ნათია თურნავა თანამდებობის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არასერიოზულს უწოდებს.
„მე მოვისმინე ერთ-ერთი ჩვენი ადგილობრივი ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება. ეს არის სასაცილო და არასერიოზული, იმ შავი პიარის ნაწილი, რასაც ოპოზიცია ცდილობს. ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივია პირველ რიგში, რომელსაც ახმოვანებენ სხვადასხვა სიტუაციური პარტნიორები. ამ შემთხვევაში ლევან კობერიძე მოგვევლინა ნოსტრადამუსად. ეს იმისკენ არის მიმართული, რომ შეიქმნას განცდა, თითქოს მთავრობაში რაღაც ხდება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ფიქრობს, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეკონომიკური გუნდის მინისტრებსაც შეცვლის.