კინემატოგრაფისტები: დაუშვებელია თანამედროვე საქართველოში ხელოვან ადამიანს ეზღუდებოდეს შემოქმედებითი თავისუფლება

"ჩვენ, საქართველოს კინემატოგრაფისტები სოლიდარობას ვუცხადებთ კინორეჟისორ ლევან აკინს და ფილმის "სა ჩვენ ვიცეკვეთ" მთელ შემოქმედებით ჯგუფს",- ამის შესახებ საქართველოს კინემატოგრაფისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"ჩვენ, საქართველოს კინემატოგრაფისტები სოლიდარობას ვუცხადებთ კინორეჟისორ ლევან აკინს და ფილმის "სა ჩვენ ვიცეკვეთ" მთელ შემოქმედებით ჯგუფს! დაუშვებელია თანამედროვე საქართველოში ხელოვან ადამიანს ეზღუდებოდეს შემოქმედებითი თავისუფლება! დაუშვებელია გარკვეული ჯგუფების მიერ გამოხატული მუქარა და ძალადობისკენ მოწოდება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას


მოვუწოდებთ ყველა საჭირო სახელმწიფო ორგანოს არ დაუშვას ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების მიერ კინოთეატრში მისული შემოქმედებითი ჯგუფისა და მაყურებლის ხელისშეშლა და საფრთხეში ჩაგდება. მოვითხოვთ ასევე უზრუნველჰყონ ფილმის მშვიდობიან პირობებში ჩვენების და ნახვის საშუალება. სოლიდარობას ვუცხადებთ როგორც ფილმში მონაწილე მსახიობებს, ასევე ყველა მოქალაქეს, რომელიც ფილმის გარშემო შექმნილი ფონის გამო აგრესიისა და სიძულვილის ენის ადრესატები გახდნენ. დღევანდელ საქართველოში აღარ უნდა ჰქონდეს ადგილი ცენზურას და ადამიანების დისკრიმინაციას მათი ეთნიკური წარმოშობის, რელიგიური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციისა თუ სხვა კუთვნილების გამო",- ნათქვამია განცხადებაში.


კინოთეატრ "ამირანთან" სიტუაცია დაძაბულია. აქციის წევრები კინოთეატრში შეჭრას და ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების ჩაშლას გეგმავენ. მათ "ამირანში" შეჭრის შესაძლებლობას სამართალდამცავები არ აძლევენ. კინოთეატრთან დამატებითი საპოლიციო ძალებია მობილიზებული, რომლებიც ფარებით და ჩაფხუტებით არიან აღჭურვილები.


მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პოლიციელის სასამართლო პროცესი დაიხურა

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ირაკლი აბშილავას გადაწყვეტილებით, გაუპატიურებაში ბრალდებული ჩხოროწყეული პოლიციელის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

პროკურორი: ნიკა გვარამია დაიკითხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც გრიფი საიდუმლო ადევს

„მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხავენ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა განუცხადა.

სლოვენიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

სლოვენიის რესპუბლიკის დანიშნულმა ელჩმა საქართველოში (რეზიდენციით კიევი) ტომაჟ მენცინმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ხათუნა თოთლაძეს.

ლარი გამყარებას განაგრძობს

6 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9466 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9573 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.07 თეთრი შეადგინა.

თამარ ქიტიაშვილმა პროფესიული განათლების პოპულარიზაციის კამპანია შეაჯამა

საქართველოს განათლების, მეცნიერების,  კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებთან ერთად, პროფესიული განათლების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები შეაჯამა.

მაია ცქიტიშვილი: არ მგონია, სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა უპრიანი იყოს

საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ქვეყანას პარტიული დემოკრატიის ბევრად უკეთ განვითარებაში დაეხმარებოდა.

ბიზნესგიდი - თიბისის მომსახურების ახალი მოდელი ბიზნესმომხმარებლისთვის

სულ მალე, თიბისის ფილიალებში მისულ მომხმარებელს ბიზნესგიდი დახვდება, რომელიც მეწარმეს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტას შესთავაზებს და თიბისის ბიზნესეკოსისტემის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღებაში დაეხმარება.

ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ სარეაბილიტაციო  სამუშაოები გრძელდება

თბილისის მერი კახა კალაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად, ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

ხათუნა თოთლაძისა და საქართველოში მექსიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის შეხვედრა გაიმართა

2019 წლის 6 დეკემბერს საქართველოში მექსიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ხოსე ლუის მარტინეს ჰერნანდესმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ხათუნა თოთლაძეს.

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

მაია ცქიტიშვილი "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ 

ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებლებს მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ.

ადამ კიზინგერი: მოხარულები ვიქნებით, ვიხილოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსთან

„გამოვიყენებ ამერიკულ გამოთქმას და ვიტყვი, საქართველო ბევრად უსწრებს წონით კატეგორიის კლასს. მოხარულები ვიქნებით, ვიხილოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსთან“,- ამის შესახებ აშშ-ის კონგრესმენმა, ადამ კიზინგერმა განაცხადა.

დავით ზალკალიანი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მიროლსავ ლაიჩაკთან შეხვედრა გამართა.

საქართველოს პრეზიდენტს სლოვაკეთის ელჩმა და 8 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს

დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

მიხეილ ჩხენკელი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჭეშმარიტად ევროპული საგანმანათლებლო სივრცე იქნება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, განათლების საერთაშორისო ცენტრის 2019 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მეგა-პროექტის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ ისაუბრა. 

იტალიაში შალვა ბერიძისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

ნეაპოლის უნივერსიტეტში "L'Orientale" შალვა ბერიძისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა იტალიის რესპუბლიკაში ბ-ნმა კონსტანტინე სურგულაძემ.

საქართველოს გენერალური კონსული გერმანიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდა 

ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ლევან დიასამიძემ შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერალური მიწის ჰესენის ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და განსახლების მინისტრის მოადგილესთან, ფილიპ ნიმერმანთან.

ცქიტიშვილი ქუთაისში მიმდინარე აქციაზე: მნიშვნელოვანია, რომ პროცესები ქუჩიდან სადისკუსიო სივრცეებში გადავიდეს

"მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე პროცესები ქუჩიდან სადისკუსიო სივრცეებში გადავიდეს", - ასე გამოეხმაურა ვიცე პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ქუთაისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს.

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი 7-8 დეკემბერს, 12:00-18:00 საათამდე პერიოდში შოკოლადის ფესტივალს უმასპინძლებს. 

 

ქუთაისში მიმდინარე აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა 

ქუთაისში მიმდინარე აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. 

პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

"სკოლა და კლასელები ვაჟა გაფრინდაშვილისთვის", - თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ამ სახელწოდების მშვიდობიანი აქცია გაიმართა საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად.