"თუ ხელისუფლებამ 20 ივნისს რუსთაველზე აქცია დაშალა, კეთილი ინებოს და დაშალოს ახლაც"

მოქალაქე ხათუნა ცხადაძე, რომელმაც "ქართული მარშისა" და ლევან ვასაძის მხარდაჭერების მიერ გამართული პროტესტის გამო ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერაზე შესვლა ვერ შეძლო, თვლის რომ სახელმწიფომ მისი უფლებების დაცვა ვერ მოახერხა.

ცხადაძე ხელისუფლებისგან კინოთეატრ ამირანთან მიმდინარე აქციიის დაშლას მოითხოვს.


"40 წუთია ზევით-ქვევით დავდივარ და ვერ მოვახერხე კინოში შესვლა, ჩემი, როგორც მოქალაქისა და მაყურებლის უფლება ირღვევა, თურმე ბრბო უშლით ხელს რომ შეგვიშვან კინოში, მერე ბრბოს დაშლაში მაგრები არიან, თუ ხელისუფლებამ შეძლო და 20 ივნისის ღამეს რუსთაველზე რეზინის ტყვიებითა და წყლის ჭავლით, აქცია დაშალა, კეთილი ინებოს და დაშალონ ახლაც. მრცხვენია აქ რომ ვარ, მრცხვენია რომ ჩემი შვილი უყურებს ამ ყველაფერს", - განაცხადა მოქალაქე ხათუნა ცხადაძემ.


კინოთეატრ "ამირანთან" სიტუაცია დაძაბულია. აქციის მონაწილეები კინოთეატრში შეჭრას და ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების ჩაშლას გეგმავენ. მათ "ამირანში" შეჭრის შესაძლებლობას სამართალდამცავები არ აძლევენ. კინოთეატრთან დამატებითი საპოლიციო ძალებია მობილიზებული, რომლებიც ფარებით და ჩაფხუტებით არიან აღჭურვილები. დაკავებულია რამდენიმე პირიც.


ხვალ პარლამენტში ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ

ხვალ პარლამენტში გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ.

ქუთაისში ბაზარი იწვის

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ბაზარი იწვის. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული. 

ჩინეთმა კორონავირუსის წინააღმდეგ პირველი პრეპარატის წარმოება დაიწყო

ჩინეთში, ქალაქ ტაიჩჟოუში შექმნეს პრეპარატი, რომელიც, პოტენციურად, ადამიანებს კორონავირუსისგან განკურნავს. 

სოფელ ჭუბერში მამაკაცი დაჭრეს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. 

დავით ზალკალიანი პოლონელ კოლეგას შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში პოლონელ კოლეგას იაცეკ ჩაპუტოვიჩს შეხვდა.

მინისტრის განმარტება - ეკატერინე ტიკარაძე საპარლამენტო კომიტეტზე ვიზიტის გადადებას ითხოვს

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე ვიზიტის გადადებას მარტის ბოლომდე ითხოვს“, - ამის შესახებ ტიკარაძის მიერ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის სახელზე გაგზავნილ წერილშია ნათქვამი.

ირანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ირანის სამხრეთ ნაწილში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5,7 მაგნიტუდა შეადგინა. 

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 1981 წელს დაბადებული მ.კ. განზრახ მკვლელობისა  და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავა. 

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით კახეთში რეგიონული შეხვედრა ჩატარდა

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, კახეთში რეგიონული შეხვედრა ჩატარდა.

გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი: ვალდებულნი ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს გამოწვევების დაძლევაში

"ჩვენ, გერმანელებმა - როგორც ევროპელებმა, უფრო ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ, ვალდებულნი ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს გამოწვევების დაძლევაში",-ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა კლაუდია როთიმ განაცხადა.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 66-107კმ მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

მეუფე გრიგოლ კაცია: მეუფე პეტრე მივიდეს პატრიარქთან და პატრიარქი დაუბრუნებს ხარისხს

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლ კაცია აცხადებს, რომ ის მეუფე პეტრესთვის ხარისხის დაბრუნების მომხრეა, თუკი პეტრე ცაავა მოინანიებს. 

დავით ზალკალიანი: საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა ურყევია

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა შეაჯამა.

ამერიკამ სირიაში სამხედრო ტექნიკა გაგზავნა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერაყიდან სირიაში სამხედრო ტექნიკის კოლონა გაგზავნა.

ეკოლიდერთა სკოლა მოსწავლეთა მიღებას აცხადებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 9-13 მარტის სკოლაში მოსწავლეთა მიღებას აცხადებს.

თელავში საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" რეგიონული ორგანიზაცია დაფუძნდა

თელავში საზოგადოებრივმა მოძრაობა "ლელომ" რეგიონული ორგანიზაცია დააფუძნა. 

ბაღდადში ამერიკული სამხედრო ბაზა დაიბომბა

ბაღდადში ამერიკის საელჩოსა და "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციური სამხედრო ძალების ბაზასთან, საჰაერო თავდასხმების შედეგად, აფეთქებები მოხდა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენში შეხვედრები დაასრულა

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრები დაასრულა.

"თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე"- ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართა

"თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე"- ამ სლოგანით ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

გუდაურში მკვლელობა მოხდა

გუდაურში გამთენიისას ერთი ადამნიანი მოკლეს, ერთი პირი კი დაჭრილია. 

დევნილთა სააგენტოს დირექტორმა იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის სოფლად შესყიდული სახლი მოინახულა

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა და დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა წყალტუბოს სოფელ ხომულში დევნილი ოჯახისთვის გადაცემული სახლი მოინახულეს.