანებს აქვთ ფილმის ნახვის უფლება. ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ამ უფლების შესრულებას. სანდრო ბრეგაძე ყველა ხელისუფლების დაკვეთას ასრულებდა და ასეა ახლაც. აქ შეკრებილი ადამიანების ლიდერები არიან ზონდერები და ასრულებენ რუსეთის დაკვეთას", - განაცხადა აქციაზე მისულმა დავით ბერძენიშვილმა.
კინოთეატრ "ამირანთან", "ქართული მარშის" და ლევან ვასაძის მხარდამჭერები ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერას აპროტესტებენ. ისინი კინოთეატრში შეწრას ცდილობენ. აქციაზე უკვე დააკავეს რამდენიმე პირიც.